ბასილაია ძირითად შემადგენლობაში იყო და მეორე ტაიმში შეცვალეს. მარცხის მიუხედავად, შოტლანდიური კლუბის მწვრთნელი მაიკლ ბრედლი, რომელიც საქართველოს ნაკრებში მთავარი მწვრთნელის, რიჩი დიქსონის ასისტენტი იყო, უკმაყოფილო არ ჩანდა.
"ედინბურგი" კელტთა ლიგაში, სადაც შოტლანდიური, ირლანდიური, უელსური და იტალიური კლუბები ასპარეზობენ, პირველი ტურის მატჩს 1 სექტემბერს ირლანდიური "მანსტერის" წინააღმდეგ გამართავს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"