დავით ქუბრიაშვილის მიწვევის მსურველთა რიცხვი უკვე სამამდე გაიზარდა

AutoSharing Option
საფრანგეთში სარაგბო ჩემპიონატი დასრულდა და ახლა სატრანსფერო ციებ-ცხელების ჯერი დადგა.

ცხადია, ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი ქართველი მორაგბეებიც. ელიტურ, მეორე დივიზიონში მოასპარეზე "ლიონში" მთავარ მწვრთნელად ავსტრალიელი ტიმ ლეინი დაინიშნა, რომელმაც თავის ახალ გუნდში ქართველი მორაგბეების - ლევან ჩილაჩავასა (ტულონი) და ვიქტორ კოლელიშვილის (კლერმონი) ხილვის სურვილი გამოთქვა.

ცხადია, პირველი დივიზიონიდან მეორეში გადაბარგება უკან გადადგმულ ნაბიჯად აღიქმება. ჩვენი მორაგბეების გაშვება არც "ტულონსა" და "კლერმონს" უნდოდა. "ლიონმა" მათი განათხოვრების წესით მიწვევაც სცადა, მაგრამ უშედეგოდ.

"ტულონის" შერკინების კიდევ ერთ ქართველ ბურჯს დავით ქუბრიაშვილს გუნდთან
ერთწლიანი კონტრაქტი აკავშირებს.

თუმცა მისი მიწვევის მსურველთა რიცხვი უკვე სამამდე გაიზარდა. აქამდე "დუდუს" თავის რიგებში ხილვის მსურველთა შორის "ბაიონი" და "ტულუზი" იყო. ამ დუეტს ახლახან კიდევ ერთი ფრანგული გრანდი, პარიზული "სტად ფრანსე" დაემატა.

მეორე დივიზიონის "ტარბი" დატოვა პირველხაზელმა დავით დადუნაშვილმა. მისი მომავალი გუნდის ვინაობა უცნობია. ამავე დივიზიონის "დაქსიდან" შესაძლოა "აჟენში" გადაბარგდეს ტარიელ რატიანიძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული