A ჯგუფში შოთა მელიქიძისა და ავთანდილ კოპალიანის "მაკონმა" შინ წააგო უშუალო კონკურენტ "ბურგ ან ბრესთან" 16:18 და ლიდერობა დაკარგა. კოპალიანი ძირითად შემადგენლობაში იყო და 44-ე წუთზე მელიქიძემ შეცვალა. მაკონელებს ახლა 15 ქულა აქვთ და მესამე ადგილზე არიან.
ზერო პეტრიაშვილის "ვიენმა" კი პირიქით, სტუმრად დაამარცხა გიორგი სულუაშვილის "სტრასბური" მინიმალური სხვაობით - 17:16.
შედეგად, ვიენელები სატურნირო ცხრილში ოდნავ
"ვიენს" ერთი ქულით ჩამორჩება და მეხუთე ადგილზეა გიორგი ჯაშიტაშვილის "შალონი", რომელმაც შინ ასევე უმძიმეს ბრძოლაში მინიმალური სხვაობით დაამარცხა "ბობინი" - 36:35. ჯაშიტაშვილი განაცხადში არ იყო.
ელიზბარ ყუფარაძისა და რეზო გიგაურის "მონლუსონმა", რომელიც 7 ქულით ბოლოსწინა, მეცხრე ადგილზე იმყოფება, შინ ფრედ ითამაშა გიორგი გაბელიას "სენტ ეტიენთან" - 15:15. სტუმართა გუნდს ამ მატჩის შემდეგ ათი ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზეა.
A ჯგუფი
მაკონი-ბურგ ან ბრესი 16:18, შალონი-ბობინი 36:35, სტრასბური-ვიენი 16:17, მონლუსონი-სენტ ეტიენი 15:15, ლილი-დიჟონი 41:23.
სატურნირო მდგომარეობა
1. ლილი 18 ქულა, 2. ბურგ ან ბრესი - 18, 3. მაკონი - 15, 4. ვიენი - 13, 5. შალონი - 12, 6. დიჟონი - 12, 7. სენტ ეტიენი - 10, 8. ბობინი - 9, 9. მონლუსონი - 7, 10. სტრასბური - 1.
VI ტური
ბურგ ან ბრესი-შალონი, ბობინი-სტრასბური, სენტ ეტიენი-ვიენი, დიჟონი-მაკონი, მონლუსონი-ლილი
* * *
ბევრად უფრო რთული ვითარებაა ქართველ მორაგბეთა გუნდებისთვის B ჯგუფში. აქ ოთხი "ქართული გუნდი" ასპარეზობს და ოთხივე სატურნირო ცხრილის მეორე ნახევარში იმყოფება.
ყველაზე ცუდი მდგომარეობა აქვს დავით კაჭარავას "როდეზს", რომელიც ფედერალ 1 დივიზიონის დებიუტანტია. როდეზელებმა მეხუთე ტურში სტუმრად წააგეს მესამეადგილოსან "აგდისთან" საკმაოდ საინტერესო ბრძოლაში - 35:36.
კაჭარავა ძირითად შემადგენლობაში იყო და თავიდან ბოლომდე ითამაშა. "როდეზი" ახლა ცხრა ქულით მე-9 ადგილზეა.
როდეზელებს ერთი ქულით უსწრებს და მე-8 ადგილზეა გიორგი კუთარაშვილის "შატორენარი", რომელმაც სტუმრად წააგო ირაკლი ნინიძის "რომანთან" - 21:14. ამ უკანასკნელს შატორენარელთა მსგავსად 10 ქულა დაუგროვდა და მე-7 ადგილზეა.
სტუმრად "ლავორთან" წააგო 8:22 ბექა ურჯუკაშვილისა და თენგიზ გელანტიას "ობენამ", რის გამოც სატურნირო ცხრილში დაქვეითდა და ახლა 10 ქულით მეექვსე ადგილზეა.
B ჯგუფი
ბურგუენი-ბლანიაკი 51:13, ლა სეინი-ვალანსი 27:16, რომანი-შატორენარი 21:14, აგდი-როდეზი 36:35, ლავორი-ობენა 22:8.
სატურნირო მდგომარეობა
1. ბურგუენი - 23 ქულა, 2. ვალანსი - 13, 3. აგდი - 13, 4. ლავორი - 12, 5. ლა სეინი - 11, 6. ობენა - 10, 7. რომანი - 10, 8. შატორენარი - 10, 9. როდეზი - 9, 10. ბლანიაკი - 7.
