აქედან ერთი ქართველი მორაგბეების, დავით ქუბრიაშვილის, კონსტანტინე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას "ტულონია".
პირველი მარცხი იგემა სტუმრად გათამაშების ლიდერ "ბიარიცთან" ვასილ კაკოვინისა და ჯაბა ბრეგვაძის "ტულუზმა" - 17:22.
აღსანიშნავია, რომ ბასკურმა კლუბმა წლევანდელი სეზონი, შარშანდელისგან განსხვავებით, შესანიშნავად დაიწყო. მეტიც, "ბიარიცი" გასულ სეზონში გავარდნას ბოლო ტურებში გადაურჩა.
ამჯერად კი ბასკები სამი თამაში
კაკოვინს და ბრეგვაძეს ტრავმების გამო არ უთამაშიათ.
დავით ქუბრიაშვილის, კონსტანტინე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას "ტულონმა" სტუმრად დაამარცხა დივიზიონის დებიუტანტი "მონ დე მარსანი" - 29:15 და კვალში უდგას "ბიარიცს".
აღსანიშნავია, რომ მონდემარსანელები ბრძოლისუნარიანობით გამოირჩევიან, თუმცა ძალა მხოლოდ 60 წუთის განმავლობაში ჰყოფნით და დასკვნით 15-20 წუთში ტყდებიან. მასპინძლები ტულონელებს 65-ე წუთამდე 15:14-ს უგებდნენ, მაგრამ ბოლომდე წინააღმდეგობის გაწევა ვერაფრით შეძლეს და როგორც უკვე აღვნიშნეთ, 29:15 წააგეს.
ქუბრიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 68-ე წუთზე შეცვალეს, მიქაუტაძე და ჩილაჩავა განაცხადში არ იყვნენ.
მამუკა გორგოძის, მიხეილ ნარიაშვილისა და გიორგი ჟღენტის "მონპელიემ" შინ შესანიშნავად ითამაშა "აჟენთან" და 32:15 მოუგო.
სტუმრებმა დასაწყისში მეტოქეს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს და 27-ე წუთამდე ანგარიში საყაიმო - 3:3 იყო. სწორედ ამ დროს იყოჩაღა შერკინების ქართველმა ბურჯმა გიორგი ჟღენტმა, რომელმაც მგეზავის, ფრანსუა ტრინ-დუკის წამოწყებული იერიში ლელოთი დაასრულა.
ამას კიდევ მონპელიელთა სამი ლელო მოჰყვა.
გორგოძემ სრულად ითამაშა და, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც ერთ-ერთი საუკეთესო იყო მოედანზე; ნარიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 44-ე წუთზე შეცვალეს; ჟღენტმა მოედანზე 14 წუთით მეტი დაჰყო.
დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონმა" შინ დაამარცხა საკმაოდ უჩვეულო ანგარიშით "პერპინიანი" - 53:31.
გუნდებმა ჯამში 11 ლელო გაიტანეს. აქედან 7 "ვულკანების" ანგარიშზეა.
ზირაქაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 62-ე წუთზე შეცვალეს, კოლელიშვილი განაცხადში არ იყო.
ზურაბ ჟვანიას "სტად ფრანსემ" სტუმრად წააგო დივიზიონის დებიუტანტ "გრენობლთან" - 12:26.
პარიზელებს "ალპელებთან" თამაში ძალიან გაუჭირდათ, იმდენად, რომ მატჩის მეორე ნახევარში მეტოქის 22-მეტრიან ზონაში ერთხელაც ვერ შეაღწიეს.
ჟვანია თადარიგში იყო და თამაშში მატჩის 77-ე წუთიდან ჩაერთო.
ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრმა" შინ დაამარცხა "ბაიონი" - 31:10. ფეიქრიშვილი ტრავმირებულია და არ უთამაშია.
I დივიზიონი
III ტური
გრენობლი-სტად ფრანსე 26:12, ბიარიცი-ტულუზი 22:17, კლერმონი-პერპინიანი 53:31, კასტრი-ბაიონი 31:10, მონპელიე-ჟენი 32:15, მეტრო რასინგი-ბორდო 18:7, მონ დე მარსანი-ტულონი 15:29.
