მამუკა გორგოძით ინგლისური კლუბები დაინტერესდნენ

AutoSharing Option
სარაგბო სეზონის დასრულებამდე ბევრი დრო აღარ დარჩა, თუმცა სარაგბო კლუბები უკვე გამალებით აწარმოებენ მოლაპარაკებას თავიანთთვის სასურველ მოთამაშეებთან.

საქართველოს ნაკრების ლიდერმა მამუკა გორგოძემ "ტულონთან" ხელშეკრულება წლევანდელი სეზონის დასაწყისში გააფორმა და კონტრაქტით ამ კლუბში კიდევ ორი წელიწადი უნდა ითამაშოს.

თუმცა მას თვალი დაადგეს ინგლისურმა კლუბებმა: "ბასმა", ჰარლიქვინზმა" და "ვოსფსმა". მიუხედავად იმისა, რომ გორგოძეს ტრავმების გამო "ტულონში" ძალიან ცოტა მატჩის გამართვა მოუწია, ძნელი დასაჯერებელია, მურად ბურჯელალი ჩვენებურს შეელიოს.

კიდევ ერთი ქართველი, რომელზეც ბრიტანულ კლუბებს თვალი უჭირავთ, საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯი მიხეილ ნარიაშვილია. ის
ამჟამად ფრანგულ "მონპელიეში" ასპარეზობს და მასთან კიდევ ორწლიანი კონტრაქტი აკავშირებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
აი, ფეხბურთში რომ არის ესპანეთი და ინგლისი, ისეა რაგბში დაახლოებით საფრანგეთისა და ინგლისის ჩემპიონატები. ორი საუკეთესო ჩემპიონატია, თუმცა ოდნავ მაინც ფრანგული სჯობს "მონაცემებით", ინგლისური კი სანახაობით.
giorgi
00:42 25-03-2015
0
რომელი ჩემპიონატია უკეთესი, ინგლისი თუ საფრანგეთი?
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული