ლეგიონი: ევროთასები ძალას იკრებს

AutoSharing Option
19 და 20 ოქტომბერს "ჰაინეკენის თასისა" და "ემლინ ჩელენჯ კაპის" გათამაშებაში მეორე ტურის შეხვედრები გაიმართება.

ყველაზე პრესტიჟულ "ჰაინეკენის თასზე" ქართველ მორაგბეთა რვა გუნდი ასპარეზობს და განვლილ პირველ ტურში თითქმის ყველამ დაამტკიცა, რომ პლეი ოფში გასვლისთვის ბრძოლის უნარი შესწევს.

პირველ ტურში შინ გამარჯვების შემდეგ A ჯგუფში მოასპარეზე საფრანგეთის ჩემპიონი, ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრი" სტუმრად ითამაშებს გათამაშების ერთ-ერთ ფავორიტთან, ირლანდიურ "ლენსტერთან".

საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯი, ისევე როგორც პირველი ტურის მატჩში, ამჯერადაც ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს. გამარჯვების შემთხვევაში, რაც ნაკლებად სავარაუდოა, კასტრელები საქმეს მნიშვნელოვნად გაიადვილებენ.

B ჯგუფში ლიდერი და მთავარი ფავორიტი "ჰაინეკენის თასის" ამჟამინდელი მფლობელი ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონია", რომელიც მეორე ტურის შეხვედრას სტუმრად გამართავს უელსურ "კარდიფთან".

თუ ტიტულის შენარჩუნებაზე რეალურად ფიქრობენ, ტულონელებს აუცილებლად გამარჯვება მართებთ. ქართველი მორაგბეები განაცხადში არ არიან.

შესანიშნავი სტარტი აიღო C ჯგუფში მოასპარეზე ჯაბა ბრეგვაძისა და ვასილ კაკოვინის "ტულუზმა".

თუმცა, მეორე ტურში ფრანგული და ევროპული რაგბის გრანდს სერიოზული გამოცდა ელის. მისი მორიგი მეტოქე ინგლისის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი "სარასენზი" იქნება, რომელმაც პირველ ტურში სტუმრად გაიმარჯვა და ახლა იმავეს მიღწევას საკუთარ მოედანზე შეეცდება.

ბრეგვაძე და კაკოვინი ტრავმირებულნი არიან და არ ითამაშებენ.

D ჯგუფში ქართველ მორაგბეთა ორი გუნდი ასპარეზობს, "მეტრო რასინგი" და "კლერმონი". პარიზელებმა პირველ ტურში შინ სწორედ "ვულკანებს" მოუგეს.

დავით ხინჩაგიშვილის გუნდი მეორე ტურში სტუმრად დაუპირისპირდება უელსურ "ჰლანეჰლის", რომელმაც მოულოდნელად ასევე სტუმრად შეძლო ინგლისური "ჰარლიქვინზის" დამარცხება.

ამ გუნდს კიდევ ერთი მძიმე ბრძოლის გადატანა მოუწევს სსტუმრად დავით ზირაქაშვილის "კლერმონთან". "ვულკანები" ორი წელიწადია საკუთარ მოედანზე უძლეველები არიან და, ვფიქრობთ, ამ წარმატებულ სერიას შეწყვეტა არც ამჯერად უწერია.

ზირაქაშვილი ტრავმიებულია და ოთხი კვირა ვერ ითამაშებს, ხინჩაგიშვილი განაცხადში არ არის.

E ჯგუფში ერთპიროვნულად გალიდერების რეალური შანსი აქვს მამუკა გორგოძისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიეს", რომელიც პირველ ტურში იტალიაში გამარჯვების შემდეგ, შინ მიიღებს პლეი ოფში გასვლისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტს, ირლანდიურ "ალსტერს". თუმცა სათვალავიდან ამოსაღები არც ინგლისური "ლესტერია", რომელსაც ნებისმიერ მეტოქესთან მატჩში შეუძლია სიურპრიზი შემოგვთავაზოს.

გორგოძე ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს, ნარიაშვილმა ტრავმა მოიშუშა და სათადარიგოთა შორისაა.

F ჯგუფში ქართველ მორაგბეთა ორი გუნდიდან ლიდერი დიმიტრი ბასილაიას "ედინბურგია", რომელმაც "კელტთა ლიგაში" წარუმატებელი გამოსვლის ფონზე სენსაციური გამარჯვება მოიპოვა ირლანდიურ "მანსტერთან".

ახლა შოტლანდიური კლუბი სტუმრად დაუპირისპირდება გიორგი ჟღენტის "პერპინიანს", რომელმაც სტუმრად წააგო ინგლისურ "გლოსტერთან" და ფრანგულ კატალონიაში პირველი გამარჯვების მოპოვებას შეეცდება. ჟღენტი ძირითად შემადგენლობაშია, ბასილაია განაცხადში არ არის.

ჰაინეკენის თასი
II ტური
A ჯგუფი
ლენსტერი-კასტრი, ნორსჰემპთონი-ოსფრიზი

სატურნირო მდგომარეობა:
1. ლენსტერი - 4 ქულა, 2. კასტრი - 4, 3. ნორსჰემპთონი - 1, 4. ოსფრიზი - 0.

B ჯგუფი
კარდიფი-ტულონი, გლაზგო-ექსეტერი

სატურნირო მდგომარეობა
1. ტულონი - 5 ქულა, 2. ექსეტერი - 5, 3. კარდიფი - 1, 4. გლაზგო - 1.

C ჯგუფი
სარასენზი-ტულუზი, ზებრე-ქონოთი

სატურნირო მდგომარეობა
1. ტულუზი - 5 ქულა, 2. სარასენზი - 4, 3. კონოთი - 1, 4. ზებრე - 0.

D ჯგუფი
ჰლანეჰლი-მეტრო რასინგი, კლერმონი-ჰარლიქვინზი

სატურნირო მდგომარეობა
1. ჰლანეჰლი - 4 ქულა, 2. მეტრო რასინგი - 4, 3. კლერმონი - 1, 4. ჰარლიქვინზი - 1.

E ჯგუფი
ლესტერი-ბენეტონი, მონპელიე-ალსტერი

სატურნირო მდგომარეობა
1. მონპელიე - 4 ქულა, 2. ალსტერი - 4, 3. ლესტერი - 1, 4. ბენეტონი - 0.

F ჯგუფი
მანსტერი-გლოსტერი, პერპინიანი-ედინბურგი.

სატურნირო მდგომარეობა
1. ედინბურგი - 4 ქულა, 2. გლოსტერი - 4, 3. პერპინიანი - 1, 4. მანსტერი - 1.

"ემლინ ჩელენჯ კაპის" გათამაშებაში შესანიშნავი სტარტი აიღო ზურაბ ჟვანიასა და დავით ქუბრიაშვილის "სტად ფრანსემ".

პარიზელებმა შინ გათამაშების დებიუტანტი პორტუგალიური "ლუზიტანოსი" დაამარცხეს და, ახლა, სტუმრად ეთამაშებიან იტალიურ "პრატოს". ქართველი მორაგბეები განაცხადში არ არიან.

გოდერძი შველიძისა და კარლენ ასეიშვილის "ბრივმა" პირველ ტურში სტუმრად გამართულ მატჩში ფრე გაახერხა.

ჩვენებურთა გუნდი მეორე ტურში შინ მიიღებს ჯგუფის ლიდერს, ინგლისურ "ნიუკასლს". ქართველი მორაგბეები განაცხადში აქაც არ არიან.

ემლინ ჩელენჯ კაპი
A ჯგუფი
ბიარიცი-ოიონაქსი, ვორსტერი-სეილ შარქსი

სატურნირო მდგომარეობა
1. სეილ შარქსი - 4 ქულა, 2. ოიონაქსი - 2, 3. ვორსტერი - 2, 4. ბიარიცი - 0.

B ჯგუფი
მოლიანო-ბორდო, ბასი-ნიუპორტი

სატურნირო მდგომარეობა
1. ნიუპორტი - 5 ქულა, 2. ბასი - 4, 3. ბორდო - 0, 4. მოლიანო - 0.

C ჯგუფი
ბუქარესტი-კალვიზანო, ბრივი-ნიუკასლი

სატურნირო მდგომარეობა
1. ნიუკასლი - 4 ქულა, 2. ბრივი - 2, 3. კალვიზანო - 2, 4. ბუქარესტი - 1.

D ჯგუფი
ვოსფსი-ბაიონი, გრენობლი-ვიადანა

სატურნირო მდგომარეობა
1. ვოსფსი - 5 ქულა, 2. ბაიონი - 5, 3. გრენობლი - 0, 4. ვიადანა - 0.

E ჯგუფი
ლუზიტანოსი-ლონდონ აირიში, პრატო-სტად ფრანსე

სატურნირო მდგომრეობა
1. სტად ფრანსე - 5 ქულა, 2. ლონდონ აირიში - 5, პრატო - 0, 4. ლუზიტანოსი - 0.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული