ტურის ცენტრალურ მატჩად მაინც ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონისა" და დავით ზირაქაშვილის "კლერმონის" დაპირისპირება მიიჩნევა, რომელიც ნიცაში, ახალ არენაზე "ალაინს რივიერაზე" გაიმართება.
ეს გადაწყვეტილება ამ შეხვედრისადმი გაზრდილი ინტერესის გამო მიიღეს. მატჩის ორგანიზატორებს იმედი აქვთ, რომ სტადიონს, რომელიც 35 ათას მაყურებელს იტევს, პირთამდე აავსებენ.
დღეისთვის "ვულკანებს" 24 ქულა აქვთ და მეორე ადგილზე არიან, ტულონელები მათ ერთი ქულით ჩამორჩებიან და ნიცაში
გაფართოებულ, 24-კაციან შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების მეორეხაზელი კონსტანტინე მიქაუტეძეცაა, სავარაუდოდ, ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს დავით ზირაქაშვილი.
* * *
კიდევ ერთი, უმნიშვნელოვანესი მატჩი გაიმართება ტულუზში, სადაც ჯაბა ბრეგვაძისა და ვასილ კაკოვინის ადგილბრივი გუნდი, გათამაშების ამჟამინდელ ლიდერს, ზურაბ ჟვანიასა და დავით ქუბრიაშვილის "სტად ფრანსეს" დაუპირისპირდება.
ამ გუნდების მატჩი ფრანგული რაგბის კლასიკად მიჩნევა, რომელმაც ბოლო წლებში პარიზელთა კრიზისის გამო პეწი დაკარგა. თუმცა, ამჟამად, "სტად ფრანსე" ისევ ლიდერებში მოგვევლინა და უნდა ვივიარაუდოთ, რომ "ტულუზს", რომელიც სამართლიანად არის მიჩნეული ევროპული რაგბის გრანდად, საკადრის წინააღმდეგობას გაუწევს.
* * *
მინიმუმ სამეულში დაბრუნების შანსი აქვს მამუკა გორგოძისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიეს", რომელიც შინ ეთამაშება დივიზიონის დებიუტანტ "ოიონაქსს".
ჩვენებურთა გუნდის მეტოქე შესანიშნავად თამაშობს საკუთარ მოედანზე და ბევრ სოლიდურ გუნდს "წაატეხა რქები". თუმცა, გასვლით მატჩებში ოიონაქსელები წინააღმდეგობის გაწევას ვერ ახერხებენ.
"მონპელიე" შესანიშნავ ფორმაშია და, სავარაუდოდ, მეტოქეს კუდით ქვას ასროლინებს.
* * *
ლიდერთა ჯგუფის კიდევ ერთი წარმომადგენელი დავით ხინჩაგიშვილის "მეტრო რასინგი" შინ ეთამაშება "გრენობლს". საქართველოს ნაკრების პირველხაზელი ძირითად შემადგენლობაშია.
I დივიზიონი.
IX ტური
ბიარიცი-პერპინიანი, ტულონი-კლერმონი, ბრივი-კასტრი, ბორდო-ბაიონი, მონპელიე-ოიონაქსი, მეტრო რასინგი-გრენობლი, ტულუზი-სტად ფრანსე.
სატურნირო მდგომარეობა
1. სტად ფრანსე - 26 ქულა, 2. კლერმონი - 24, 3. ტულონი - 23, 4. მონპელიე - 22, 5. ტულუზი - 22, 6. მეტრო რასინგი - 21, 7. კასტრი - 20, 8. პერპინიანი - 20, 9. გრენობლი - 19, 10. ბრივი - 17, 11. ოიონაქსი - 17, 12. ბორდო - 16, 13. ბაიონი - 16, 14. ბიარიცი - 7.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"