ლეგიონერები: თედო ზიბზიბაძის კინკილა ლელო, ლაშა მალაღურაძის ექვსი ქულა

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ფედერალ 1 დივიზიონში მეექვსე ტურის შეხვედრები გაიმართა. ქართველ მორაგბეთა გუნდებიდან სატურნირო ცხრილის სათავეში აღარავინაა, თუმცა პლეი ოფში გასვლის შანსს "შვიდი ქართული" გუნდი ინარჩუნებს.

A ჯგუფში მე-6 ტურის შემდეგ შოთა მელიქიძისა და ავთანდილ კოპალიანის "მაკონი" 19 ქულით მესამე ადგილზეა და ლიდერ "ბურგ ან ბრესს" ოთხი ქულით ჩამორჩება. ჩვენებურთა გუნდმა სტუმრად შეძლო "დიჟონის" დამარცხება - 20:15.

მაკონელებს ორი ქულით ჩამორჩება და მეოთხე ადგილზეა ზერო პეტრიაშვილის "ვიენი", რომელმაც სტუმრად მოუგო უმძიმეს მატჩში გიორგი გაბელიას "სენტ ეტიენს" - 16:15. პეტრიაშვილი განაცხადში
არ იყო, გაბელიამ თავიდან ბოლომდე ითამაშა. "სენტ ეტიენს" 11 ქულა დაუგროვდა და XI ადგილზეა.

სენტეტიენელებს ერთი ქულით უსწრებს და მეშვიდე საფეხური უჭირავს გიორგი ჯაშიტაშვილის "შალონს", რომელმაც სტუმრად დიდი ანგარიშით წააგო გათამაშების ლიდერ "ბურგ ან ბრესთან" - 0:37. ჯაშიტაშვილი განაცხადში არ იყო.

შვიდი ქულით ბოლოსწინა, მეცხრე ადგილზეა ელიზბარ ყუფარაძისა და რეზო გიგაურის "მონლუსონი", რომელმაც შინ წააგო მეორეადგილოსან "ლილთან" - 9:25. ყუფარაძემ და გიგაურმა ძირითად შემადგენლობაში ითამაშეს.

ჯგუფის აუტსაიდერი კი გიორგი სულუაშვილის "სტრასბურია", რომელმაც ექვს მატჩში მხოლოდ ერთი ქულის მოპოვება მოახერხა. სტრასბურელებმა ამჯერად სტუმრად წააგეს "ბობინისთან" - 10:22. სულუაშვილი განაცხადში არ იყო.

A ჯგუფი
ბურგ ან ბრესი-შალონი - 37:0, ბობინი-სტრასბური - 22:10, სენტ ეტიენი-ვიენი - 15:16, დიჟონი-მაკონი - 15:20, მონლუსონი-ლილი - 9:25
სატურნირო მდგომარეობა
1. ბურგ ან ბრესი - 23 ქულა, 2. ლილი - 22, 3. მაკონი - 19, 4. ვიენი - 17, 5. ბობინი - 13, 6. დიჟონი - 13, 7. შალონი - 12, 8. სენტ ეტიენი - 11, 9. მონლუსონი - 7, 10. სტრასბური - 1.

VII ტური
სტრასბური-ბურგ ან ბრესი, ვიენი-ბობინი, შალონი-დიჟონი, მაკონი-მონლუსონი, ლილი-სენტ ეტიენი.

* * *

B ჯგუფში პლეი ოფში მოხვედრის შანსს ქართველ მორაგბეთა ოთხივე გუნდი ინარჩუნებს, მათ შორის გიორგი კუთარაშვილის "შატორენარიც", რომელიც ათი ქულით ბოლო ადგილზეა და საპლეიოფო ზონაში მეოთხე ადგილზე მყოფ დავით კაჭარავას "როდეზს" ოთხი ქულით ჩამორჩება.

მეექვსე ტურში ერთმანეთის პირისპირ სწორედ ეს გუნდები დადგნენ. როდეზელებმა, რომლებიც გათამაშების დებიუტანტები არიან, საკუთარ მოედანზე მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს და დამაჯერებლად დაამარცხეს - 42:13.

ბექა ურჯუკაშვილისა და თენგიზ გელანტიას "ობენამ", რომელიც 12 ქულით მეექვსე ადგილზეა, პირველი ქულები დააკარგვინა გათამაშების ლიდერ "ბურგუენს". ობენელებმა შინ ფრეს მიაღწიეს - 24:24.

ურჯუკაშვილმა თავიდან ბოლომდე ითამაშა, გელანტია განაცხადში არ იყო.

