გულივერას კიდევ ერთი აღიარება

AutoSharing Option
ფრანგულმა ყოველდღიურმა სარაგბო გაზეთმა "მიდი ოლიმპიკმა" საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი მამუკა გორგოძე საფრანგეთის ჩემპიონატის დეკემბრის თვის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა. გორგოძეს, შვიდი ნომრის პოზიციაზე, კონკურენტი არ ჰყავს.

აღსანიშნავია, რომ ეს გორგოძის პირველი აღიარება არა არის. ახლახან ამავე გაზეთმა ის საფრანგეთის ჩემპიონატის პირველი წრის ნაკრებშიც დაასახელა. აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ "გულივერა" უნივერსალურ მორაგბედ ჩამოყალიბდა. მან ბოლო მატჩში, "პერპინიანთან" მეორე ხაზში ითამაშა.

ჰოდა, რა გასაკვირია, რომ გორგოძის გადაბირება რამდენიმე კლუბს უნდა. მისი ხელში ჩაგდება დიდი ხანია სურს "ტულონის" მულტიმილიონერ პრეზიდენტ მურად ბურჯელალს.

პოლიგრაფიის მაგნატს
ახალი კონკურენტი გამოუჩნდა, პარიზული "მეტრო რასინგის" პრეზიდენტი ჟაკ ლორენზეტი, რომელიც ასევე დიდი ფულის პატრონია. ის უძრავი ქონების ბაზარზე მოღვაწეობს და მარტო საფრანგეთში 3 ათასი ოფისი აქვს. ლორენზეტი ფლობს ასევე უძრავ ქონებას იტალიაში, ესპანეთსა და შვეიცარიაში.

ასე რომ, ბურჯელალს გორგოძის დასათანხმებლად სერიოზული გარჯა მოუწევს. მით უფრო, რომ მამუკას გაშვება არც "მონპელიეს" ხელმძღვანელობას სურს. ერთი სიტყვით, სად განაგრძობს გორგოძე კარიერას, უახლოეს ერთ თვეში გადაწყდება.





.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული