დიმიტრი ბასილაიას "ედინბურგი" ისევ დამარცხდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მესამეხაზელის, დიმიტრი ბასილაიას ახალმა შოტლანდიურმა გუნდმა "ედინბურგმა" სეზონის დაწყების წინ ბოლო საწვრთნელი შეხვედრა გამართა. ედინბურგელებმა შინ ინგლისურ "ნორსჰემპთონს" უმასპინძლეს და 3:54 წააგეს.

ბასილაია ძირითად შემადგენლობაში იყო და მეორე ტაიმში შეცვალეს. მარცხის მიუხედავად, შოტლანდიური კლუბის მწვრთნელი მაიკლ ბრედლი, რომელიც საქართველოს ნაკრებში მთავარი მწვრთნელის, რიჩი დიქსონის ასისტენტი იყო, უკმაყოფილო არ ჩანდა.

"ედინბურგი" კელტთა ლიგაში, სადაც შოტლანდიური, ირლანდიური, უელსური და იტალიური კლუბები ასპარეზობენ, პირველი ტურის მატჩს 1 სექტემბერს ირლანდიური "მანსტერის" წინააღმდეგ გამართავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული