მატჩები მეორე დივიზიონში გაიმართა, სადაც სატურნირო ცხრილის პირველი ორი საფეხური ქართველ მორაგბეთა გუნდებს უკავიათ.
გათამაშების ლიდერმა, გიორგი ნაცარაშვილის "პომ" სტუმრად დიდი ანგარიშით წააგო "კოლომიესთან" - 10:50. ნაცარაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 51-ე წუთზე შეცვალეს.
მასპინძელთა გუნდი ამ გამარჯვების შემდეგ მესამე ადგილზე გადაბარგდა, "პო" კი 40 ქულით ისევ პირველ ადგილზეა.
მას ცხრა ქულით ჩამორჩება და მეორე ადგილზეა ბექა შეყლაშვილისა და ვახტანგ მაისურაძის "ალბი", რომელმაც შინ დაამარცხა
თეთრაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 62-ე წუთზე გაასინბინეს, ათი წუთის გასვლის შემდეგ ის მოედანზე აღარ დაბრუნებულა. მაისურაძე თამაშში 56-ე წუთიდან ჩაერთო, შეყლაშვილი მოედანზე 15 წუთის შემდეგ გამოჩნდა.
ლაშა ლომიძის "ბეზიე", რომელიც მე-11 ტურამდე მე-3 ადგილზე იყო, შინ დამარცხდა ნიკოლოზ ხატიაშვილის, ლევან დათუნაშვილისა და მერაბ შარიქაძის "ორიაკთან" - 14:19. ლომიძე, შარიქაძე და დათუნაშვილი საქართველოს ნაკრებში იყვნენ გამოძახებულნი. ხატიაშვილი განაცხადში არ იყო.
"ბეზიეს" გიორგი მჭედლიშვილისა და დიმიტრი ბასილაიას "პერპინიანმაც" გაასწრო.
კატალონიელებმა შინ დიდი ანგარიშით დაამარცხეს "ბურგუენი" - 42:0. მჭედლიშვილი მოედანზე 58-ე წუთიდან გამოჩნდა, ბასილაიამ "ბორჯღალოსანთა" რიგებში ითამაშა.
შალვა სუთიაშვილის, დავით აშვეთიას, დავით დადუნაშვილის, ვახტანგ ახობაძისა და ელიზბარ ყუფარაძის "მასი" სტუმრად დამარცხდა "ბიარიცთან" - 3:21. სუთიაშვილმა სრულად ითამაშა, აშვეთია 29-ე წუთზე ყუფარაძემ შეცვალა, ახობაძე თამაშში 59-ე წუთიდან ჩაერთო, დადუნაშვილს არ უთამაშია.
გიორგი ნემსაძის, კახაბერ კობერიძისა და ირაკლი მირცხულავას "ტარბმა" სტუმრად წააგო "მონტობანთან" - 13:31. ნემსაძემ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა, მირცხულავა ტრავმირებულია, კობერიძე განაცხადში არ იყო.
II დივიზიონი
XI ტური
ალბი-აჟენი 22:9, ბეზიე-ორიაკი 14:19, კოლომიე-პო 50:10, მონტობანი-ტარბი 31:13, ბიარიცი-მასი 21:3, დაქსი-ნარბონი 12:3, პერპინიანი-ბურგუენი 42:0, კარკასონი-მონ დე მარსანი 17:28
სატურნირო მდგომარეობა
1. პო - 40 ქულა, 2. ალბი - 31. 3. კოლომიე - 30, 4. პერპინიანი - 29, 5. ბეზიე - 27, 6. მონ დე მარსანი - 27, 7. ორიაკი - 26, 8. აჟენი - 25, 9. მონტობანი - 25, 10. ბიარიცი - 25, 11. კარკასონი - 23, 12. მასი - 19, 13. ტარბი - 19, 14. დაქსი - 17, 15. ბურგუენი - 17, 16. ნარბონი - 17.
XII ტური
ბიარიცი-აჟენი, ალბი-კარკასონი, ორიაკი-კოლომიე, ბურგუენი-მონტობანი, მონ დე მარსანი-ბეზიე, მასი-დაქსი, ნარბონი-ტარბი, პო-პერპინიანი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"