მამუკა გორგოძეს სპეციალურ ჯილდოს, "ოსკარს" გადასცემენ

AutoSharing Option
ყოველდღიური ფრანგული სარაგბო გაზეთი "მიდი ოლიმპიკი" 26 მარტს, მონპელიეში საქართველოს ნაკრებისა და ადგილობრივი კლუბის მესამეხაზელს, მამუკა გორგოძეს სპეციალურ ჯილდოს, "ოსკარს" გადასცეს.

ღონისძიებას, რომელიც "სტად ივეს დუ მანუარზე" გაიმართება, ათასზე მეტი მიწვეული სტუმარი დაესწრება.

აქ იქნებიან სარაგბო კლუბ "მონპელიეს" სპონსორებისა და მედიაპარტნიორების წარმომადგენლები, ფრანგული სარაგბო "ბომონდი".

საღამოს წარუძღვებიან ცნობილი ტელეწამყვანები ჟან აბელუ (ფრანს ტვ) და რომენ მაგელანი (კანალ პლუსი).

"ოსკარს" მამუკა გორგოძეს მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატსა და "ჰაინეკენის თასზე" შესანიშნავი თამაშისთვის გადასცემენ, რაც ჩვენი ნაკრების ლიდერის კიდევ ერთი დიდი აღიარებაა.

ყოველდღიური
სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მამუკა გორგოძე: თუ ომი იქნება, ვიომოთ, ბოიკოტი კი ჩვენი საქმე არ არის
მამუკა გორგოძე: ფრანგული კლუბების მიმართ მეტი სიხისტე გვმართებს
მკითხველის კომენტარები / 12 /
საამაყო ქართველი!მის ღირსებას უფრო მეტს მატებს მისი საოცარი თავმდაბლობა!
dato
17:42 11-03-2013
0
თითოეული ქართველი და საქართველოში სხვა ეთნიკური წარმოშობის მცხოვრები ბავშვის მიზანი უნდა იყოს,რომ როგორმე დაემსგავსოს,თავისი პიროვნული თვისებებით ,ვაჟკაცობითა და სპორტმენობით მ.გორგოძეს და მით ასახელოს თავისი ქვეყანა და სამშობლო!!!
glaxuna
11:06 11-03-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული