ვიქტორ კოლელიშვილი "კლერმონის" განაცხადში კვლავ არ იყო

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატში მოასპარეზე ქართველ მორაგბეთა გუნდებმა მორიგი საწვრთნელი შეხვედრები გამართეს.

ელიტური, პირველი დივიზიონის ბინადარმა დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონმა" თანადივიზიონელი "ბორდო" გაანადგურა - 35:0. ტულონელთა შემადგენლობაში მხოლოდ შერკინების მეორეხაზელმა კონსტანტინე მიქაუტაძემ ითამაშა.

საკმაოდ დაძაბული გამოდგა მატჩი დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონსა" და გურამ კავთიძის "ლიონს" შორის. "ვულკანებმა" მეტოქეს ხუთი ლელო გაუტანეს, რაზეც ლიონელებმა სამით უპასუხეს. გამარჯვება კი "კლერმონს" დარჩა 31:19.

ზირაქაშვილმა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა, კავთიძე თადარიგში იყო და მატჩში მეორე ტაიმიდან ჩაერთო, კოლელიშვილი განაცხადში არ
იყო.

ტრადიციული საერთაშორისო ტურნირის, "არმან ვაკერენის" თასის გათამაშებაში ბექა შეყლაშვილის "ბეზიე" ალექსანდრე თოდუას, ვახტანგ მაისურაძისა და გიორგი კობერიძის "ალბისთან" დამარცხდა - 21:27.

თოდუამ სრულად ითამაშა, მაისურაძე 41-ე წუთზე შეცვალეს; იმავდროულად, თამაშში ჩაერთვნენ კობერიძე და შეყლაშვილი.

საფრანგეთის ჩემპიონი, აქვსენტი გიორგაძისა და ჯაბა ბრეგვაძის "ტულუზი" მეორე დივიზიონში გავარდნილ, გოდერძი შველიძის, დავით ხინჩაგიშვილისა და ირაკლი ნატრიაშვილის "ბრივს" დაუპირისპირდა და 22:20 მოუგო.

ელიტურ, მეორე დივიზიონში მოასპარეზე ლევან დათუნაშვილის, კარლენ ასეიშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის "ორიაკმა" შინ წააგო იტალიურ "ზებრებთან" - 24:33.

ლეგიონი მზადებას განაგრძობს (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული