პირველხაზელთა ეპიდემია კლერმონში

AutoSharing Option
საფრანგეთის ჩემპიონ "კლერმონს" პირველხაზელთა ტრავმების ეპიდემიამ დარია ხელი. ჩემპიონატის ბოლო მატჩში "ბრივთან" მუხლი დაიშავა "ვულკანების" არგენტინელმა შერკინების კვაჭმა მარიო ლედესმა. მანამდე, გუნდს კიდევ ერთი არგენტინელი, შერკინების ბურჯი მარტინ სკელსო გამოაკლდა, რომელიც, სავარაუდოდ, სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს.

როგორც "კლერმონის" ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება, საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯი დავით ზირაქაშვილიც დაშავებულია.

"ქართველს დიდი ხანია მხარი სტკივა. ამჯერად, ტკივილმა ისე შეაწუხა, რომ ექიმები იძულებულნი გახდნენ სპეციალური კველვა ჩაეტარებინათ. შედეგად ზირაქაშვილი, მინიმუმ ერთი კვირა დაისვენებს და "ჰაინეკენის თასის" გათამაშებაში "მეტრო რასინგთან" ვერ ითამაშებს", - ნათქვამია
კლუბის მიერ გავრცელებულ კომუნიკეში.






.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული