ჩვენებურთა გუნდებიდან საუკეთესო მაჩვენებელი გურამ კავთიძის "ლიონს" აქვს, რომელიც 31 ქულით მეორე ადგილზეა. ლიონელებმა მეათე ტურში სტუმრად წააგეს ლევან დათუნაშვილის, კარლენ ასეიშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის "ორიაკთან" - 16:19. მასპინძლებმა პირველი ტაიმი დათმეს და მატჩში გარდატეხის შეტანა თამაშის დასკვნით 15 წუთში შეძლეს.
დათუნაშვილმა თავიდან ბოლომდე ითამაშა, ასეიშვილი თამაშში 52-ე წუთიდან ჩაერთო, ნაცარაშვილი მოედანზე ოცი წუთის შემდეგ გამოჩნდა, კავთიძე
საპლეიოფო ხუთეულშია გიორგი ჩხაიძის, გიორგი ნემსაძის, ირაკლი მირცხულავასა და დავით დადუნაშვილის "ტარბი", რომელმაც შინ გაანადგურა ბექა შეყლაშვილის "ბეზიე" 53:13. ტარბელებმა მეტოქეს შვიდი ლელო გაუტანეს. აქედან ერთი ნემსაძის ანგარიშზეა, რომელმაც მატჩში სრულად ითამაშა.
შეხვედრა, მიუხედავად ანგარიშში ასეთი სხვაობისა, საკმაოდ დაძაბული და უხეში გამოდგა. მატჩის არბიტრმა ოთხი მორაგბე გაასინბინა. დადუნაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 51-ე წუთზე შეცვალეს; იმავდროულად თამაშში ჩაერთო მირცხულავა; შეყლაშვილმა მოედანი ცხრა წუთის შემდეგ დატოვა; ჩხაიძე ტრავმირებულია და არ უთამაშია.
როგორც უკვე ვთქვით, "ტარბი" 29 ქულით მე-5 ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ ამდენივე ქულა კიდევ ორ ქართულ გუნდს აქვს, "ორიაკს" და დავით ხინჩაგიშვილის, ირაკლი ნატრიაშვილისა და გოდერძი შველიძის "ბრივს".
ჩვენებურთა ამ გუნდმა სტუმრად მოულოდნელად წააგო ერთ-ერთ აუტსაიდერთან, ტარიელ რატიანიძის "დაქსთან" - 20:21.
შველიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 41-ე წუთზე ხინჩაგიშვილმა შეცვალა, ნატრიაშვილი თამაშში ოცი წუთით ადე ჩაერთო, რატიანიძე 54-ე წუთზე შეცვალეს.
26 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა ალექსანდრე თოდუას, კახაბერ კობერიძის, გიორგი მაისურაძის, ვახტანგ ახობაძისა და გიორგი თეთრაშვილის "ალბი". ჩვენებურთა ამ გუნდმა მინიმალური სხვაობით წააგო სტუმრად "კარკასონთან" - 21:22.
თოდუამ სრულად ითამაშა, მაისურაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 23-ე წუთზე შეცვალეს, კობერიძემ მასზე 26 წუთით მეტი ითამაშა, ახობაძე და თეთრაშვილი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში იყვნენ გამოძახებულნი.
შალვა სუთიაშვილისა და დავით აშვეთიას "მასი" 10 ქულით ბოლო ადგილზეა. პარიზელებმა მე-10 ტურში სტუმრად წააგეს "პოსთან" - 8:37. აშვეთია ძირითად შემადგენლობაში იყო და 51-ე წუთზე შეცვალეს, სუთიაშვილმა 11 წუთით მეტი ითამაშა.
II დივიზიონი
X ტური
ექსი-ლა როშელი 9:28, დაქსი-ბრივი 21:20, ტარბი-ბეზიე 53:13, პო-მასი 37:8, კარკასონი-ალბი 22:21, ოიონაქსი-ნარბონი 40:13, კოლომიე-ოში 9:3, ორიაკი-ლიონი 19:16.
სატურნირო მდგომარეობა
1. ოიონაქსი - 40 ქულა, 2. ლიონი - 31, 3. ლა როშელი - 29, 4. პო - 29, 5. ტარბი - 29, 6. ორიაკი - 29, 7. ბრივი - 29, 8. ალბი - 26, 9. კარკასონი - 25, 10. ოში - 24, 11. კოლომიე - 19, 12. დაქსი - 16, 13. ნარბონი - 15, 14. ბეზიე - 14, 15. ექსი - 12, 16. მასი - 10.
XI ტური
ბრივი-კოლომიე, ოში-ტარბი, მასი-ლა როშელი, ექსი-დაქსი, ბეზიე-კარკასონი, ნარბონი-ალბი, ლიონი-ოიონაქსი, პო-ორიაკი.
* * *
"კელტთა ლიგაში" დიმიტრი ბასილაიას "ედინბურგმა" სტუმრად წააგო გათამაშების ლიდერ ირლანდიურ "ალსტერთან" - 20:45 და ახლა 13 ქულით მეცხრე ადგილზეა. ბასილაია ტრავმირებულია და არ უთამაშია.
კელტთა ლიგა
VIII ტური
კარდიფი-მანსტერი 18:24, ალსტერი-ედინბურგი 45:20, გლაზგო-ნიუპორტი 37:6, ქონოთი-ბენეტონი 18:3, ჰლანეჰლი-ზებრე 22:13, ოსფრიზი-ლენსტერი 19:10.
სატურნირო მდგომარეობა
1. ალსტერი - 31 ქულა, 2. ჰლანეჰლი - 29, 3. გლაზგო - 27, 4. მანსტერი - 23, 5. ოსფრიზი - 23, 6. ლენსტერი - 22, 7. კარდიფი - 15, 8. ქონოთი - 14, 9. ედინბურგი - 13, 10. ბენეტონი - 13, 11. ნიუპორტი - 9, 12. ზებრე - 1.
IX ტური
ბენეტონი-ალსტერი, ნიუპორტი-ქონოთი, ედინბურგი-ოსფრიზი, გლაზგო-ლენსტერი, ზებრე-კარდიფი, მანსტერი-ჰლანეჰლი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"