ქართული ლეგიონი ძალებს იკრებს

AutoSharing Option
საფრანგეთში სარაგბო ჩემპიონატის სტარტამდე ორი კვირაღა დარჩა. ქართველ მორაგბეთა გუნდებმა მზადების ბოლო ეტაპზე საწვრთნელი შეხვედრების გამართვა დაიწყეს.

ელიტურ, მეორე დივიზიონში მოასპარეზე იარკლი მირცხულავას, გიორგი ჩხაიძის, გიორგი ნემსაძისა და დავით დადუნაშვილის "ტარბმა" შინ დაამარცხა თანადივიზიონელეი "ლა როშელი" დაამარცხა 25:12.

4 აგვისტოს კიდევ რამდენიმე შეხევდრა გაიმართება. დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონი" შინ ეთამაშება "ბორდოს". ტულონელთა განაცხადში მხოლოდ შერკინების მეორეხაზელი კონსტანტინე მიქაუტაძეა.

დღესვე გურამ კავთიძის "ლიონი" დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონს" დაუპირისპირდება. კავთიძე ლიონელთა ძირითად შემადგენლობაშია, ზიარქაშვილი, სავარაუდოდ, სათადარიგოთა
შორის იქნება.

ამ უქმეებზე დაიწყება ტრადიციული "არმან ვაკერენის სახელობის საერთაშორისო ტურნრი, რომელშიც ბექა შეყლაშვილის "ბეზიე" იასპარეზებს. ლანგედოკელთა მწვრთნელმა შეყლაშვილი სატურნირო განაცხადში შეიყვანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული