გათამაშებას სათავეში დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონი" მოექცა.
"ვულკანებმა" სტუმრად ითამაშეს ერთ-ერთ კონკურენტთან, დავით ხინჩაგიშვილის "მეტრო რასინგთან" და ფრეს დასჯერდნენ - 13:13. ქართველთაგან მხოლოდ ზირაქაშვილმა ითამაშა, ის ძირითად შემადგენლობაში იყო და 41-ე წუთზე შეცვალეს.
"კლერმონს" ერთი ქულით ჩამორჩება და მეორე ადგილზეა მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონი", რომელმაც სტუმრად წააგო ზაზა ნავროზაშვილის "ბორდოსთან" - 23:28. ტულონელებმა მეტოქეს მხოლოდ პირველ
მატჩში მხოლოდ ჩილაჩავამ ითამაშა, ის შეხვედრაში 61-ე წუთიდან ჩაერთო.
ზურაბ ჟვანიასა და დავით ქუბრიაშვილის "სტად ფრანსემ", რომელიც 51 ქულით მესამე ადგილზეა, სტუმრად წააგო ბასკურ "ბაიონთან" - 6:23. წლევანდელ სეზონში ქართველი მორაგბეები პირველად პარიზელთა რიგებში არ იყვნენ.
ნელ-ნელა შეძლო მდგომარეობის გამოსწორება ვასილ კაკოვინის "ტულუზმა", რომელმაც შინ გაჭირვებით მოუგო აუტსაიდერ "ლიონს" - 23:20. სამწუხაროდ, კაკოვინი ისევ დაშავდა და გუნდს დააკლდა.
საინტერესო ბრძოლა გაიმართა ლა როშელში, სადაც ლექსო ყაულაშვილის ადგილობრივმა გუნდმა გიორგი ჟღენტის, კარლენ ასეიშვილის, გოდერძი შველიძისა და ანტონ ფეიქრიშვილის "ბრივს" მოუგო - 19:12.
ყაულაშვილი 41-ე წუთზე შეცვალეს. ძირითად შემადგენლობაში იყო ასეიშვილი, რომელიც შველიძემ 48-ე წუთზე შეცვალა. ორ წუთში მოედანზე ჟღენტიც გამოჩნდა, რომელიც "ბრივში" ახლახან გადაბარგდა "ბაიონიდან". ფეიქრიშვილი განაცხადში არ იყო.
I დივიზიონი
XVIII ტური
ლა როშელი-ბრივი 19:12, ბორდო-ტულონი 28:23, ბაიონი-სტად ფრანსე 23:6, ტულუზი-ლიონი 23:20, გრენობლი-მონპელიე 20:18, ოიონაქსი-კასტრი 23:13, მეტრო რასინგი-კლერმონი 13:13.
სატურნირო მდგომარეობა
1. კლერმონი - 53 ქულა, 2. ტულონი - 52, 3. სტად ფრანსე - 51, 4. მეტრო რასინგი - 47, 5. ტულუზი - 45, 6. ბორდო - 44, 7. გრენობლი - 42, 8. ოიონაქსი - 41, 9. მონპელიე - 40, 10. ბაიონი - 37, 11. ბრივი - 35, 12. ლა როშელი - 34, 13. ლიონი - 33, 14. კასტრი - 29.
XIX ტური
ბორდო-სტად ფრანსე, კასტრი-ლიონი, კლერმონი-ბაიონი, მონპელიე-ლა როშელი, ოიონაქსი-ტულუზი, მეტრო რასინგი-გრენობლი, ტულონი-ბრივი.
მეორე დივიზიონში პირველობა, ფაქტობრივად, გაინაღდა გიორგი ნაცარაშვილის "პომ", რომელიც უახლოეს მდევარს, თამაზ მჭედლიძისა და გიორგი თეთრაშვილის "აჟენს" უკვე 16 ქულით უსწრებს.
შეგახსენებთ, რომ აქ პირველ ადგილზე გასული გუნდი ელიტაში თამაშის უფლებას ავტომატურად მიიღებს. კიდევ ერთ საგზურს კი მომდევნო ოთხი გუნდი გაითამაშებს.
"პოს" 21-ე ტურში დიდი ბრძოლა გადახდა სტუმრად ირაკლი მირცხულავას, გიორგი ნემსაძისა და კახაბერ კობერიძის "ტარბთან". მატჩი ფრედ, 23:23 დასრულდა. ნაცარაშვილმა და მირცხულავამ სრულად ითამაშეს, ნემსაძე მოედანზე 41-ე წუთიდან გამოჩნდა.
"აჟენმა" კი შინ მიიღო უშუალო კონკურენტი "ბიარიცი" და 12:3 მოუგო. მჭედლიძემ სრულად ითამაშა, თეთრაშვილი თადარიგში იყო და მოედანზე 52-ე წუთიდან გამოჩნდა.
ლიდერს 19 ქულით ჩამორჩება და მესამე ადგილზეა დიმიტრი ბასილაიასა და გიორგი მჭედლიშვილის "პერპინიანი". კატალონიელებმა სტუმრად წააგეს ერთ-ერთ აუტსაიდერ "ბურგუენთან" - 3:22. ბასილაია თამაშში 68-ე წუთიდან ჩაერთო.
ნიკოლოზ ხატიაშვილის, მერაბ შარიქაძისა და ლევან დათუნაშვილის "ორიაკი", რომელიც საპლეიოფო ზონაშია, სტუმრად დამარცხდა დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლ შალვა სუთიაშვილის, დავით აშვეთიას, დავით დადუნაშვილის, ვახტანგ ახობაძისა და ელიზბარ ყუფარაძის "მასისთან" - 25:34.
სუთიაშვილმა სრულად ითამაშა, აშვეთია 33-ე წუთზე ყუფარაძემ შეცვალა, შარიქაძემ მასზე 17 წუთით მეტი ითამაშა, დათუნაშვილი მოედანზე 50-ე წუთიდან გამოჩნდა, ხატიაშვილი მატჩში 67-ე წუთიდან ჩაერთო.
ლაშა ლომიძის "ბეზიემ" შინ დაამარცხა "დაქსი" - 29:15. საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი თამაშში 67-ე წუთიდან ჩაერთო.
ბექა შეყლაშვილისა და ვახტანგ მაისურაძის "ალბიმ" სტუმრად წააგო "კარკასონთან" - 13:24. შეყლაშვილი თამაშში 48-ე წუთიდან ჩაერთო.
II დივიზიონი
XXI ტური
აჟენი-ბიარიცი 12:3, ბეზიე-დაქსი 29:15, კარკასონი-ალბი 24:13, მონ დე მარსანი-ნარბონი 29:0, მონტობანი-კოლომიე 23:16, მასი-ორიაკი 34:25, ტარბი-პო 23:23, ბურგუენი-პერპინიანი 22:3.
სატურნირო მდგომარეობა
1. პო - 74 ქულა, 2. აჟენი - 58, 3. პერპინიანი - 55, 4. მონ დე მარსანი - 54, 5. ორიაკი - 53, 6. მონტობანი - 52, 7. ბიარიცი - 52, 8. ალბი - 50, 9. ბეზიე - 48, 10. კოლომიე - 47, 11. კარკასონი - 46, 12. ტარბი - 42, 13. მასი - 34, 14. ბურგუენი - 33, 15. ნარბონი - 29, 16. დაქსი - 27.
XXII ტური
ალბი-მასი, ნარბონი-კარკასონი, პო-ბურგუენი, ბიარიცი-ბეზიე, ორიაკი-ტარბი, კოლომიე-მონ დე მარსანი, დაქსი-აჟენი, პერპინიანი-მონტობანი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"