VI ტური
ბლანიაკი-ლა სეინი, ვალანსი-რომანი, როდეზი-შატორენარი, ობენა-ბურგუენი, აგდი-ლავორი.
* * *
პირველი მარცხი იწვნია და ლიდერობა დაკარგა C ჯგუფში მოასპარეზე შოთა ცხოვრებაშვილისა და ბაჩუკი გუჯარაიძის "სენ ნაზერმა". ჩვენებურთა ეს გუნდი სტუმრად ვერას გახდა უშუალო ფავორიტ "ტიროსთან" - 3:13. გუჯარაიძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა, ცხოვრებაშვილი მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა. "სენ ნაზერი" ახლა 18 ქულით მეორე ადგილზეა და "ტიროსს" ოთხი ქულით ჩამორჩება.
თედო ზიბზიბაძის "პერიგომ" სტუმრად ფრე გაახერხა "აგეტმოსთან" - 18:18. საქართველოს ნაკრების შუამარბი ძირითად შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა. პერიგოელებმა ხუთი ტურის შემდეგ 12 ქულა დააგროვეს და მე-6 ადგილზე არიან.
თედო ზიბზიბაძის გუნდს ორ ქულით ჩამორჩება და მე-7 ადგილზეა ნიკოლოზ მაღალდაძის "მარმანდი", რომელმაც შინ წააგო ლანჟონისთან - 26:28. მაღალდაძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა.
C ჯგუფი
მარმანდი-ლანჟონი 26:28, სენ ჟან დანჟელი-სენ ჟან დე ლუზი 9:20, აგეტმო-პერიგო 18:18, ვანი-ნუარი 31:7, ტიროსი-სენ ნაზერი 13:3.
სატურნირო მდგომარეობა
1. ტიროსი - 22 ქულა, 2. სენ ნაზერი - 18, 3. სენ ჟან დე ლუზი - 14, 4. ვანი - 14, 5. ლანჟონი - 13, 6. პერიგო - 12, 7. მარმანდი - 10, 8. აგეტმო - 6, 9. სენ ჟან დანჟელი - 6, 10. ნუარი - 5.
VI ტური
პერიგო-ვანი, სენ ჟან დე ლუზი-ნუარი, ლანჟონი-აგეტმო, სენ ნაზერი-მარმანდი, სენ ჟან დანჟელი-ტიროსი.
* * *
D ჯგუფში ქართველ მორაგბეთა ორივე გუნდი დამარცხდა. მერაბ კვირიკაშვილისა და გიორგი მჭედლიშვილის "სენ ჟუნიენმა" შინ წააგო "ლიმოჟთან - 15:19. კვირიკაშვილმა, რომელმაც სრულად ითამაშა, ხუთი საჯარიმო გაიტანა (15 ქულა). ასევე თავიდან ბოლომდე ითამაშა შერკინების პირველხაზელმა გიორგი მჭედლიშვილმაც. "სენ ჟუნიენს" 10 ქულა დაუგროვდა და მე-8 ადგილზეა.
მას ოთხი ქულით ჩამორჩება და მე-9 საფეხური უკავია ლაშა მალაღურაძისა და სიმონ მაისურაძის "ბაგნერეს", რომელმაც ფრედ ითამაშა შინ გათამაშების ლიდერ "მონტობანთან" - 9:9. მალაღურაძემ, რომელმაც სრულად ითამაშა, სამი საჯარიმო გაიტანა; მაისურაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 63-ე წუთზე შეცვალეს.
D ჯგუფი
სენ ჟუნიენი-ლიმოჟი 15:19, ლანამეზანი-ოლორონი 13:6, ნევერი-ლურდი 34:7, ბაგნერე-მონტობანი 9:9, კასტანე-სენ მედარი 39:6.
სატურნირო მდგომარეობა
1. მონტობანი - 21 ქულა, 2. ოლორონი - 15, 3. ნევერი - 14, 4. ლანამეზანი - 12, 5. ლურდი - 12, 6. ლიმოჟი - 11, 7. კასტანე - 10, 8. სენ ჟუნიენი - 10, 9. ბაგნერე - 6, 10. სენ მედარი - 6.
VI ტური
ლურდი-ლანამეზანი, ლიმოჟი-ნევერი, სენ მედარი-ოლორონი, მონტობანი-სენ ჟუნიენი, კასტანე-ბაგნერე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"