სიმონ მა­ი­სუ­რა­ძის პირ­ვე­ლი ლე­ლო და მერაბ კვირიკაშვილის 13 ქუ­ლა

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ფედერალ 1 დივიზიონში მე-11 ტურის შეხვედრები გაიმართა.

ამ დროისთვის პლეი ოფში თამაშის უფლების მოპოვების შანსს ქართველ მორაგბეთა შვიდი გუნდი ინარჩუნებს, ესენია: "მაკონი", "ვიენი", "მონლუსონი", "რომანი", "ობენა", "სენ ნაზერი" და "პერიგო".

A ჯგუფ­ში პლეი ოფ­ში თა­მა­შის­თ­ვის ქარ­თ­ველ მო­რა­გბ­ეთა სა­მი გუნ­დი იბ­რ­ძ­ვის. საგ­ზუ­რი კი მხო­ლოდ ორია დარ­ჩე­ნი­ლი, რად­გან ჯგუ­ფის ლი­დე­რე­ბი "ბურგ ან ბრე­სი" და "ლი­ლი" იმ­დე­ნად უს­წ­რე­ბენ და­ნარ­ჩე­ნებს, რომ ძნე­ლად სა­ვა­რა­უ­დოა, დარ­ჩე­ნილ ტუ­რებ­ში რა­მე დათ­მონ.

"ქარ­თუ­ლი გუნ­დე­ბი­დან" სა­უ­კე­თე­სო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ამ ჯგუფ­ში ავ­თან­დილ კო­პა­ლი­ა­ნი­სა და შო­თა მე­ლი­ქი­ძის "მა­კონს" აქვს, რო­მელ­მაც
33 ქუ­ლა და­აგ­რო­ვა და ახ­ლა სა­ტურ­ნი­რო ცხრილ­ში მე­სა­მე ად­გილ­ზეა. მა­კო­ნე­ლებ­მა მე-11 ტურ­ში შინ და­ა­მარ­ცხეს აუტ­სა­ი­დე­რი გი­ორ­გი სუ­ლუ­აშ­ვი­ლის "სტრას­ბუ­რი" - 48:7.

სუ­ლუ­აშ­ვი­ლი ძი­რი­თად შე­მად­გენ­ლო­ბა­ში იყო და 46-ე წუთ­ზე შეც­ვა­ლეს, მე­ლი­ქი­ძე მო­ე­დან­ზე ოთხი წუ­თის შემ­დეგ გა­მოჩ­ნ­და, კო­პა­ლი­ა­ნი გა­ნაცხად­ში არ იყო.

"მა­კონს" ექ­ვ­სი ქუ­ლით ჩა­მორ­ჩე­ბა და მე-4 ად­გილ­ზეა ზე­რო პეტ­რი­აშ­ვი­ლის "ვი­ე­ნი", რო­მელ­მაც სტუმ­რად წა­ა­გო მე­ო­რე­ად­გი­ლო­სან "ლილ­თან" - 9:34. პეტ­რი­აშ­ვილს არ უთა­მა­შია.

ელიზ­ბარ ყუ­ფა­რა­ძი­სა და რე­ზო გი­გა­უ­რის "მონ­ლუ­სონ­მა" შინ და­ა­მარ­ცხა "ბო­ბი­ნი" - 15:9. ჩვე­ნე­ბურ­თა გუნ­დ­მა თხუთ­მე­ტი­ვე ქუ­ლა მატ­ჩის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში, 34-ე წუ­თის­თ­ვის და­აგ­რო­ვა და მე­რე მო­ნა­გარს ვე­ღა­რა­ფე­რი შე­მა­ტა.

გი­გა­ურ­მა გა­რე­მარ­ბის პო­ზი­ცი­ა­ზე თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ითა­მა­შა, ყუ­ფა­რა­ძე 50-ე წუთ­ზე შეც­ვა­ლეს. მონ­ლუ­სო­ნე­ლებს ახ­ლა 22 ქუ­ლა აქვთ და მე­ექ­ვ­სე ად­გილ­ზე არი­ან.

გი­ორ­გი ჯა­ში­ტაშ­ვი­ლის "შა­ლონ­მა", რო­მე­ლიც 18 ქუ­ლით ბო­ლოს­წი­ნა, მე-9 ად­გილ­ზეა, შინ წა­ა­გო და­ძა­ბულ ბრძო­ლა­ში გი­ორ­გი გა­ბე­ლი­ას "სენტ ეტი­ენ­თან" - 32:34. გა­ბე­ლი­ამ თა­ვი­დან ბო­­ლომ­დე ითა­მა­შა, ჯა­ში­ტაშ­ვი­ლი გა­ნაცხად­ში არ იყო.

ფე­დე­რალ 1
A ჯგუ­ფი
დი­ჟო­ნი-ბურგ ან ბრე­სი 13:21, მონ­ლუ­სო­ნი-ბო­ბი­ნი 15:9, ლი­ლი-ვი­ე­ნი 34:9, მა­კო­ნი-სტრას­ბუ­რი 48:7, შა­ლო­ნი-სენტ ეტი­ე­ნი 32:34.
სა­ტურ­ნი­რო მდგო­მა­რე­ო­ბა
1. ბურგ ან ბრე­სი - 45 ქუ­ლა, 2. ლი­ლი - 45, 3. მა­კო­ნი - 33, 4. ვი­ე­ნი - 27, 5. ბო­ბი­ნი - 22, 6. მონ­ლუ­სო­ნი - 22, 7. დი­ჟო­ნი - 20, 8. სენტ ეტი­ე­ნი - 19, 9. შა­ლო­ნი - 18, 10. სტრას­ბუ­რი - 1.

XII ტუ­რი
ბურგ ან ბრე­სი-მონ­ლუ­სო­ნი, ბო­ბი­ნი-ლი­ლი, ვი­ე­ნი-მა­კო­ნი, სტრას­ბუ­რი-შა­ლო­ნი, სენტ ეტი­ე­ნი-დი­ჟო­ნი.

B ჯგუფ­ში პლეი ოფის საგ­ზუ­რი, ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­ნაღ­დე­ბუ­ლი აქვს ჯე­რაც და­უ­მარ­ცხებ­ლად მო­ას­პა­რე­ზე "ბურ­გუ­ენს".

ირაკ­ლი ნი­ნი­ძის "რო­მა­ნი" კი 25 ქუ­ლით ჯერჯერობით მე-4 ად­გილ­ზეა. ჩვე­ნე­ბუ­რის გუნ­დი მე-11 ტურ­ში სწო­რედ "ბურ­გუ­ენ­თან" და­მარ­ცხ­და გას­ვ­ლით მატ­ჩ­ში - 22:38. ნი­ნი­ძე ძი­რი­თად შე­მად­გენ­ლო­ბა­ში იყო და 66-ე წუთ­ზე შეც­ვა­ლეს.

"რო­მანს" ერ­თი ქუ­ლით ჩა­მორ­ჩე­ბა და მე­ხუ­თე ად­გილ­ზეა თენ­გიზ გე­ლან­ტი­ა­სა და ბე­ქა ურ­ჯუ­კაშ­ვი­ლის "ობე­ნა", რო­მელ­მაც შინ და­ა­მარ­ცხა "ბლ­ა­ნი­ა­კი" - 35:16. ურ­ჯუ­კაშ­ვილ­მა თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ითა­მა­შა, გე­ლან­ტია გა­ნაცხად­ში არ იყო.

გი­ორ­გი კუ­თა­რაშ­ვი­ლის "შა­ტო­რე­ნარ­მა", რო­მე­ლიც 23 ქუ­ლით მერ­ვე ად­გილ­ზეა, სტუმ­რად წა­ა­გო და­ძა­ბულ ბრძო­ლა­ში "ლა­ვორ­თან" - 29:32. კუ­თა­რაშ­ვილს არ უთა­მა­შია.

და­ვით კა­ჭა­რა­ვას "რო­დე­ზი" სტუმ­რად ვე­რას გახ­და "ლა სე­ინ­თან" - 25:39. კა­ჭა­რა­ვამ თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ითა­მა­შა. რო­დე­ზელე­ბი ახ­ლა 17 ქუ­ლით ბო­ლო ად­გილ­ზე არი­ან.

B ჯგუ­ფი
ბურ­გუ­ე­ნი-რო­მა­ნი 38:22, ობე­ნა-ბლა­ნი­ა­კი 35:16, აგ­დი-ვა­ლან­სი 12:16, ლა­ვო­რი-შა­ტო­რე­ნა­რი 33:29, ლა სე­ი­ნი-რო­დე­ზი 39:25.
სა­ტურ­ნი­რო მდგო­მა­რე­ო­ბა
1. ბუ­რგუ­ე­ნი - 47 ქუ­ლა, 2. ვა­ლან­სი - 34, 3. ლა სე­ი­ნი - 26, 4. რო­მა­ნი - 25, 5. ობე­ნა - 24, 6. ლა­ვო­რი - 23, 7. აგ­დი - 23, 8. შა­ტო­რე­ნა­რი - 23, 9. ბლა­ნი­ა­კი - 21, 10. რო­დე­ზი - 17.

XII ტუ­რი
ბლა­ნი­ა­კი-აგ­დი, შა­ტო­რე­ნა­რი-ბურ­გუ­ე­ნი, ვა­ლან­სი-ლა­ვო­რი, რო­მა­ნი-ლა სე­ი­ნი, რო­დე­ზი-ობე­ნა.

C ჯგუფ­ში მო­ას­პარე­ზე ქარ­თ­ველ მო­რაგ­ბე­თა სა­მი გუნ­დი­დან ორი, "სენ ნა­ზე­რი" და "პე­რი­გო" ლი­დე­რთა შო­რი­ს არიან.

შო­თა ცხოვ­რე­ბაშ­ვი­ლი­სა და ბა­ჩუ­კი გუ­ჯა­რა­ი­ძის "სენ ნა­ზერ­მა", რო­მე­ლიც 40 ქუ­ლით მე­ო­რე ად­გილ­ზეა, მე-11 ტურ­ში შინ და­ა­მარ­ცხა "ლან­ჟო­ნი" - 36:16. გუ­ჯა­რა­ი­ძე თა­მაშ­ში 56-ე წუ­თი­დან ჩა­ერ­თო, ცხოვ­რე­ბაშ­ვი­ლი გა­ნაცხად­ში არ იყო. "სენ ნა­ზე­რი" ლი­დერ "ტი­როსს" ცხრა ქუ­ლით ჩა­მორ­ჩე­ბა.

38 ქუ­ლით მე­სა­მე ად­გილ­ზეა თე­დო ზიბ­ზი­ბა­ძის "პე­რი­გო", რო­მელ­მაც სტუმ­რად და­ა­მარ­ცხა "სენ ჟან დან­ჟე­ლი" - 37:31. ზიბ­ზი­ბა­ძე ძი­რი­თად შე­მად­გენ­ლო­ბა­ში იყო და 64-ე წუთ­ზე შე­ც­ვა­ლეს.

მე-11 ტურ­ში მო­ი­გო ნი­კო­ლოზ მა­ღალ­და­ძის "მარ­მან­დ­მაც", რო­მე­ლიც 16 ქუ­ლით ბო­ლოს­წი­ნა, მე-9 ად­გილ­ზეა.

ჩვე­ნე­ბუ­რის გუნ­დ­მა შინ სძლია "ვანს" - 18:9. მა­ღალ­და­ძე გა­ნაცხად­ში არ იყო.

C ჯგუ­ფი
სენ ჟან დან­ჟე­ლი-პე­რი­გო 31:37, ტი­რო­სი-ნუ­ა­რი 51:7, სენ ნა­ზე­რი-ლან­ჟო­ნი 36:16, მარ­მან­დი-ვა­ნი 18:9, აგეტ­მო-სენ ჟან დე ლუ­ზი 21:15.
სა­ტურ­ნი­რო მდგო­მა­რე­ო­ბა
1. ტი­რო­სი - 49 ქუ­ლა, 2. სენ ნა­ზე­რი - 40, 3. პე­რი­გო - 38, 4. სენ ჟან დე ლუ­ზი - 25, 5. ლან­ჟო­ნი - 25, 6. ვა­ნი - 23, 7. აგეტ­მო - 18, 8. სენ ჟან დან­ჟე­ლი - 18, 9. მარ­მან­დი - 16, 10. ნუ­ა­რი - 12.

XII ტუ­რი
პე­რი­გო-ტი­რო­სი, ნუ­ა­რი-მარ­მან­დი, ლან­ჟო­ნი-სენ ჟან დან­ჟე­ლი, სენ ჟან დე ლზუი-სენ ნა­ზე­რი, ვა­ნი-აგეტ­მო.

კვლავ აუტ­სა­ი­დერ­თა შო­რის არი­ან D ჯგუფ­ში მო­ას­პა­რე­ზე ქარ­თ­ველ მო­რა­გბე­თა გუნ­დე­ბი. სი­მონ მა­ი­სუ­რა­ძი­სა და ლა­შა მა­ლა­ღუ­რა­ძის "ბაგ­ნე­რემ", რო­მე­ლიც 17 ქუ­ლით ბოლო­ს­წი­ნა ად­გილ­ზეა, შინ წა­ა­გო "ოლო­რონ­თან" - 20:23. ორი­ვე ქარ­თ­ველ­მა სრუ­ლად ითა­მა­შა, მა­ი­სუ­რა­ძემ კი მე-10 წუთ­ზე ლე­ლო გა­ი­ტა­ნა.

"ბაგ­ნე­რეს" ერ­თი ქუ­ლით უს­წ­რებს და მე-8 ად­გილ­ზეა მე­რაბ კვი­რი­კაშ­ვი­ლი­სა და გი­ორ­გი მჭედ­ლიშ­ვი­ლის "სენ ჟუ­ნი­ე­ნი".

ჩვე­ნე­ბურ­თა ამ გუნ­დ­მა შინ "ლა­ნა­მე­ზა­ნის" და­მარ­ცხე­ბა შეძ­ლო - 23:11. კვი­რი­კაშ­ვილ­მა სრუ­ლად ითა­მა­შა და გუნდს 13 ქუ­ლა მო­უ­ტა­ნა (სა­მი სა­ჯა­რი­მო და ორი გარ­და­სახ­ვა), მჭედ­ლიშ­ვი­ლი 48-ე წუთ­ზე შეც­ვა­ლეს.

D ჯგუ­ფი
მონ­ტო­ბა­ნი-ლი­მო­ჟი 33:6, კას­ტა­ნე-ლურ­დი 35:10, ბაგ­ნე­რე-ოლო­რო­ნი 20:23, სენ ჟუ­ნი­ე­ნი-ლა­ნა­მე­ზა­ნი 23:11, ნე­ვე­რი-სენ მე­და­რი 34:8.
სა­ტურ­ნი­რო მდგო­მა­რე­ო­ბა
1. მონ­ტო­ბა­ნი - 45 ქუ­ლა, 2. ნე­ვე­რი - 37, 3. ლი­მო­ჟი - 29, 4. კას­ტა­ნე - 26, 5. ოლო­რო­ნი - 24, 6. ლურ­დი - 23, 7. ლა­ნა­მე­ზა­ნი - 22, 8. სენ ჟუ­ნი­ე­ნი - 18, 9. ბაგ­ნე­რე - 17, 10. სენ მე­და­რი - 15.

XII ტუ­რი
ლი­მო­ჟი-კას­ტა­ნე, ლურ­დი-ბაგ­ნე­რე, ოლ­ო­რო­ნი-სენ ჟუ­ნი­ე­ნი, ლა­ნა­მე­ზა­ნი-ნე­ვე­რი, სენ მე­და­რი-მონ­ტო­ბა­ნი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული