გამოიკვეთა ის გუნდები, რომლებიც, სავარაუდოდ, პლეი ოფში გასვლისთვის იბრძოლებენ.
ჰაინეკენის თასი
ყველაზე პრესტიჟულ "ჰაინეკენის თასზე" ქართველ მორაგბეთა ექვსი გუნდიდან წარმატებით ოთხი ასპარეზობს და მეორე ეტაპზე გასვლის შანსი აქვს. ესენია: "ტულონი", "ტულუზი", "კლერმონი" და "მონპელიე".
A ჯგუფი
სარასენზი-მეტრო რასინგი 30:13
მანსტერი-ედინბურგი 33:0
A ჯგუფში საქართველოს ნაკრების მესამეხაზელის, დიმიტრი ბასილაიას "ედინბურგმა" სტუმრად ითამაშა ჯგუფის ერთ-ერთ ფავორიტთან, ირლანდიურ "მანსტერთან" და მშრალი ანგარიშით, 0:33 დამარცხდა.
ედინბურგელებმა მეტოქეს მეტ-ნაკლები წინააღმდეგობა პირველ ტაიმში გაუწიეს და პირველი ნახევარი მხოლოდ 6 ქულით
შესვენების შემდეგ მასპინძლებმა დიდი სათამაშო უპირატესობის მოპოვება შეძლეს და ოთხი ლელო გაიტანეს.
ბასილაია სათადარიგოთა შორის იყო და თამაშში 51-ე წუთიდან ჩაერთო.
ამავე ჯგუფში ლიდერმა, ინგლისურმა "სარასენზმა" შინ დაამარცხა ფრანგული "მეტრო რასინგი" - 30:13.
სატურნირო მდგომარეობა
1. სარასენზი - 9 ქულა, 2. მანსტერი - 6, 3. მეტრო რასინგი - 4, 4. ედინბურგი - 0.
III ტური
მანსტერი-სარასენზი, მეტრო რასინგი-ედინბურგი.
B ჯგუფი
ბენეტონი-ტულუზი 21:33
ლესტერი-ოსფრიზი 39:22
B ჯგუფს ორი თამაშიდან ორი მოგებით ჯაბა ბრეგვაძისა და ვასილ კაკოვინის "ტულუზი" ლიდერობს. ფრანგული რაგბის გრანდმა მეორე ტურში სტუმრად დაამარცხა იტალიური "ბენეტონი" - 33:21.
თამაში დაძაბულ, უშეღავათო ბრძოლაში წარიმართა. მატჩის არბიტრმა ორივე გუნდის ორ-ორი მორაგბე გაასინბინა, შერკინების კვაჭ კრისტოფერ ტოლოფუას კი წითელი ბარათი უჩვენა.
აღსანიშნავია, რომ იტალიურმა გუნდმა პირველი ტაიმი 18:9 მოიგო. შესვენების შემდეგ კი ტულუზელები მთელი სიმძლავრით ამოქმედდნენ და მეტოქეს სამი ლელო გაუტანეს.
ბრეგვაძე და კაკოვინი ტრავმირებულნი არიან.
ამავე ჯგუფში ინგლისურმა "ლესტერ ტაიგერზმა" შინ დაამარცხა უელსური "ოსფრიზი" - 39:22.
პირველი გამარჯვება მოიპოვა მიმდინარე გათამაშებაში ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრმა". ჩვენებურის გუნდმა შინ მოუგო ინგლისურ "ნორსჰემპთონს" - 21:16.
კასტრელები მატჩის დასაწყისიდანვე უპრატესობას დაეუფლნენ და მეტოქისთვის ანგარიშში დაწინაურების შანსი ერთხელაც არ მიუციათ.
ფეიქრიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 53-ე წუთზე შეცვალეს.
ამავე ჯგუფში გათამაშების ლიდერმა, ირლანდიურმა "ალსტერმა" სტუმრად დაამარცხა შოტლანდიური "გლაზგო" - 19:8.
სატურნირო მდგომარეობა
1. ტულუზი - 8 ქულა, 2. ოსფრიზი - 5, 3. ლესტერი - 5, 4. ბენეტონი - 0.
III ტური
ტულუზი-ოსფრიზი, ლესტერი-ბენეტონი.
E ჯგუფი
ჰლანეჰლი-ლენსტერი 13:20
ექსეტერი-კლერმონი 12:46
E ჯგუფის ლიდერია დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონი", რომელმაც მეორე ტურშიც შესანიშნავად ითამაშა. "ვულკანებმა" სტუმრად ინგლისურ "ექსეტერს" ექვსი ლელო გაუტანეს და დიდი ანგარიშით 46:12 მოუგეს.
არადა, მატჩის პირველი ნახევარი მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა - 12:10. მეორე ტაიმში კლერმონელებმა დაცვაში ზედმიწევნით ყურადღებით ითამაშეს და მეტოქეს მონაგრის გაზრდის საშუალება არ მისცეს.
ზირაქაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 62-ე წუთზე შეცვალეს, კოლელიშვილს არ უთამაშია.
ამავე ჯგუფში კიდევ ერთმა ფავორიტმა, ირლანდიურმა "ლენსტერმა" სტუმრად დაამარცხა უელსური "ჰლანეჰლი" - 20:13.
სატურნირო მდგომარეობა
1. კლერმონი - 10 ქულა, 2. ლენსტერი - 8, 3. ექსეტერი - 1, 4. ჰლანეჰლი - 1.
III ტური
ჰლანეჰლი-ექსეტერი, კლერმონი-ლენსტერი.
F ჯგუფი
კარდიფი-ტულონი 14:22
მონპელიე-სეილ შარქსი 33:18.
F ჯგუფში სატურნირო ცხრილის პირველი ორი საფეხური ქართველ მორაგბეთა კლუბებს, "ტულონსა" და "მონპელიეს" უკავიათ.
დავით ქუბრიაშვილის, კონსტანტინე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას "ტულონმა" ზედიზედ ორი შეხვედრა მოიგო. ჩვენებურთა ამ გუნდმა სტუმრად დაამარცხა უელსური "კარდიფი" - 22:14.
ისევე, როგორც ზემონახსენებ მატჩებში, ამ შეხვედრაშიც პირველი ტაიმი მასპინძლებმა მოიგეს - 8:6. თუმცა საბოლოოდ გამარჯვება მაინც ფავორიტს დარჩა.
ქუბრიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 51-ე წუთზე შეცვალეს, ჩილაჩავა და მიქაუტაძე განაცხადში არ იყვნენ.
მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიემ" კი შინ დაამარცხა ინგლისური "სეილ შარქსი" - 33:18 და ახლა 4 ქულით მეორე ადგილზეა.
გორგოძემ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და 49-ე წუთზე შეცვალეს, ნარიაშვილი ტრავმირებულია, ჟღენტი განაცხადში არ იყო.
სატურნირო მდგომარეობა
1. ტულონი - 9 ქულა, 2. მონპელიე - 4, 3. სეილ შარქსი - 4, 4. კარდიფი - 1.
III ტური
სეილ შარქსი-ტულონი, კარდიფი-მონპელიე.
C ჯგუფი
ბიარიცი-ზებრე 38:17
ქონოთი-ჰარლიქვინზი 22:30.
სატურნირო მდგომარეობა
1. ჰარლიქვინზი - 9 ქულა, 2. ბიარიცი - 5, 3. ქონოთი - 4, 4. ზებრე - 0.
III ტური
ქონოთი-ბიარიცი, ზებრე-ჰარლიქვინზი.
D ჯგუფი
გლაზგო-ალსტერი 8:19
კასტრი-ნორსჰემპთონი 21:16
სატურნირო მდგომარეობა
1. ალსტერი - 9 ქულა, 2. ნორსჰემპთონი - 6, 3. კასტრი - 4, 4. გლაზგო - 0.
III ტური
გლაზგო-კასტრი, ნორსჰემპთონი-ალსტერი.
"ემლინ ჩელენჯ კაპი"
"ემლინ ჩელენჯ კაპის" გათამაშებაში მოასპარეზე "ორი ქართული" გუნდიდან წარმატებით მხოლოდ ერთი, ზურაბ ჟვანიას "სტად ფრანსე" ასპარეზობს. პარიზელებმა ორი თამაშიდან ორივე მოიგეს და E ჯგუფს ცხრა ქულით ლიდერობს.
მეორე ტურში "სტად ფრანსემ" ფრანგულ "გრენობლს" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 28:25 მოუგო.
ჟვანია ძირითად შემადგენლობაში იყო და 56-ე წუთზე შეცვალეს.
ამავე ჯგუფში იტალიურმა "პრატომ" შინ წააგო ინგლისურ "ლონდონ ველშთან" - 31:32.
ორი მატჩიდან ორივე წააგო A ჯგუფში მოასპარეზე თამაზ მჭედლიძის "მონ დე მარსანმა". მეორე ტურში ჩვენებურის გუნდმა სტუმრად დიდი ანგარიშით დათმო ინგლისურ "ლონდონ აირიშთან" - 26:69.
ამავე ჯგუფში ინგლისურმა "გლოსტერმა" შინ დაამარცხა ფრანგული "ბორდო" - 25:13.
A ჯგუფი
გლოსტერი-ბორდო 25:13
ლონდონ აირიში-მონ დე მარსანი 69:26
სატურნირო მდგომარეობა
1. ლონდონ აირიში - 10 ქულა, 2. გლოსტერი - 9, 3. მონ დე მარსანი - 1, 4. ბორდო - 0.
III ტური
ბორდო-მონ დე მარსანი, ლონდონ აირიში-გლოსტერი
B ჯგუფი
ვორსტერი-როვიგო 90:3
პერპინიანი-გერნიკა 90:12
სატურნირო მდგომარეობა
1. ვორსტერი - 10 ქულა, 2. პერპინიანი - 10, 3. როვიგო - 0, 4. გერნიკა - 0.
III ტური
ვორსტერი-პერპინიანი, გერნიკა-როვიგო.
C ჯგუფი
ნიუპორტი-ბაიონი 19:22
მოლიანო-ვოსფსი 12:59
სატურნირო მდგომარეობა
1. ვოსფსი - 10 ქულა, 2. ბაიონი - 9, 3. ნიუპორტი - 1, 4. მოლიანო - 0.
III ტური
მოლიანო-ნიუპორტი, ბაიონი-ვოსფსი.
D ჯგუფი
აჟენი-ბასი 22:27
ბუქარესტი-კალვოზანო 42:27
სატურნირო მდგომარეობა
1. ბასი - 10 ქულა, 2. აჟენი - 6, 3. ბუქარესტი - 5, 4. კალვიზანო - 2.
III ტური
ბუქარესტი-აჟენი, ბასი-კალვიზანო.
E ჯგუფი
პრატო-ლონდონ ველში 31:32
სტად ფრანსე-გრენობლი 28:25.
სატურნირო მდგომარეობა
1. სტად ფრანსე - 9 ქულა, 2. გრენობლი - 6, 3. ლონდონ ველში - 4, 4. პრატო - 2.
III ტური
გრენობლი-ლონდონ ველში, პრატო-სტად ფრანსე.
საფრანგეთი. ელიტური, მეორე დივიზიონი
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, მეორე დივიზიონში მერვე ტურის მატჩების შემდეგ პლეი ოფში გასვლისთვის ქართველ მორაგბეთა ხუთი გუნდი იბრძვის. ესენია: "ლიონი", "ბრივი", "ორიაკი", "ალბი" და "ტარბი".
გურამ კავთიძის "ლიონმა", რომელიც 26 ქულით მეორე ადგილზეა, გალიდერების შანსი დაკარგა. ჩვენებურის გუნდმა სტუმრად წააგო "ოშთან" - 10:13. კავთიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 47-ე წუთზე შეცვალეს.
ლიონელებს ერთი ქულით ჩამორჩება და მესამე ადგილზეა ლევან დათუნაშვილის, კარლენ ასეიშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის "ორიაკი", რომელმაც შინ დაამარცხა აუტსაიდერი "ექსი" - 17:10.
ასეიშვილი თამაშში 49-ე წუთიდან ჩაერთო, დათუნაშვილი მატჩის დასრულებამდე ორი წუთით ადრე შეცვალეს, ნაცარაშვილი განაცხადში არ იყო.
დავით ხინჩაგიშვილის, ირაკლი ნატრიაშვილისა და გოდერძი შველიძის "ბრივი" 24 ქულით მე-4 ადგილზეა. ბრიველებმა სტუმრად უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს უშუალო კონკურენტთან, გიორგი ჩხაიძის, გიორგი ნემსაძის, ირაკლი მირცხულავასა და დავით დადუნაშვილის "ტარბთან" დაპირისპირებაში - 26:15.
ნემსაძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა, ხინჩაგიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 47-ე წუთზე შველიძემ შეცვალა. ნატრიაშვილს, ჩხაიძეს, მირცხულავასა და დადუნაშვილს არ უთამაშიათ.
21 ქულა აქვს და მეშვიდე ადგილზეა ვახტანგ მაისურაძის, ალექსანდრე თოდუას, ვახტანგ ახობაძის, კახაბერ კობერიძისა და გიორგი თეთრაშვილის "ალბი", რომელმაც სტუმრად წააგო ბექა შეყლაშვილის "ბეზიესთან" - 13:25.
კობერიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 48-ე წუთზე შეცვალეს. მასთან ერთად მოედანი დატოვა მაისურაძემაც, რომელიც 38-ე წუთზე გაასინბინეს. ძირითად შემადგენლობაში იყო შეყლაშვილიც, რომელიც 78-ე წუთზე შეცვალეს. თოდუას, ახობაძეს და თეთრაშვილს არ უთამაშიათ.
დავით აშვეთიასა და შალვა სუთიაშვილის "მასიმ" შინ წააგო გათამაშების ლიდერ "ოიონაქსთან" - 16:29. აშვეთიამ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და 68-ე წუთზე შეცვალეს, სუთიაშვილი მოედანზე 45-ე წუთიდან გამოჩნდა.
ტარიელ რატიანიძის "დაქსმა", რომელიც აუტსაიდერია, შინ დაამარცხა "პო" - 15:9. რატიანიძემ სრულად ითამაშა და 58-ე წუთზე არბიტრმა სინბინში გაუშვა.
VIII ტური
ორიაკი-ლა როშელი 17:10
ბეზიე-ალბი 25:13
დაქსი-პო 15:9
კოლომიე-ექსი 28:9
ტარბი-ბრივი 15:26
ნარბონი-კარკასონი 28:13
მასი-ოიონაქსი 16:29
ოში-ლიონი 13:10
სატურნირო მდგომარეობა
1. ოიონაქსი - 31 ქულა, 2. ლიონი - 26, 3. ორიაკი - 25, 4. ბრივი - 24, 5. პო - 23, 6. ოში - 22, 7. ალბი - 21, 8. ლა როშელი - 20, 9. ტარბი - 20, 10. კარკასონი - 17, 11. კოლომიე - 15, 12. ნარბონი - 14, 13. ბეზიე - 14, 14. დაქსი - 11, 15. მასი - 9, 16. ექსი - 8.
IX ტური
ბრივი-პო, ნარბონი-ექსი, ლა როშელი-ბეზიე, ლიონი-კოლომიე, ალბი-ოში, კარკასონი-დაქსი, მასი-ტარბი, ოიონაქსი-ორიაკი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"