სატურნირო მდგომარეობა
1. ბიარიცი - 13 ქულა, 2. ტულონი - 13, 3. კლერმონი - 10, 4. ტულუზი - 10, 5. კასტრი - 9, 6. მეტრო რასინგი - 9, 7. მონპელიე - 9, 8. გრენობლი - 8, 9. ბორდო - 5, 10. ბაიონი - 5, 11. სტად ფრანსე - 4, 12. აჟენი - 2, 13. პერპინიანი - 2, 14. მონ დე მარსანი - 0.
IV ტური
ბიარიცი-მონპელიე, გრენობლი-მონ დე მარსანი, პერპინიანი-ბაიონი, ტულუზი-აჟენი, სტად ფრანსე-კასტრი, ტულონი-ბორდო, კლერმონი-მეტრო რასინგი.
* * *
ელიტურ, მეორე დივიზიონში მეორე ტურის შეხვედრების შემდეგ დაუმარცხებელი ოთხი გუნდია. აქედან ორი ქართველი მორაგბეებისაა - "ლიონი" და "ორიაკი".
გურამ კავთიძის "ლიონი", რომელიც შეჯიბრების უმთავრესი ფავორიტია, შინ ეთამაშა ბექა შეყლაშვილის "ბეზიეს" და დიდი ანგარიშით, 63:15 დაამარცხა. ლიონელებმა შვიდი ლელო გაიტანეს.
სათადარიგოთა შორის მყოფი კავთიძე თამაშში 64-ე წუთიდან ჩაერთო, შეყლაშვილი კი ძირითად შემადგენლობაში იყო და ოთხი წუთით ადრე შეცვალეს.
ლევან დათუნაშვილის, კარლენ ასეიშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის "ორიაკმა" შინ დაამარცხა "ექსი" - 42:19. აღსანიშნავია, რომ მასპინძლებმა პირველი ტაიმი 12:19 წააგეს, თუმცა შესვენების შემდეგ მოედანზე ვითარება რადიკალურად შეიცვალა. ორიაკელებმა მეტოქეს მონაგრის გაზრდის საშუალება არ მისცეს, თვითონ კი სამი ლელოს გატანა მოახერხეს.
დათუნაშვილმა თავიდან ბოლომდე ითამაშა, ასეიშვილი 54-ე წუთზე შეცვალეს, იმავდროულად შეხვედრაში ჩაერთო ნაცარაშვილი.
პირველი გამარჯვება იზეიმა გიორგი ჩხაიძის, დავით დადუნაშვილის, გიორგი ნემსაძისა და ირაკლი მირცხულავას "ტარბმა".
ჩვენებურთა გუნდმა შინ დაამარცხა "პო" - 24:14. ჩხაიძემ სრულად ითამაშა, ნემსაძე მოედანზე 76-ე წუთიდან გამოჩნდა, დადუნაშვილი და მირცხულავა განაცხადში არ იყვნენ.
დავით ხინჩაგიშვილის, ირაკლი ნატრიაშვილისა და გოდერძი შველიძის "ბრივმა" სტუმრად წააგო "კარკასონთან" - 14:34. ჩვენებურთა გუნდმა ძალიან ცუდად ითამაშა. თავად განსაჯეთ, "ბრივი" 69-ე წუთამდე 0:34-ს აგებდა.
შველიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 51-ე წუთზე ხინჩაგიშვილმა შეცვალა. ამავე დროს შეცვალეს ნატრიაშვილიც.
ვახტანგ მაისურაძის, ალექსანდრე თოდუასა და კახაბერ კობერიძის "ალბიმ" სტუმრად წააგო დიდი ანგარიშით "ოიონაქსთან" - 6:40. თოდუამ თავიდან ბოლომდე ითამაშა, მაისურაძე 50-ე წუთზე შეცვალეს, კობერიძე განაცხადში არ იყო.
საკმაოდ დაძაბული გამოდგა დავით აშვეთიასა და შალვა სუთიაშვილის "მასის" დაპირისპირება სტუმრად "ოშთან", რომელიც მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა - 30:16. მატჩის არბიტრმა მოედნიდან ხუთი მორაგბე გაასინბინა. აქედან სამი პარიზელი იყო.
აშვეთია ძირითად შემადგენლობაში იყო და 54-ე წუთზე შეცვალეს, სუთიაშვილმა მოედანზე შვიდი წუთით მეტი დაჰყო.
კიდევ უფრო მეტჯერ, ექვსჯერ ააფრიალა ყვითელი ბარათი მატჩის არბიტრმა ტარიელ რატიანიძის "დაქსისა" და "ლა როშელის" შეხვედრაში. ჩვენებურის გუნდმა სტუმრად წააგო - 6:32. რატიანიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 49-ე წუთზე შეცვალეს.
ელიზბარ ყუფარაძის "კოლომიემ" შინ დაამარცხა "ნარბონი" - 29:25. ყუფარაძეს არ უთამაშია.
II დივიზიონი
II ტური
ლიონი-ბეზიე 63:15, ოში-მასი 30:16, ორიაკი-ექსი 42:19, კოლომიე-ნარბონი 29:25, ტარბი-პო 24:14, კარკასონი-ბრივი 34:14, ოიონაქსი-ალბი 40:6, ლა როშელი-დაქსი 32:6.
სატურნირო მდგომარეობა
1. ლიონი - 9 ქულა, 2. ოიონაქსი - 9, 3. ოში - 9, 4. ორიაკი - 8, 5. კარკასონი - 5, 6. ლა როშელი - 5, 7. კოლომიე - 5, 8. პო - 4, 9. ტარბი - 4, 10. მასი - 4, 11. ბრივი - 4, 12. ალბი - 4, 13. ნარბონი - 2, 14. ექსი - 1, 15. ბეზიე - 1, 16. დაქსი - 0.
III ტური
კარკასონი-მასი, ნარბონი-ლა როშელი, ტარბი-ოიონაქსი, ბეზიე-დაქსი, კოლომიე-ორიაკი, ექსი-ოში, პო-ალბი, ბრივი-ლიონი.
* * *
დღეიდან ქართული ლეგიონის ამბებში "კელტთა ლიგის" მიმოხილვასაც შემოგთავაზებთ. ტურნირში, რომელშიც ირლანდიის, შოტლანდიის, იტალიისა და უელსის საუკეთესო გუნდები ასპარეზობენ, გასულ უქმეებზე საქართველოს ნაკრების მესამეხაზელის, დიმიტრი ბასილაიას დებიუტი შედგა.
ქართველი მორაგბე შოტლანდიური "ედინბურგის" ღირსებას იცავს, რომლის თავკაციც საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ყოფილი ასისტენტი მაიკლ ბრედლია. ედინბურგელებმა ტურნირის პირველ ტურში ირლანდიურ "მანსტერს" უმასპინძლეს და დაძაბულ ბრძოლაში 18:23 წააგეს.
აღსანიშნავია, რომ მატჩის პირველი ტაიმი ფრედ, 10:10 დამთავრდა. შესვენების შემდეგ კი გადამწყვეტი უპირატესობა ირლანდიელებმა მოიპოვეს. ბასილაია სათადარიგოთა შორის იყო და თამაშში 62-ე წუთზე სტიუარტ მაკნილის ნაცვლად ჩაერთო.
კელტთა ლიგა
I ტური
ქონოთიკარდიფი 9:13, ჰლანეჰლი-ლენსტერი 45:20, ედინბურგი-მანსტერი 18:23, ნიუპორტი-ზებრე 37:6, ბენეტონი-ოსფრიზი 12:6, ალსტერი-გლაზგო 18:10.
სატურნირო მდგომარეობა
1. ნიუპორტი - 5 ქულა, 2. ჰლანეჰლი - 5, 3. ალსტერი - 4, 4. ბენეტონი - 4, 5. მანსტერი - 4, 6. კარდიფი - 4, 7. ქონოთი - 1, 8. ედინბურგი - 1, 9. ოსფრიზი - 1, 10. გლაზგო - 0, 11. ლენსტერი - 0, 12. ზებრე - 0.
II ტური
ზებრე-ქონოთი, კარდიფი-ედინბურგი, გლაზგო-ჰლანეჰლი, მანსტერი-ბენეტონი, ლენსტერი-ნიუპორტი, ოსფრიზი-ალსტერი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"