ამ გუნდში, რომელმაც, როგორც ჩანს, კრიზისი უკვე დაძლია, ამჟამად ორი ქართველი - დავით ქუბრიაშვილი და ზურაბ ჟვანია - ასპარეზობს.
სატურნირო ცხრილის მომდევნო შვიდი საფეხური ასევე ქართველ მორაგბეთა გუნდებს უკავიათ.
"სტად ფრანსემ" მერვე ტურში მამუკა გორგოძისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიეს" უმასპინძლა და 18:11 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ ეს ანგარიში მატჩის 59-ე წუთზე დაფიქსირდა და, ორივე გუნდის დიდი მცდელობის მიუხედავად, ბოლომდე აღარ შეცვლილა.
ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ. გორგოძემ
პარიზულ გუნდს 26 ქულა დაუგროვდა.
მას ორი ქულით ჩამორჩება დავით ზირაქაშვილის "კლერმონი", რომელმაც შინ დიდი ანგარიშით დაამარცხა ზაზა ნავროზაშვილის "ბორდო" - 40:11.
"ვულკანებმა" მეტოქის წინააღმდეგობა საბოლოოდ მეორე ტაიმის დასკვნით ათ წუთში გადალახეს. მატჩი იმდენად დაძაბული გამოდგა, რომ არბიტრმა მოედნიდან შვიდი მორაგბე გაასინბინა. ამათგან ხუთი სტუმართა გუნდის მოთამაშე გახლდათ.
ზირაქაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 71-ე წუთზე შეცვალეს, ნავროზაშვილს არ უთამაშია.
"კლერმონს" კვალში უდგას ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონი", რომელმაც სტუმრად წააგო დივიზიონის დებიუტანტ "ოიონაქსთან" - 22:25.
ცხადია, ეს ანგარიში სენსაციად შეფასდა, თუმცა კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ "ოიონაქსთან" გასვლით მატჩში ხუმრობა არ შეიძლება.
მიქაუტაძე თამაშში 67-ე წუთიდან ჩაერთო, ჩილაჩავა განაცხადში არ იყო.
სტუმრად გიორგი ჟღენტის "პერპინიანთან" დამარცხდა ჯაბა ბრეგვაძისა და ვასილ კაკოვინის "ტულუზი" - 16:20. მასპინძლები მატჩის მეტი ნაწილის განმავლობაში საგრძნობ უპირატესობას ფლობდნენ.
ტულუზელებმა მეტოქის შევიწროება და ანგარიშში სხვაობის შემცირება მხოლოდ თამაშის მიწურულს შეძლეს.
კატალონიელები ამ გამარჯვებით ლიდერთა ჯგუფს დაუახლოვდნენ.
ჟღენტი ძირითად შემადგენლობაში იყო და 54-ე წუთზე შეცვალეს, ბრეგვაძემ ტრავმა მოიშუშა და ვარჯიში დაიწყო, კაკოვინი მკურნალობას განაგრძობს.
საფრანგეთის ჩემპიონმა, ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრმა" შინ დაამარცხა დავით ხინჩაგიშვილის "მეტრო რასინგი" - 19:15. შედეგად, კასტრელები ისევ ლიდერებს შორის არიან და პლეი ოფისთვის ბრძოლას განაგრძობენ.
ფეიქრიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 51-ე წუთზე შეცვალეს, ხინჩაგიშვილმა მოედანზე ოთხი წუთით მეტი დაჰყო.
სტუმრად ფრეს მიაღწია "გრენობლთან" მატჩში გოდერძი შველიძისა და კარლენ ასეიშვილის "ბრივმა" - 12:12. შველიძე ტრავმირებულია, ასეიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 58-ე წუთზე შეცვალეს.
I დივიზიონი
VIII ტური
სტად ფრანსე-მონპელიე 18:11, ოიონაქსი-ტულონი 25:22, ბაიონი-ბიარიცი 27:19, კასტრი-მეტრო რასინგი 19:15, გრენობლი-ბრივი 12:12, პერპინიანი-ტულუზი 20:16, კლერმონი-ბორდო 40:11.
სატურნირო მდგომარეობა
1. სტად ფრანსე - 26 ქულა, 2. კლერმონი - 24, 3. ტულონი - 23, 4. მონპელიე - 22, 5. ტულუზი - 22, 6. მეტრო რასინგი - 21, 7. კასტრი - 20, 8. პერპინიანი - 20, 9. გრენობლი - 19, 10. ბრივი - 17, 11. ოიონაქსი - 17, 12. ბორდო - 16, 13. ბაიონი - 16, 14. ბიარიცი - 7.
IX ტური
ბიარიცი-პერპინიანი, ტულონი-კლერმონი, ბრივი-კასტრი, ბორდო-ბაიონი, მონპელიე-ოიონაქსი, მეტრო რასინგი-გრენობლი, ტულუზი-სტად ფრანსე.
პირველი მარცხი იწვნია მეორე დივიზიონის ლიდერმა, გურამ კავთიძისა და ვიქტორ კოლელიშვილის "ლიონმა". ჩვენებურთა გუნდმა სტუმრად წააგო ბექა შეყლაშვილის "ბეზიესთან" - 9:12.
შეყლაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 75-ე წუთზე შეცვალეს, კავთიძე თამაშში 59-ე წუთიდან ჩაერთო, კოლელიშვილი ტრავმირებულია.
"ლიონმა", მარცხის მიუხედავად, 19 ქულით მაინც შეინარჩუნა ლიდერობა. ამდენივე ქულა დააგროვა ტარიელ რატიანიძის "აჟენმა", რომელმაც შინ დიდი ანგარიშით სძლია "ნარბონს" - 51:6. რატიანიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და მე-40 წუთზე შეცვალეს.
სატურნირო ცხრილში მესამე საფეხური უკავია ლექსო ყაულაშვილის "ლა როშელს", რომელმაც უმძიმეს მატჩში სტუმრად სძლია უშუალო კონკურენტ "პოს" - 19:18. მატჩის არბიტრმა მოედნიდან ექვსი მორაგბე (თითო გუნდიდან სამ-სამი) გაასინბინა. ყაულაშვილს არ უთამაშია.
კახაბერ კობერიძის, ალექსანდრე თოდუას, ვახტანგ მაისურაძის, ვახტანგ ახობაძის, გიორგი თეთრაშვილისა და ხვიჩა ბუჯიაშვილის "ალბიმ" პირველი გამარჯვება მოიპოვა. ჩვენებურთა გუნდმა შინ დაამარცხა "კოლომიე" - 21:19. ქართველთაგან მხოლოდ თეთრაშვილმა ითამაშა, რომელიც მოედანზე 59-ე წუთიდან გამოჩნდა.
ლევან დათუნაშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის "ორიაკმა" სტუმრად მოუგო "კარკასონს" - 25:23. დათუნაშვილმა სრულად ითამაშა, ნაცარაშვილი განაცხადში არ იყო.
სტუმრად "ბურგუენთან" დამარცხდა გიორგი ნემსაძის, გიორგი ჩხაიძისა და ირაკლი მირცხულავას "ტარბი" - 9:22. მირცხულავა თამაშში 63-ე წუთიდან ჩაერთო; იმავდროულად შეცვალეს ნემსაძე; ჩხაიძემ მოედანზე მასზე ცხრა წუთით მეტი დაჰყო.
II დივიზიონი
აჟენი-ნარბონი 51:6, ალბი-კოლომიე 21:19, კარკასონი-ორიაკი 23:25, მონ დე მარსანი-ოში 33:10, ბეზიე-ლიონი 12:9, ბურგუენი-ტარბი 22:9, ბურგ ან ბრესი-დაქსი 29:11, პო-ლა როშელი 18:19.
სატურნირო მდგომარეობა
1. ლიონი - 19 ქულა, 2. აჟენი - 19, 3. ლა როშელი - 18, 4. კოლომიე - 14, 5. ორიაკი - 14, 6. ბურგუენი - 14, 7. პო - 14, 8. ბეზიე - 13, 9. ტარბი - 11, 10. მონ დე მარსანი - 11, 11. ბურგ ან ბრესი - 10, 12. დაქსი - 8, 13. ნარბონი - 8, 14. კარკასონი - 6, 15. ოში - 6, 16. ალბი - 5.
VI ტური
ორიაკი-ალბი, ოში-აჟენი, კოლომიე-ბეზიე, დაქსი-ბურგუენი, ლა როშელი-კარკასონი, ლიონი-მონ დე მარსანი, ნარბონი-ბურგ ან ბრესი, ტარბი-პო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"