აქ 13 გუნდში 18 ქართველი მორაგბე იასპარეზებს. ამათგან ელიტურ, მეორე დივიზიონში აღზევების შანსი, სავარაუდოდ, მხოლოდ ოთხს ექნება.
ფედერალ 1 დივიზიონში პირველ სეზონს ჩაატარებს შერკინების ბურჯი გიორგი ჯაშიტაშვილი, რომელიც "მონლუსონში" ელიტურ, პირველ დივიზიონში მოასპარეზე "კლერმონის" ესპუართა გუნდიდან გადავიდა.
ამავე კლუბში სეზონის წინ ჩაირიცხნენ რეზო გიგაური და ელიზბარ ყუფარაძე.
საქართველოს ნაკრების შუამარბმა დავით კაჭარავამ "ნიცა" დატოვა და დივიზიონის დებიუტანტ "როდეზში" გადაბარგდა.
კიდევ ერთი დებიუტანტის, "ბაგნერეს" ღირსებას დაიცავენ ლაშა
მალაღურაძე მგეზავია, მაისურაძე კი ამპლუით მესამეხაზელია, თუმცა ახალ კლუბში შერკინების კვაჭის პოზიციაზე ვარჯიშობს.
ფედერალ 1 დივიზიონში გაატარებს წლევანდელ სეზონს ჩვენი ეროვნული ნაკრების კიდევ ორი წევრი.
შუამარბი თედო ზიბზიბაძე ელიტური, მეორე დივიზიონიდან გამოვარდნილ "პერიგოში" დარჩა. ეს გუნდი კიდევ ერთხელ შეეცდება, პროფესიულ ლიგაში დაბრუნდეს.
მგეზავი მერაბ კვირიკაშვილი კი ისევ "სენ ჟუნიენმა" დაიტოვა. ამ გუნდში შარშან ოთხი ქართველი ირიცხებოდა.
გიორგი ჩხაიძემ და დავით დადუნაშვილმა ელიტური, მეორე დივიზიონის "ტარბში" განაგრძეს კარიერა.
"მეკოსთან" ერთად კი შერკინების ბურჯი რობერტ აბესლამიძე დარჩა.
მეორე დივიზიონის "პო" დატოვა და "ვიენთან" გააფორმა ხელშეკრულება კიდევ ერთმა ქართველმა პირველხაზელმა ზერო პეტრიაშვილმა. მას "პოში" თამაში არ მოუწია და მთელი წელი უქმად გაატარა.
სათამაშო პრაქტიკის მიღებისთვის ეს გადაწყვეტილება გამართლებულია.
ფედერალ 1
რევაზ ჟღენტი (სენტ ეტიენი), გიორგი ჯაშიტაშვილი, რეზო გიგაური, ელიზბარ ყუფარაძე (მონლუსონი), ზერო პეტრიაშვილი (ვიენი), გიორგი კუთარაშვილი (შატორენარი), შოთა მელიქიძე (მაკონი), ავთანდილ კოპალიანი, შოთა საყვარელიძე (ორლეანი), მერაბ კვირიკაშვილი, რობერტ აბესლამიძე (სენ ჟუნიენი), თენგიზ გელანტია (ნიმი), სიმონ მაისურაძე, ლაშა მალაღურაძე (ბაგნერე), გიორგი მჭედლიშვილი (დიჟონი), ბექა ურჯუკაშვილი (ობენა), თედო ზიბზიბაძე (პერიგო), დავით კაჭარავა (როდეზი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"