ირაკლი ნინიძის "რომანმა" სტუმრად წააგო მეორეადგილოსან "ვალანსთან" - 24:28. რომანელებს ახლა 11 ქულა აქვთ და მე-8 ადგილზე არიან.

B ჯგუფი
ბლანიაკი-ლა სეინი - 35:28, ვალანსი-რომანი - 28:24, როდეზი-შატორენარი - 42:13, ობენა-ბურგუენი - 24:24, აგდი-ლავორი - 11:6.
სატურნირო მდგომარეობა
1. ბურგუენი - 25 ქულა, 2. ვალანსი - 17, 3. აგდი - 17, 4. როდეზი - 14, 5. ლავორი - 13, 6. ობენა - 12, 7. ლა სეინი - 12, 8. რომანი - 11, 9. ბლანიაკი - 11, 10. შატორენარი - 10.

VII ტური
რომანი-ბლანიაკი, შატორენარი-ვალანსი, ლა სეინი-ობენა, ბურგუენი-აგდი, ლავორი-როდეზი.

* * *

C ჯგუფში მოასპარეზე ქართველ მორაგბეთა სამი გუნდიდან მხოლოდ ერთმა, თედო ზიბზიბაძის "პერიგომ" ითამაშა, ხოლო ბაჩუკი გუჯარაიძისა და შოთა ცხოვრებაშვილის "სენ ნაზერის" მატჩი ნიკოლოზ მაღალდაძის "მარმანდთან" გადაიდო.

პერიგოელებმა კი საკუთარ მოედანზე დიდი ანგარიშით დაამარცხეს "ვანი" - 43:15. ზიბზიბაძემ 72-ე წუთზე ლელო გაიტანა და სამი წუთის შემდეგ შეცვალეს. "პერიგო" 17 ქულით მეოთხე ადგილზეა.

"სენ ნაზერს" 18 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-2 საფეხური უჭირავს, "მარმანდი" კი ათი ქულით მეშვიდეა.

C ჯგუფი
ლანჟონი-აგეტმო - 26:26, პერიგო-ვანი - 43:15, სენ ჟან დე ლუზი-ნუარი - 29:3, სენ ჟან დანჟელი-ტიროსი (გადაიდო), სენ ნაზერი-მარმანდი (გადაიდო).
სატურნირო მდგომარეობა
1. ტიროსი - 22 ქულა, 2. სენ ნაზერი - 18, 3. სენ ჟან დე ლუზი - 18, 4. პერიგო - 17, 5. ლანჟონი - 15, 6. ვანი - 14, 7. მარმანდი - 10, 8. აგეტმო - 8, 9. სენ ჟან დანჟელი - 6, 10. ნუარი - 5.

VII ტური
ნუარი-პერიგო, ვანი-ლანჟონი, აგეტმო-სენ ნაზერი, მარმანდი-სენ ჟან დანჟელი, ტიროსი-სენ ჟან დე ლუზი.

* * *

D ჯგუფში მოასპარეზე ქართველ მორაგბეთა ორივე გუნდმა წააგო. მერაბ კვირიკაშვილისა და გიორგი მჭედლიშვილის "სენ ჟუნიენი" სტუმრად ვერას გახდა გათამაშების ლიდერ "მონტობანთან" - 0:34. კვირიკაშვილმა სრულად ითამაშა, მჭედლიშვილი მოედანზე 32-ე წუთიდან გამოჩნდა.

ლაშა მალაღურაძისა და სიმონ მაისურაძის "ბაგნერემ" ასევე სტუმრად წააგო დაძაბულ ბრძოლაში "კასტანესთან" - 21:23. მალაღურაძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა და ორი საჯარიმო გაიტანა (ექვსი ქულა). მაისურაძეს არ უთამაშია.

D ჯგუფი

მონტობანი-სენ ჟუნიენი - 34:0, ლურდი-ლანამეზანი - 24:19, ლიმოჟი-ნევერი - 22:15, სენ მედარი-ოლორონი - 19:18, კასტანე-ბაგნერე - 23:21.
სატურნირო მდგომარეობა
1. მონტობანი - 26 ქულა, 2. ოლორონი - 16, 3. ლურდი - 16, 4. ნევერი - 15, 5. ლიმოჟი - 15, 6. კასტანე - 14, 7. ლანამეზანი - 13, 8. სენ ჟუნიენი - 10, 9. სენ მედარი - 10, 10. ბაგნერე - 7.

VII ტური
ლანამეზანი-ლიმოჟი, ნევერი-მონტობანი, ოლორონი-ლურდი, სენ ჟუნიენი-კასტანე, ბაგნერე-სენ მედარი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული