მამუკა გორგოძე ევროპის საუკეთესო მორაგბის ნომინაციაში

AutoSharing Option
ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის, "ჰაინეკენის თასის" გათამაშების პირველი, ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ შეჯიბრების ორგანიზატორებმა იმ 15 მორაგბის სია გააცხადეს, რომელთაგან წლევანდელი სეზონის ევროპის საუკეთესო მორაგბეს დაასახელებენ.

ნომინანტთა შორისაა საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული "მონპელიეს" ლიდერი მამუკა გორგოძე, რომელმაც გუნდს ბოლო ორ ტურში უკაპიტნა და პლეი ოფში გაიყვანა.

ცხადია, საერთაშორისო რაგბის თემის ასეთი აღიარება უკვე დიდი წარმატებაა, თუმცა გორგოძეს რეალურად შესწევს ძალა, ევროპის ნომერ პირველი მორაგბე გახდეს.

საუკეთესო თხუთმეტეულში ყველაზე მეტი, სამი წარმომადგენელი ჰყავს ფრანგულ "კლერმონს" (მორგან პარა, ჟულიენ ბონერი, ვესლი ფოფანა).

ორ-ორი მორაგბე მოხვდა მოწინავეთა შორის ირლანდიური "ალსტერიდან" და სამი ინგლისური გუნდიდან: "ჰარლიქვინზიდან", "ლესტერ ტაიგერზიდან" და "სარასენზიდან".

შეგახსენებთ, რომ შარშან ევროპის საუკეთესო მორაგბედ ირლანდიური "ლენსტერის" ფულბეკი რობ კირნი აღიარეს.

წლეულს კი საუკეთესოს ვინაობას დუბლინში, "ჰაინეკენის თასის" ფინალის შემდეგ დაასახელებენ.

კანდიდატთა სია: მამუკა გორგოძე (მონპელიე), სტეფონ არმითიჯი (ტულონი), მორგან პარა, ჟულიენ ბონერი, ვესლი ფოფანა (სამივე - კლერმონი), საიმონ ზებო (მანსტერი), რორი ბესტი, რუან პინარი (ალსტერი), ჯო ლანჩბერი (ვოსფსი), მაიკ ბარაუნი, ჟეიმზ ჯონსტონი (ჰარლიქვინზი), დენ კოლი, ჯეფ პერლინგი (ლესტერ ტაიგერზი), ოუენ ფარელი, ჩარლი ჰოჯსონი (ორივე - სარასენზი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
საღოლ
ჯონდი ბაღათურია
10:50 25-01-2013
0
ეკუთნის
ჯონდი ბაღათურია
10:50 25-01-2013
0

სიახლეები პოპულარული