გათამაშების ფორმატი უცვლელია, 40 გუნდი ოთხ ჯგუფშია განაწილებული. მომდევნო ეტაპზე, პლეი ოფის მერვედფინალში, ოთხ-ოთხი საუკეთესო განაგრძობს ბრძოლას. ელიტური, მეორე დივიზიონის საგზურს კი ფინალში გასული ორი გუნდი მიიღებს.
A ჯგუფი
A ჯგუფში ქართველ მორაგბეთა ხუთი გუნდი ასპარეზობს: "სენტ ეტიენი", "მაკონი", "სტრასბური", "მონლუსონი" და "ვიენი". ამათგან გამარჯვებას მხოლოდ ორმა მიაღწია. ავთანდილ კოპალიანისა და შოთა
აღსანიშნავია, რომ ჩვენებურთა გუნდმა პირველი ტაიმი 11:24 წააგო, თუმცა შესვენების შემდეგ მდგომარეობის გამოსწორება შეძლო, მეტოქეს მონაგრის გაზრდის საშუალება აღარ მისცა, თავად კი 24 ქულას მოუყარა თავი და პირველი გამარჯვება მიითვალა.
კოპალიანი ძირითად შემადგენლობაში იყო და 75-ე წუთზე ის მელიქიძემ შეცვალა.
ზერო პეტრიაშვილის "ვიენმა" სტუმრად დაამარცხა რეზო გიგაურის, გიორგი ჯაშიტაშვილისა და ელიზბარ ყუფარაძის "მონლუსონი" - 19:12.
თამაში, მიუხედავად იმისა, რომ სტუმრები ანგარიშში მუდამ წინ იყვნენ, თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. მასპინძლებს ფორტუნამ ზურგი აქცია და გამარჯვება "ვიენს" დარჩა.
ყუფარაძე სათადარიგოთა შორის იყო და მატჩში 45-ე წუთიდან ჩაერთო, გიგაური მოედანზე 11 წუთის შემდეგ გამოჩნდა, პეტრიაშვილი და ჯაშიტაშვილი განაცხადში არ იყვნენ.
გიორგი გაბელიას "სენტ ეტიენმა" შინ წააგო ჯგუფის სავარაუდო ფავორიტ "ბურგ ან ბრესთან" - 16:23. გაბელია თამაშში 53-ე წუთიდან ჩაერთო.
გიორგი სულუაშვილის "სტრასბური" სტუმრად დიდი ანგარიშით დამარცხდა "ლილთან" - 6:49. ქართველ მორაგბეს არ უთამაშია.
I ტური
სენტ ეტიენი-ბურგ ან ბრესი 16:23, დიჟონი-ბობინი 27:22, მონლუსონი-ვიენი 12:19, ლილი-სტრასბური 49:6, მაკონი-შალონი 35:24.
სატურნირო მდგომარეობა
1. ლილი - 5 ქულა, 2. მაკონი - 4, 3. ბურგ ან ბრესი - 4, 4. ვიენი - 4, 5. დიჟონი - 4, 6. ბობინი - 1, 7. მონლუსონი - 1, 8. სენტ ეტიენი - 1, 9. შალონი - 0, 10. სტრასბური - 0.
II ტური
ბურგ ან ბრესი-დიჟონი, ბობინი-მონლუსონი, ვიენი-ლილი, სტრასბური-მაკონი, სენტ ეტიენი-შალონი.
B ჯგუფი
"ოთხი ქართული" გუნდი ასპარეზობს B ჯგუფშიც. ესენია: "როდეზი", "ობენა", "შატორენარი" და "რომანი".
პირველ ტურში მხოლოდ ერთმა, დავით კაჭარავას "როდეზმა" გაიმარჯვა, რომელმაც შინ მოუგო "ბლანიაკს" - 25:18. კაჭარავა ძირითად შემადგენლობაში იყო და 55-ე წუთზე შეცვალეს.
თენგიზ გელანტიას "ობენამ" შინ წააგო "ვალანსთან" - 10:20. არადა, ჩვენებურის გუნდმა პირველი ნახევარი 10:3 მოიგო. შესვენების შემდეგ მასპინძლების თამაშში რაღაც მოიშალა, რამაც შეიძლება ითქვას, რომ ობენელების სენსაციური მარცხი გამოიწვია.
გელანტია ძირითად შემადგენლობაში იყო და 50-ე წუთზე შეცვალეს.
გიორგი კუთარაშვილის "შატორენარმა" სტუმრად წააგო დივიზიონის დებიუტანტ "აგდისთან" - 21:29. შერკინების ქართველი პირველხაზელი ძირითად შემადგენლობაში იყო და მე-60 წუთზე შეცვალეს.
ირაკლი ნინიძის "რომანმა" გამარჯვება მატჩის ბოლო წუთებზე გაუშვა ხელიდან სტუმრად "ლავორთან" დაპირისპირებაში - 21:23.
ჩვენებურის გუნდი 34-ე წუთამდე 13:0-ს იგებდა. თუმცა უპირატესობა ვერაფრით შეინარჩუნა და საბოლოოდ მატჩი ორი ქულის სხვაობით დათმო.
ნინიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და მე-40 წუთზე შეცვალეს.
I ტური
როდეზი-ბლანიაკი 25:18, ბურგუენი-ლა სეინი 23:6, ობენა-ვალანსი 10:20, აგდი-შატორენარი 29:21, ლავორი-რომანი 23:21.
სატურნირო მდგომარეობა
1. ბურგუენი - 4 ქულა, 2. ვალანსი - 4, 3. აგდი - 4, 4. როდეზი - 4, 5. ლავორი - 4, 6. რომანი - 1, 7. ბლანიაკი - 1, 8. შატორენარი - 0, 9. ობენა - 0, 10. ლა სეინი - 0.
II ტური
ბლანიაკი-ობენა, ვალანსი-აგდი, შატორენარი-ლავორი, რომანი-ბურგუენი, როდეზი-ლა სეინი
C ჯგუფი
C ჯგუფში ქართველ მორაგბეთა სამი გუნდი თამაშობს: "სენ ნაზერი", "პერიგო" და "მარმანდი". პირველ ტურში შოთა ცხოვრებაშვილისა და ბაჩუკი გუჯარაიძის "სენ ნაზერმა" შინ დაამარცხა ელიტური, მეორე დივიზიონიდან დაქვეითებული თედო ზიბზიბაძის "პერიგო" - 18:13.
აღსანიშნავია, რომ პერიგოელები მე-19 წუთისთვის 10:0-ს იგებდნენ, თუმცა "სენ ნაზერმა" მატჩში გარდატეხის შეტანა შეძლო.
გუჯარაიძემ და ზიბზიბაძემ თავიდან ბოლომდე ითამაშეს. ამასთან ერთად, ზიბზიბაძე მატჩის არბიტმა 65-ე წუთზე გაასინბინა, ცხოვრებაშვილი განაცხადში არ იყო.
ნიკოლოზ მაღალდაძის "მარმანდმა" შინ დაამარცხა "აგეტმო" 23:16. მაღალდაძე სათადარიგოთა შორის იყო და თამაშში მე-60 წუთიდან ჩაერთო.
I ტური
სენ ნაზერი-პერიგო 18:13, სენ ჟან დანჟელი-ლანჟონი 15:18, მარმანდი-აგეტმო 23:16, ტიროსი-ვანი 26:9.
სატურნირო მდგომარეობა
1. ტიროსი - 5 ქულა, 2. მარმანდი - 4, 3. სენ ჟან დანჟელი - 4, 4. სენ ნაზერი - 4, 5. ლანჟონი - 4, 6. სენ ჟან დანჟელი - 1, 7. პერიგო - 1, 8. ნუარი - 1, 9. აგეტმო - 1, 10. ვანი - 0.
II ტური
პერიგო-სენ ჟან დანჟელი, ნუარი-ტიროსი, ლანჟონი-სენ ნაზერი, ვანი-მარმანდი, სენ ჟან დე ლუზი-აგეტმო.
D ჯგუფი
ორი "ქართული გუნდი" გვყავს D ჯგუფში. მერაბ კვირიკაშვილისა და გიორგი მჭედლიშვილის "სენ ჟუნიენმა" შინ უმძიმეს ბრძოლაში დაამარცხა "ნევერი" - 32:30.
კვირიკაშვილმა სრულად ითამაშა და გუნდს 22 ქულა მოუტანა (ექვსი საჯარიმო და ორი გარდასახვა), მჭედლიშვილი განაცხადში არ იყო.
ლაშა მალაღურაძისა და სიმონ მაისურაძის "ბაგნერემ", რომელიც ფედერალ 1 დივიზიონის დებიუტანტია, შინ დაამარცხა "ლანამეზანი" - 24:22.
მაისურაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 52-ე წუთზე შეცვალეს, მალაღურაძე თამაშში 72-ე წუთიდან ჩაერთო.
I ტური
მონტობანი-ლურდი 45:16, სენ მედარი-ლიმოჟი 24;18, კასტანე-ოლორონი 10:22, ბაგნერე-ლანამეზანი 24:22, სენ ჟუნიენი-ნევერი 32:30
სატურნირო მდგომარეობა
1. მონტობანი - 5 ქულა, 2. ოლორონი - 4, 3. სენ მედარი - 4, 4. სენ ჟუნიენი - 4, 5. ბაგნერე - 4, 6. ლანამეზანი - 1, 7. ნევერი - 1, 8. ლიმოჟი - 1, 9. კასტანე - 0, 10. ლურდი - 0.
II ტური
ლიმოჟი-მონტობანი, ლურდი-კასტანე, ოლორონი-ბაგნერე, ლანამეზანი-სენ ჟუნიენი, სენ მედარი-ნევერი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"