ამასთან ერთად, სატურნირო ცხრილში პირველი შვიდი საფეხური ქართველ მორაგბეთა გუნდებს უკავიათ.
ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონმა" შინ მიიღო გიორგი ჟღენტის "პერპინიანი" და 15:9 მოუგო. ტულონელებს გაუმართლათ, რომ მათი მგეზავი ჯონი ვილკინსონი ინგლისის ნაკრებში აღარ თამაშობს. მასპინძლებმა გამარჯვება სწორედ მისი ფეხჩუბინობის წყალობით მოიპოვეს.
ჟღენტი თადარიგში იყო და თამაშში მე-10 წუთიდან ჩაერთო, ჩილაჩავამ და მიქაუტაძემ საქართველოს ნაკრებში ითამაშეს.
"ტულონის"
ლიდერებს ერთი ქულით ჩამორჩება და მესამე ადგილზეა ვასილ კაკოვინისა და ჯაბა ბრეგვაძის "ტულუზი", რომელმაც საკუთარ მოედანზე დებიუტანტ "ოიონაქსს" მოუგო - 14:3. ორივე ქართველი ტრავმირებულია.
კაკოვინს ახლახან "ტულუზმა" კონტრაქტი ორი წლით გაუხანგრძლივა. დარჩება თუ არა ბრეგვაძე ტულუზში, ეს მაისში გადაწყდება.
მამუკა გორგოძისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიე" 33 ქულით მეოთხე ადგილზეა.
ჩვენებურთა ამ გუნდმა შინ წააგო საფრანგეთის ჩემპიონ, ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრთან" - 16:20.
ფეიქრიშვილი ტრავმირებულია, გორგოძემ და ნარიაშვილმა ეროვნულ ნაკრებში ითამაშეს.
შინ აუტსაიდერ "ბიარიცთან" დამარცხდა კარლენ ასეიშვილისა და გოდერძი შველიძის "ბრივი" - 9:14. ასეიშვილი 51-ე წუთზე შეცვალეს, შველიძე ტრავმირებულია.
სტუმრად "ბორდოსთან" დამარცხდა დავით ქუბრიაშვილისა და ზურაბ ჟვანიას "სტად ფრანსე" - 23:45. ორივე ქართველი გასულ უქმეებზე ეროვნულ ნაკრებში გაისარჯა.
I დივიზიონი
XII ტური
ტულონი-პერპინიანი 15:9, ბრივი-ბიარიცი 9:14, ბაიონი-გრენობლი 24:21, მონპელიე-კასტრი 16:20, ბორდო-სტად ფრანსე 45:23, ტულუზი-ოიონაქსი 14:3, კლერმონი-მეტრო რასინგი 47:14
სატურნირო მდგომარეობა
1. ტულონი - 36 ქულა, 2. კლერმონი - 36, 3. ტულუზი - 35, 4. მონპელიე - 33, 5. კასტრი - 31, 6. სტად ფრანსე - 31, 7. პერპინიანი - 29, 8. გრენობლი - 29, 9. ბრივი - 28, 10. მეტრო რასინგი - 27, 11. ბორდო - 26, 12. ბაიონი - 25, 13. ოიონაქსი - 21, 14. ბიარიცი - 16.
მეორე დივიზიონში კვლავ დამაჯერებლად ლიდერობს გურამ კავთიძისა და ვიქტორ კოლელიშვილის "ლიონი", რომელმაც დაძაბულ ბრძოლაში სტუმრად დაამარცხა თამაზ მჭედლიშვილის, მერაბ შარიქაძისა და გიორგი სულუაშვილის "ბურგ ან ბრესი" - 27:24.
კოლელიშვილს დისკვალიფიკაცია აქვს, მჭედლიშვილმა და შარიქაძემ საქართველოს ნაკრებში ითამაშეს, სულუაშვილი და კავთიძე განაცხადში არ იყვნენ.
საპლეიოფო ხუთეულში შესვლისთვის იბრძვის გიორგი ნაცარაშვილისა და ლევან დათუნაშვილის "ორიაკი", რომელმაც შინ მოუგო "მონ დე მარსანს" - 42:12. ნაცარაშვილი თამაშში მეორე ტაიმიდან ჩაერთო, დათუნაშვილმა საქართველოს ნაკრებში ითამაშა.
II დივიზიონი
XI ტური
აჟენი-კოლომიე 36:14, ბეზიე-კარკასონი 20:23, ბურგუენი-ოში 32:6, ალბი-პო 19:20, ორიაკი-მონ დე მარსანი 42:12, ბურგ ან ბრესი-ლიონი 24:27, დაქსი-ტარბი 26:15, ნარბონი-ლა როშელი 25:17.
სატურნირო მდგომარეობა
1. ლიონი - 46 ქულა, 2. ლა როშელი - 38, 3. აჟენი - 36, 4. პო - 34, 5. ორიაკი - 32, 6. ბურგუენი - 29, 7. ნარბონი - 28, 8. კოლომიე - 24, 9. ტარბი - 23, 10. დაქსი - 21, 11. მონ დე მარსანი - 20, 12. ბეზიე - 19, 13. კარკასონი - 19, 14. ალბი - 18, 15. ბურგ ან ბრესი - 15, 16. ოში - 14.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"