თედო ზიბზიბაძისა და ბექა ურჯუკაშვილის თითო ლელო საფრანგეთში

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ფედერალ 1 დივიზიონში ოთხი ტურის შემდეგ დაუმარცხებელი ქართველ მორაგბეთა ორი გუნდი დარჩა, "მაკონი" და "სენ ნაზერი". შესაბამისად, ორივე მათგანი თავიანთ ჯგუფებში ლიდერები არიან.

A ჯგუფში ორხელისუფლებიანობაა. შოთა მელიქიძისა და ავთანდილ კოპალიანის "მაკონმა" და "ბურგ ან ბრესმა" თანაბარი, 14-14 ქულა დააგროვეს და პირველ-მეორე ადგილებს იყოფენ. ჩვენებურთა გუნდმა სტუმრად ითამაშა "ბობინისთან" და ფრეს დასჯერდა -19:19.

ორივე ქართველმა მორაგბემ თავიდან ბოლომდე იასპარეზა.

ზერო პეტრიაშვილის "ვიენმა" შინ გაიმარჯვა გიორგი ჯაშიტაშვილის "შალონთან" მატჩში - 18:13 და ახლა სატურნირო ცხრილში ცხრა ქულით მე-5
ადგილზეა. შალონელები მას ერთი ქულით ჩამორჩებიან და მე-6 საფეხურს იკავებენ.

ჯაშიტაშვილმა სრულად ითამაშა, პეტრიაშვილი განაცხადში არ იყო.

ამ ჯგუფში მოასპარეზე სამი სხვა "ქართული გუნდი" სატურნირო ცხრილის ფსკერზე იმყოფება. გიორგი სულუაშვილის "სტრასბურმა" ჯერ ერთი ქულის მოპოვებაც ვერ შეძლო და ბოლო, მეათე ადგილზეა.

სტრასბურელებმა ამჯერად სტუმრად წააგეს გიორგი გაბელიას "სენტ ეტიენთან" - 22:37.

სულუაშვილი განაცხადში არ იყო, გაბელია თამაშში 56-ე წუთიდან ჩაერთო. "სენტ ეტიენმა", შალონელთა მსგავსად, რვა ქულა დააგროვა, თუმცა მე-8 ადგილზეა.

რეზო გიგაურისა და ელიზბარ ყუფარაძის "მონლუსონმა", რომელიც ხუთი ქულით ბოლოსწინა, მე-9 ადგილზეა, სტუმრად წააგო "დიჟონთან" - 19:27.

ყუფარაძე სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე 55-ე წუთიდან გამოჩნდა, გიგაურს არ უთამაშია.

A ჯგუფი
ბურგ ან ბრესი-ლილი 25:16, ბობინი-მაკონი 19:19, სენტ ეტიენი-სტრასბური 37:22, ვიენი-შალონი 18:13, დიჟონი-მონლუსონი 27:19.

სატურნირო მდგომარეობა
1. მაკონი - 14 ქულა, 2. ბურგ ან ბრესი - 14, 3. ლილი - 13, 4. დიჟონი - 12, 5. ვიენი - 9, 6. შალონი - 8, 7. ბობინი - 8, 8. სენტ ეტიენი - 8, 9. მონლუსონი - 5, 10. სტრასბური - 0.

V ტური
მაკონი-ბურგ ან ბრესი, შალონი-ბობინი, სტრასბური-ვიენი, მონლუსონი-სენტ ეტიენი, ლილი-დიჟონი.

B ჯგუფში მოასპარეზე ქართველ მორაგბეთა გუნდები ოდნავ უარეს მდგომარეობაში არიან.

აქ საუკეთესო მაჩვენებელი თენგიზ გელანტიასა და ბექა ურჯუკაშვილის "ობენას" აქვს. ჩვენებურთა ამ გუნდმა შინ დაამარცხა "აგდი" - 38:13 და ახლა 10 ქულით მე-3 ადგილზეა. ის სამი ქულით ჩამორჩება მეორეადგილოსან "ვალანსს" და რვა ქულით გათამაშების ლიდერ "ბურგუენს".

აღსანიშნავია, რომ ურჯუკაშვილმა, რომელმაც შუამარბის პოზიციაზე თავიდან ბოლომდე ითამაშა, მატჩის 37-ე წუთზე ლელო გაიტანა. გელანტია განაცხადში არ იყო.

"ობენას" ერთი ქულით ჩამორჩება და მეხუთე ადგილზეა გიორგი კუთარაშვილის "შატორენარი", რომელმაც შინ დაამარცხა "ლა სეინი" - 22:18. კუთარაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 75-ე წუთზე შეცვალეს.

დავით კაჭარავას "როდეზმა" მეოთხე ტურში შინ მოულოდნელად წააგო აუტსაიდერთან, ირაკლი ნინიძის "რომანთან" - 12:28. სტუმართა გუნდისთვის მიმდინარე სეზონში ეს პირველი გამარჯვება იყო.

კაჭარავა თადარიგში იყო და თამაშში 44-ე წუთიდან ჩაერთო, ნინიძე განაცხადში ვერ მოხვდა.

B ჯგუფი
ბლანიაკი-ლავორი 16:17, ვალანსი-ბურგუენი 7:37, შატორენარი-ლა სეინი 22:18, როდეზი-რომანი 12:28, ობენა-აგდი 38:13.

სატურნირო მდგომარ
ეობა
1. ბურგუენი - 18 ქულა, 2. ვალანსი - 13, 3. ობენა - 10, 4. აგდი - 9, 5. შატორენარი - 9, 6. როდეზი - 8, 7. ლავორი - 8, 8. ლა სეინი - 7, 9. ბლანიაკი - 7, 10. რომანი - 6.

V ტური
ბურგუენი-ბლანიაკი, ლა სეინი-ვალანსი, რომანი-შატორენარი, აგდი-როდეზი, ლავორი-ობენა.

გაცილებით უკეთ გამოიყურებიან ქართველ მორაგბეთა გუნდები C ჯგუფში. აქ დაუმარცხებლად ასპარეზობს ბაჩუკი გუჯარაიძისა და შოთა ცხოვრებაშვილის "სენ ნაზერი", რომელიც ასევე უძლეველ "ტიროსთან" ერთად უდგას სათავეში სატურნირო ცხრილს.

სენნაზერელებმა შინ დიდი ანგარიშით სძლიეს "სენ ჟან დანჟელის" - 27:0. გუჯარაიძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა, ცხოვრებაშვილი განაცხადში არ იყო.

მეორე გამარჯვება მოიპოვა და 10 ქულით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა თედო ზიბზიბაძის "პერიგო", რომელმაც შინ დაამარცხა ნიკოლოზ მაღალდაძის "მარმანდი" - 30:10.

ზიბზიბაძემ, რომელმაც თავიდან ბოლომდე ითამაშა, 49-ე წუთზე ლელო მიითვალა. ასევე სრულად ითამაშა "მარმანდის" შემადგენლობაში მაღალდაძემაც.

C ჯგუფი
პერიგო-მარმანდი 30:10, ნიორი-აგეტმო 18:15, ლანჟონი-ტიროსი 18:24, სენ ნაზერი-სენ ჟან დანჟელი 27:0, სენ ჟან დე ლუზი-ვანი 39:3.

სატურნირო მდგომარეობა
1. სენ ნაზერი - 18 ქულა, 2. ტიროსი - 18, 3. პერიგო - 10, 4. სენ ჟან დე ლუზი - 10, 5. ლანჟონი - 9, 6. მარმანდი - 9, 7. ვანი - 9, 8. სენ ჟან დანჟელი - 6, 9. ნიორი - 5, 10. აგეტმო - 4.

V ტური
აგეტმო-პერიგო, ვანი-ნუარი, მარმანდი-ლანჟონი, ტიროსი-სენ ნაზერი, სენ ჟან დანჟელი-სენ ჟან დე ლუზი.

D ჯგუფში ქართველ მორაგბეთა ორი გუნდი ასპარეზობს და მე-4 ტურში ორივემ მარცხი განიცადა. მერაბ კვირიკაშვილისა და გიორგი მჭედლიშვილის "სენ ჟუნიენმა" სტუმრად დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით წააგო "ლურდთან" - 14:15.

კვირიკაშვილი თამაშში 41-ე წუთიდან ჩაერთო და ერთი საჯარიმო გაიტანა (3 ქულა), მჭედლიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 69-ე წუთზე შეცვალეს. სენჟუნიენელები ახლა ცხრა ქულით მე-5 ადგილზე არიან.

სიმონ მაისურაძისა და ლაშა მალაღურაძის "ბაგნერემ" სტუმრად წააგო "ლიმოჟთან" - 12:22 და ოთხი ქულით სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა.

მალაღურაძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა და გუნდს 12 ქულა მოუტანა (სამი საჯარიმო და ერთი არეკნი), მაისურაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 55-ე წუთზე შეცვალეს.

D ჯგუფი
ლიმოჟი-ბაგნერე 22:12, ლურდი-სენ ჟუნიენი 15:14, მონტობანი-კასტანე 35:12, სენ მედარი-ლანამეზანი 15:15, ოლორონი-ნევერი (ნევერი არ გამოცხადდა).

სატურნირო მდგომარეობა
1. მონტობანი - 19 ქულა, 2. ოლორონი - 14, 3. ლურდი - 12, 4. ნევერი - 9, 5. სენ ჟუნიენი - 9, 6. ლანამეზანი - 8, 7. ლიმოჟი - 7, 8. სენ მედარი - 6, 9. კასტანე - 5, 10. ბაგნერე - 4.

V ტური
ლანამეზანი-ოლორონი, სენ ჟუნიენი-ლიმოჟი, ნევერი-ლურდი, ბაგნერე-მონტობანი, კასტანე-სენ მედარი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული