ლევან ჩილაჩავა "ტულონში" დარჩა

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში გათამაშებამ ეკვატორი გადალახა.

თუმცა გუნდები უკვე აქედანვე იბევებენ იმ მოთამაშეებს, რომლებსაც სამომავლოდ ნდობას უცხადებენ.

რამდენიმე ქართველმა მორაგბემ უკვე გააფორმა ახალი ხელშეკრულება - ზოგმა ახალ კლუბთან, ზოგმა კი იმავე კლუბთან, სადაც თამაშობს.

ახლახან ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ნაკრების 22 წლის შერკინების ბურჯმა ლევან ჩილაჩავამ "ტულონთან" სამი წლით გაახანგრძლივა კონტრაქტი.

იქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მისი თავის რიგებში ხილვა ინგლისურ გუნდებს, "გლოსტერსა" და "ვორსტერს" სურდათ. ჩილაჩავამ ისევ "ტულონში" თამაში არჩია, რომელშიც უკვე ოთხი წელიწადია ირიცხება.

აღსანიშნავია, რომ
მომავალი სეზონიდან "ტულონში", რომელიც ევროპული რაგბის გრანდად ყალიბდება, ჩილაჩავას გარდა, კიდევ ორი ქართველი - მამუკა გორგოძე და კონსტანტინე მიქაუტაძე ითამაშებს.

შერკინების კიდევ ერთი ბურჯი ლექსო ყაულაშვილი ელიტური, მეორე დივიზიონის "ლა როშელში" წლეულს ჩაირიცხა.

როგორც ჩანს, 21 წლის ქართველმა კლუბის ხელმძღვანელებს თავი მოაწონა და კონტრაქტი მას 2016 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივეს.

კლუბები გამოიცვალეს რუმინეთში მოთამაშე ქართველმა ლეგიონერებმა. გიორგი ხოსიტაშვილის ბოლნისის "ყოჩებში" დაბრუნების შესახებ უკვე ვწერდით.

რუმინეთი დატოვა და "არმიას" დაუბრუნდა მგეზავი მამუკა ნინიძე. უცნაურია, მაგრამ ქვეეყნის ჩემპიონის, "ტიმიშოარას" რიგები დატოვეს ბიძინა სამხარაძემ და ოთარ ტურაშვილმა.

საქართველოს ნაკრების ყოფილი ცხრა ნომერი "ბაია მარეში" გადაბარგდა, ტურაშვილმა კი ისევ კონსტანცას "ფარულს" მიაშურა - კლუბს, სადაც მისი რუმინული ეპოპეა დაიწყო და ამ ქვეყნის ნაკრებში მიწვევით დასრულდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ასაკის მიუხედავად ლევანი უკვე ითვლება საკმაოდ გამოცდილ მორეგბედ, როემლიც წლიდაწლამდე პროგრესირებს, დროთა განმავლობაში ბოლომად გვეყოლება 20-22 წლის მორაგბეეი რომლებზეც ევროპას ტააციაობა ექნება

წარმატებები ლევან !!!
GiorgiG83
17:25 24-01-2014
0

სიახლეები პოპულარული