A ჯგუფში ქართველ მორაგბეთა ხუთი გუნდიდან საუკეთესო მაჩვენებელი შოთა მელიქიძისა და ავთანდილ კოპალიანის "მაკონს" აქვს, რომელმაც მე-3 ტურში შინ დაამარცხა ზერო პეტრიაშვილის "ვიენი" - 29:8.
აღსანიშნავია, რომ სამივე ქართველი შერკინების პირველხაზელია. მაკონელები სამი ტურის შემდეგ წაუგებლები არიან და 12 ქულით სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილი უკავიათ. მათ ერთი ქულით უსწრებს "ლილი", რომელმაც
"ვიენი" კი ერთი მოგებითა და ხუთი ქულით მე-7 ადგილზე იმყოფება. მასსავით აუტსაიდერია ქართველ მორაგბეთა დანარჩენი სამი გუნდიც.
ხუთი ქულა აქვს და მე-8 ადგილზეა ელიზბარ ყუფარაძის, გიორგი ჯაშიტაშვილისა და რეზო გიგაურის "მონლუსონი", რომელმაც მიმდინარე გათამაშებაში პირველი გამარჯვება მოიპოვა შინ ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელ "ბურგ ან ბრესთან" - 29:20.
ყუფარაძემ სრულად ითამაშა და 51-ე წუთზე მატჩის არბიტრმა გაასინბინა. თავიდან ბოლომდე ითამაშა გიგაურმაც.
"მონლუსონს" ერთი ქულით ჩამორჩება გიორგი გაბელიას "სენტ ეტიენი", რომელმაც სტუმრად წააგო "დიჟონთან" 26:32. სატურნირო ცხრილის ფსკერზე კი ნული ქულით გიორგი სულაშვილის "სტრასბური" იმყოფება, რომელმაც გასვლითი მატჩი დიდი ანგარიშით დათმო - 10:50.
ფედერალ 1
A ჯგუფი
ლილი-ბობინი 18:12, მონლუსონი-ბურგ ან ბრესი 26:20, მაკონი-ვიენი 29:8, შალონი-სტრასბური 50:10, დიჟონი-სენტ ეტიენი 32:26.
სატურნირო მდგომარეობა
1. ლილი - 13 ქულა, 2. მაკონი - 12, 3. ბურგ ან ბრესი - 10, 4. დიჟონი - 8, 5. შალონი - 7, 6. ბობინი - 6, 7. ვიენი - 5, 8. მონლუსონი - 5, 9. სენტ ეტიენი - 4, 10. სტრასბური - 0.
IV ტური
ბურგ ან ბრესი-ლილი, ბობინი-მაკონი, სენტ ეტიენი-სტრასბური, ვიენი-შალონი, დიჟონი-მონლუსონი.
B ჯგუფში პირველი მარცხი იწვნია დავით კაჭარავას "როდეზმა". საქართველოს ნაკრების შუამარბმა და კომპანიამ სტუმრად წააგო თენგიზ გელანტიასა და ბექა ურჯუკაშვილის "ობენასთან" - 11:22.
უბენელთათვის ეს პირველი გამარჯვება იყო. შედეგად, ჩვენებურთა ეს გუნდი ახლა ხუთი ქულით მე-7 ადგილზეა. "როდეზს" სამი ქულით მეტი აქვს და სატურნირო ცხრილში მე-4 საფეხური უკავია.
ხუთი ქულა აქვს გიორგი კუთარაშვილის "შატორენარსაც", რომელმაც სტუმრად დიდი ანგარიშით წააგო გათამაშების ლიდერ "ბურგუენთან" - 50:0. შეგახსენებთ, რომ ბურგუენელები ელიტური, პირველი დივიზიონიდან ფინანსური პრობლემების გამო დააქვეითეს.
სამი თამაშიდან სამივე წააგო და 2 ქულით ბოლო ადგილზეა ირაკლი ნინიძის "რომანი", რომელიც სტუმრად ვერას გახდა "ლა სეინთან" - 7:43.
B ჯგუფი
ბურგუენი-შატორენარი 50:0, აგდი-ბლანიაკი 26:20, ლავორი-ვალანსი 9:34, ლა სეინი-რომანი 43:7, ობენა-როდეზი 22:11.
სატურნირო მდგომარეობა
1. ბურგუენი - 13 ქულა, 2. ვალანსი - 13, 3. აგდი - 9, 4. როდეზი - 8, 5. ლა სეინი - 6, 6. ბლანიაკი - 6, 7. ობენა - 5, 8. შატორენარი - 5, 9. ლავორი - 4, 10. რომანი - 2.
IV ტური
ვალანსი-ბურგუენი, შატორენარი-ლა სეინი, ბლანიაკი-ლავორი, როდეზი-რომანი, ობენა-აგდი.
C ჯგუფში დაუმარცხებლად ასპარეზობს ბაჩუკი გუჯარაიძისა და შოთა ცხოვრებაშვილის "სენ ნაზერი".
ჩვენებურთა გუნდმა მესამე ტურში შინ დაამარცხა "სენ ჟან დე ლუზი" - 36:16 და ახლა 12 ქულით მეორე ადგილზეა. მას ერთი ქულით უსწრებს ასევე დაუმარცხებელი "ტიროსი".
გუჯარაიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და თავიდან ბოლომდე ითამაშა, ცხოვრებაშვილი განაცხადში ვერ მოხვდა.
გათამაშების ლიდერმა ტიროსმა კი შინ დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით მოუგო თედო ზიბზიბაძის "პერიგოს" - 28:27. ამ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების შუამარბმა შესანიშნავად ითამაშა. მან მატჩის მე-12 და მე-40 წუთებზე ორი ლელო გაიტანა, თუმცა საკუთარი გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა.
პერიგოელები სამი ტურის შემდეგ 6 ქულით მე-6 ადგილზე არიან.
ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა ნიკოლოზ მაღალდაძის "მარმანდმა", რომელმაც შინ დაამარცხა "ნუარი" - 20:6. მარმანდელები ცხრა ქულით მე-4 ადგილზე არიან.
C ჯგუფი
მარმანდი-ნუარი 20:6, ტიროსი-პერიგო 28:27, სენ ჟან დაჟენი-ლანჟონი 22:25, სენ ნაზერი-სენ ჟან დე ლუზი 36:16, აგეტმო-ვანი 9:13.
სატურნირო მდგომარეობა
1. ტიროსი - 14 ქულა, 2. სენ ნაზერი - 13, 3. ვანი - 9, 4. მარმანდი - 9, 5. ლანჟონი - 8, 6. პერიგო - 6, 7. სენ ჟან დანჟელი - 6, 8. სენ ჟან დე ლუზი - 6, 9. აგეტმო - 3, 10. ნუარი - 1.
IV ტური
პერიგო-მარმანდი, ნუარი-აჰეტმო, ლანჟონი-ტიროსი, სენ ნაზერი-სენ ჟან დანჟელი, სენ ჟან დე ლუზი-ვანი.
D ჯგუფში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა მერაბ კვირიკაშვილისა და გიორგი მჭედლიშვილის "სენ ჟუნიენმა". ჩვენებურთა გუნდმა შინ დაამარცხა უშუალო კონკურენტი "ოლორონი" - 22:15, რომელსაც აქამდე წაგება არ ჰქონდა.
ამ გამარჯვების შემდეგ სენჟუნიენელები რვა ქულით მე-4 ადგილზე არიან. კვირიკაშვილმა, რომელმაც თავიდან ბოლომდე ითამაშა, ერთი საჯარიმო და ორი გარდასახვა გაიტანა (7 ქულა).
სიმონ მაისურაძისა და ლაშა მალაღურაძის "ბაგნერემ" შინ წააგო "ლურდთან" - 15:24. საქართველოს ნაკრების მგეზავი თამაშში 51-ე წუთიდან ჩაერთო და ორი საჯარიმო გაიტანა (6 ქულა), მაისურაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 58-ე წუთზე შეცვალეს.
D ჯგუფი
სენ ჟუნიენი-ოლორონი 22:15, მონტობანი-სენ მედარი 34:12, კასტანე-ლიმოჟი 25:21, ნევერი-ლანამეზანი 47:15, ბაგნერე-ლურდი 15:24.
სატურნირო მდგომარეობა
1. მონტობანი - 14 ქულა, 2. ნევერი - 11, 3. ოლორონი - 9, 4. სენ ჟუნიენი - 8, 5. ლურდი - 8, 6. ლანამეზანი - 6, 7. კასტანე - 5, 8. ბაგნერე - 4, 9. სენ მედარი - 4, 10. ლიმოჟი - 3.
IV ტური
ლიმოჟი-ბაგნერე, ლურდი-სენ ჟუნიენი, ოლორონი-ნევერი, სენ მედარი-ლანამეზანი, მონტობანი-კასტანე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"