ანტონ ფეიქრიშვილი და დავით ზირაქაშვილი გამოჯანმრთელდნენ

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში ქართველი პირველხაზელების ეპიდემიური ტრავმიანობის თაობაზე ერთი კვირის წინათ ვწერდით. ამჟამად ვითარება უკეთესობისკენ იცვლება.

უკვე გამოჯანმრთელდა და ძირითად შემადგენლობაში ითამაშა "მონპელიეს" შერკინების ბურჯმა გიორგი ჟღენტმა.

სასიხარულოა, რომ თითქმის რვათვიანი უქმობის შემდეგ თამაშს შეძლებს "კასტრის" პირველხაზელი ანტონ ფეიქრიშვილი. ის გუნდის გაფართოებულ, 28-კაციან შემადგენლობაშია შეყვანილი.

კასტრელები მე-8 ტურში შინ მიიღებენ დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონს".

ზირაქაშვილს წელის ტკივილები აწუხებდა და ორი ტური გამოტოვა. ამჟამად ის ჯანმრთელადაა და "ვულკანების" ძირითად შემადგენლობაშია. კოლელიშვილი განაცხადში არ არის.

ყოველდღიური სპორტული
გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული