ესენია "ტულუზი", "კლემრონი" და "ტულონი". სამივე მათგანს მეორე ტურში სტუმრად უწევთ თამაში.
A ჯგუფში ქართველ მორაგებთა გუნდებიდან დიმიტრი ბასილაიას შოტლანდიური "ედინბურგი" თამაშობს, რომელმაც პირველ ტურში შინ დიდი ანგარიშით წააგო "სარასენზთან".
ედინბურგელები ამჯერად სტუმრად ეთამაშებიან ირლანდიურ "მანსტერს", რომელმაც მხოლდ დაძაბულ ბძოლაში დათმო შეხევდა ფრანგულ "მეტრო რასინგთან".
ირლანდიურ კლუბთან "ედინბურგს" არაერთხელ უთამაშია "კელტთა ლიგაში", მაგრამ თუ ისევე იასპარეზეს, როგორც "სარასენზთან", წარმატების იოტისოდენა
B ჯგუფში ჯაბა ბრეგვაძისა და ვასილ კაკოვინის "ტულუზი" ფავორიტია. ჩვენებურთა გუნდმა პირველ ტურში შინ მოიგო ინგსურ "ლესტერთან".
ამჯერად კი გათამაშების აუტსაიდერ იტალიურ "ბენეტონს" სტუმრად დაუპირისპირდება. საშინაო არენაზე იტალიელები ბევრად უკეთესად ასპარეზობენ და გამორიცხული არ არის ფრანგული და ევროპული რაგბის გრანდს თავსატეხი შეუქმნას.
ბრეგვაძე და კაკოვინი ტრავმირებულნი არიან და არ ითამაშებენ.
ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრი" D ჯგუფში ასპარეზობს. კასტრელებმა პირველ ტურში სრულიად ლოგიკური მარცხი განიცადეს ჯგუფის ფავორიტთან, ირლანდიურ "ალსტერთან. ამჯერად კი შინ მიიღებენ ინგლისურ "ნორსჰემპთონს", რომელიც ასევე პლეი ოფში გასვლისთვის იბრძვის.
ფეიქრიშვილი, რომელმაც ტრავმა მოიშუშა, ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს.
E ჯგუფის ლიდერი დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონია", რომელმაც ტურნირი შთამბეჭდავი გამარჯვებით დაიწყო შინ უელსურ "ჰლანეჰლისთან".
მეორე ტურში "ვულკანები" სტუმრად ეთამაშებიან ინგლისურ "ექსეტერს" და გამარჯვების შემთხვევაში პლეი ოფისკენ ერთ დიდ ნაბიჟს გადადგამენ.
ამავე ჯგუფში ფავორიტია ირლანდიური "ლენსტერი", რომელიც "ჰლანეჰლის" სტუმრად ეთამაშება. ზირაქაშვილი ძირითად შემადგენლობაშია, კოლელიშვილი განაცხადში არ არის.
F ჯგუფში ქართველ მორაგბეთა ორი გუნდი ასპარეზობს, დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონმა", პირველ ტურში შინ მეორე "ქართული გუნდი" მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიე" დაამრცხა.
ტულონელებს ახლა ბევრად უფრო რთული ბარიერის დაძლევა მოუწევთ. მათი მეტოქე გასვლით მატჩში საკმაოდ ამბიციური, უელსური "კარდიფი" იქნება. ქუბრიაშვილი ძირითად შემადგენლობაშია, ჩილაჩავა და მიქაუტაძე განაცხადში არ არიან.
"მონპელიე" კი წლევანდელ გათამაშებაში პირველად ითამაშებს შინ. ამჯერად ჩვენებურთა გუნდის მეტოქე ინგლისური "სეილ შარქსი" იქნება, რომელმაც პირველ ტურში უმძიმეს ბრძოლაში მოუგო "კარდიფს".
გორგოძე ძირითად შემადგენლობაშია, ჟღენტი და ნარიაშვილი არ ითამაშებენ.
ჰაინეკენის თასი
II ტური
A ჯგუფი
სარასენზი-მეტრო რასინგი, მანსტერი-ედინბურგი
სატურნირო მდგომაეობა
1. სარასენზი - 5 ქულა, 2. მეტრო რასინგი - 4, 3. მანსტერი - 1, 4. ედინბურგი - 0.
B ჯგუფი
ბენეტონი-ტულუზი, ლესტერი-ოსფრიზი
სატურნირო მდგომარეობა
1. ოსფრიზი - 5 ქულა, 2. ტულუზი - 4, 3. ლესტერი - 0, 4. ბენეტონი - 0.
C ჯგუფი
ბიარიცი-ზებრე, ქონოთი-ჰარლიქვინზი
სატურნირო მდგომარეობა
1. ჰარლიქუინზი - 5 ქულა, 2. ქონოთი - 4, 3. ზებრე - 0, 4. ბიარიცი - 0.
D ჯგუფი
გლაზგო-ალსტერი, კასტრი-ნორსჰემპთონი
სატურნირო მდგომარეობა
1. ალსტერი - 5 ქულა, 2. ნორსჰემპთონი - 5, 3. გლაზგო - 0, 4. კასტრი - 0.
E ჯგუფი
ჰლანეჰლი-ლენსტერი, ექსეტერი-კლერმონი
სატურნირო მდგომარეობა
1. კლერმონი - 5 ქულა, 2. ლენსტერი - 4, 3. ექსეტერი - 1, 4. ჰლანეჰლი - 1.
F ჯგუფი
კარდიფი-ტულონი, მონპელიე-სეილ შარქსი
სატურნირო მდგომარეობა
1. ტულონი - 5 ქულა, 2. სეილ შარქსი - 4, 3. კარდიფი - 1, 4. მონპელიე - 0.
* * *
"ემლინ ჩელენჯ კაპის" გათამაშებაში ქართველ მორაგბეთა ორი გუნდი ასპარეზობს, "მონ დე მარსანი" და "სტად ფრანსე".
ამათგან თავის ჯგუფში პარიზული გუნდი ლიდერობს. ზურაბ ჟვანიამ და კომპანიამ, რომელიც E ჯგუფის ბინადარია, სტუმრად გაანადგურა ინგლისური "ლონდონ ველში" - 68:19 და ახლა შინ ეთამაშება ფრანგულ "გრენობლს". "ალპელებმა" თავის მხრივ შინ მოუგეს დიდი ანგარიშით იტალიურ "პრატოს". ჟვანია ძირითად შემადგენლობაშია.
გაცილებით რთულ მდგომარეობაშია თამაზ მჭედლიძის "მონ დე მარსანი", რომელმაც პირველ ტურში შინ წააგო ინგლისურ "გლოეტეთან" და ახლა სტუმრად დაუპირისპირდება ასევე ინგლსურ "ლონდონ აირიშს". მჭედლიძე განაცხადში არ არის.
ჩელენჯ კაპი
A ჯგუფი
გლოსტერი-ბორდო 25:13, ლონდონ აირიში-მონ დე მარსანი
სატურნირო მდგომარეობა
1. გლოსტერი - 9 ქულა, 2. ლონდონ აირიში - 5, 3. მონ დე მარსანი - 1, 4. ბორდო - 0.
B ჯგუფი
ვორსტერი-როვიგო, პერპინიანი-გერნიკა
სატურნირო მდგომარეობა
1. ვორსტერი - 5 ქულა, 2. პერპინიანი - 5, 3. როვიგო - 0, 4. გერნიკა - 0.
C ჯგუფი
ნიუპორტი-ბაიონი, მოლიანო-ვოსფსი
სატურნირო მდგომარეობა
1. ბაიონი - 5 ქულა, 2. ვოსფსი - 5, 3. ნიუპორტი - 0, 4. მოლიანო - 0.
D ჯგუფი
აჟენი-ბასი 22:27, ბუქარესტი-კალვიზანო
სატურნირო მდგომარეობა
1. ბასი - 10 ქულა, 2. აჟენი - 6, 3. კალვიზანო - 2, 4. ბუქარესტი - 0.
E ჯგუფი
პრატო-ლონდონ ველში, სტად ფრანსე-გრენობლი
სატურნირო მდგომარეობა
1. გრენობლი - 5 ქულა, 2. სტად ფრანსე - 5, 3. ლონდონ ველში - 0, 4. პრატო - 0.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"