სამი ლიდერი და ზიბზიბაძის მესამე ლელო

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ფედერალ 1 დივიზიონში, საშობაო არდადეგების შემდეგ, მე-12 ტურის შეხვედრები გაიმართა. დღესდღეობით ოთხი ჯგუფიდან სამში ქართველ მორაგბეთა გუნდები ლიდერობენ.


* * *
A ჯგუფში სატურნირო ცხრილს სათავეში მოექცა შალვა სუთიაშვილის, დავით აშვეთიას, სანდრო ესაკიასა და არჩილ კობაურის "მასი". პარიზელებმა შინ დაამრცხეს ირაკლი მაჩხანელის, ბესო უდესიანისა და შოთა მელიქიძის "მაკონი" - 39:17. მასპინძელთა გუნდში ქართველთაგან მხოლოდ აშვეთიამ ითამაშა, "მაკონის" ღირსებას კი მაჩხანელი და მელიქიძე იცავდნენ.

ამ გამარჯვების შემდეგ "მასიმ" 45 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევარ, დევი დათუნაშვილისა და ელიზბარ
ყუფარაძის "მონლუსონს" ოთხი ქულით უსწრებს. მონლუსონელებმა მე-12 ტურში შინ მოუგეს "ნევერს" -23:6.

ავთანდილ კოპალიანის "ორლეანმა" სტუმარი "ანესი" -19:3 დაამარცხა და ახლა 33 ქულით მე-5 ადგილზეა.

თემურ გელანტიას "სტრასბურისა" და დიმა ხოჭოლავას "სერჟ პონტუაზის" მატჩი დიდთოვლობის გამო გადაიდო.

A ჯგუფი
სურესნე-ბურგ ან ბრესი 15:42, მონლუსონი-ნევერი 23:6, დიჟონი-ბობინი 12:13, მასი-მაკონი 39:17, ორლეანი-ანესი 19:3, სტრასბური-სერჟ პონტუაზი (გადაიდო)
სატურნირო მდგომარეობა
1. მასი - 45 ქულა, 2. მონლუსონი - 41, 3. ბობინი - 40, 4. დიჟონი - 35, 5. ორლეანი - 33, 6. ბურგ ან ბრესი - 29, 7. ნევერი - 26, 8. მაკონი - 22, 9. ანესი - 13, 10. სტრასბური - 10, 11. სერჟ პონტუაზი - 8, 12. სურესნე - 2.


* * *
B ჯგუფში სატურნირო ცხრილის პირველი სამი საფეხური ქართველ მორაგბეთა გუნდებს, "ბეზიეს", "მონტობანსა" და "ნიცას" უკავიათ. ლაშა მალაღურაძისა და გიორგი მჭედლიშვილის "ბეზიემ" შინ მოუგო "შატორენარს" 31:12. ორივე ქართველმა ითამაშა.

ლანგედოკელებს ამ მოგების შემდეგ 40 ქულა დაუგროვდათ და მეორეადგილოსან გიორგი ნემსაძის "მონტობანს" ექვსი ქულით უსწრებენ. "მწვანეებმა" მე-12 ტურში სტუმრად წააგეს "ბლანიაკთან" - 14:17. ნემსაძეს არ უთამაშია.

დავით კაჭარავას "ნიცამ", რომელიც 31 ქულით მესამე ადგილზეა, სტუმრად წააგო ნიკოლოზ გიორგაძის "გროლესთან" - 6:15. კაჭარავამ სრულად ითამაშა, გიორგაძე განაცხადში არ იყო.

დიმიტრი ბასილაიასა და ნიკოლოზ მაღალდაძის "ობენა" შინ ფრეს დასჯერდა "ვალანსთან" - 12:12. ჩვენებურთა გუნდი 26 ქულით მე-7 ადგილზეა.

გია ლაბაძისა და რეზო ბელქანიას "ლა სეინის" შეხვედრა "რომანთან" გადაიდო. არ უთამაშია სტუმრად "გრასთან" ირაკლი გიორგაძის "ლავორსაც".

B ჯგუფი
ბეზიე-შატორენარი 31:12, ლა სეინი-რომანი (გადაიდო), გროლე-ნიცა 15:6, ბლანიაკი-მონტობანი 17:14, გრასი-ლავორი (გადაიდო), ობენა-ვალანსი 12:12.
სატურნირო მდგომარეობა
1. ბეზიე - 40 ქულა, 2. მონტობანი - 34, 3. ნიცა - 31, 4. ბლანიაკი - 30, 5. ლავორი - 29, 6. რომანი - 27, 7. ობენა - 26, 8. ვალანსი - 26, 9. შატორენარი - 25, 10. ლა სეინი - 22, 11. გროლე - 20, 12. გრასი - 9.


* * *
პირველივე ტურიდან მოყოლებული, C ჯგუფში სატურნირო ცხრილს სათავეში თედო ზიბზიბაძის, ალექსანდრე მარგველაშვილის, დავით დადუნაშვილისა და ირაკლი ნინიძის "პერიგო" უდგას. პერიგოელებმა მხოლოდ ერთი თამაში წააგეს და თერთმეტი მოიგეს.

"პერიგომ" მე-12 ტურში სტუმრად ითამაშა გიორგი ნაცარაშვილის "სენ ჟუნიენთან" და 23:6 მოიგო. ზიბზიბაძემ, რომელმაც სრულად ითამაშა, 63-ე წუთზე ლელო გაიტანა. მან მეტოქის გადაცემა ჩაჭრა და ლელომდე 50 მეტრი ირბინა.

მარგველაშვილმა სრულად ითამაშა, დადუნაშვილი 72-ე წუთზე შეცვალეს.

ვახტანგ მაისურაძის "სენ ნაზერმა" შინ მოუგო ირაკლი გუნდიშვილისა და შოთა საყვარელიძის "ნიორს" - 34:19. მაისურაძემ სრულად ითამაშა. სენ ნაზერელებს ახლა 27 ქულა აქვთ და მე-6 ადგილზე არიან.

C ჯგუფი
რიბერაკი-ლიმოჟი 8:41, ტური-ვანი 0:54, პაი დუ მედოკი-ლანჟონი 3:20, სენ ჟუნიენი-პერიგო 6:23, სენ ნაზერი-ნიორი 34:19, მარმანდი-სენ მედარი 38:21.
სატურნირო მდგომარეობა
1. პერიგო - 52 ქულა, 2. ლიმოჟი - 47, 3. ვანი - 43, 4. ლანჟონი - 38, 5. მარმანდი - 36, 6. სენ ნაზერი - 27, 7. სენ მედარი - 26, 8. სენ ჟუნიენი - 24, 9. რიბერაკი - 19, 10. პაი დუ მედოკი - 14, 11. ნიორი - 8, 12. ტური - 8.


* * *
D ჯგუფი ერთადერთია, სადაც ქართველ მორაგბეთა გუნდები არ ლიდერობენ, თუმცა დავით ბოლღაშვილისა და სოსო ნიკოლაენკოს "ლილი" სატურნირო ცხრილში ნელ-ნელა მაღლა მიიწევს და ახლა 43 ქულით მესამე ადგილზეა. "ლილმა" მე-12 ტურში შინ მოუგო "მოლეონს" 40:3.

საბა ქართველიშვილის "ლანამეზანმა", რომელიც 38 ქულით მე-5 ადგილზეა, სტუმრად მოუგო კარლენ ასეიშვილის "ორტეზს" - 24:18. "ორტეზი" 19 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა.

მერაბ კვირიკაშვილის, ბექა ურჯუკაშვილის, ლევან დათუნაშვილის, რეზო გიგაურისა და დავით ბალანჩივაძის "ფიჟაკმა" სტუმრად დიდი ანგარიშით წააგო ჯგუფის ლიდერ "ტიროსთან" - 0:53. ფიჟაკელებს 25 ქულა აქვთ და მე-10 ადგილზე არიან.

D ჯგუფი
ლურდი-მორლაა 23:16, ლილი-მოლეონი 40:3, კასტანე-ტურნეფოი 17:3, კაორი-სენ ჟან დე ლუზი 19:26, ორტეზი-ლანამეზანი 18:24, ტიროსი-ფიჟაკი 53:0.
სატურნირო მდგომარეობა
1. ტიროსი - 58 ქულა, 2. კასტანე - 43, 3. ლილი - 43, 4. სენ ჟან დე ლუზი - 39, 5. ლანამეზანი - 38, 6. მოლეონი - 33, 7. ოლორონი - 31, 8. ლურდი - 26, 9. მორლაა - 25, 10. ფიჟაკი - 25, 11. ტურნეფოი - 23, 12. ორტეზი - 19, 13. კაორი - 19.



.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული