გასულ უქმეებზე პლეი ოფის პირველი მატჩები გაიმართა. ლაშა მალაღურაძის "ბაგნერე" შინ დაუპირისპირდა "ნევერს" და 16:26 დამარცხდა. მალაღურაძემ ძირითად შემადგენლობაში შუამარბის პოზიციაზე ითამაშა. მან ერთი საჯარიმო გაიტანა (3 ქულა). განმეორებით მატჩს ბაგნერელები სტუმრად გამართავენ და უნდა ვივარაუდოთ, რომ მომდევნო ეტაპზე გასვლის მიზერული შანსი აქვთ.
ასტამურ იოსელიანის "რომანი" შინ დამარცხდა "ანგულემთან" - 6:12 და განმეორებით მატჩში, სავარაუდოდ, ჩვენებურის ეს გუნდიც უშანსოდაა. იოსელიანი ძირითად შემადგენლობაში
გიორგი ჩხაიძისა და გიო სორდიას "ლილმა" სტუმრად მოუგო "ოლორონს" - 21:16. დავით ბოლღაშვილის სამწყსომ ამ გამარჯვებით წინ დიდი ნაბიჯი გადადგა მეოთხედფინალისკენ.
სორდია სათადარიგოთა შორის იყო და 55-ე წუთზე შეცვალეს, ჩხაიძე განაცხადში არ იყო.
გიორგი სულუაშვილის "ბურგ ან ბრესმა" შინ დიდი ანგარიშით წააგო "ვანთან" - 24:47 და განმეორებითი მატჩის წინ სრულიად უშანსოდაა. სულუაშვილი განაცხადში არ იყო.
ბაჩუკი გუჯარაიძის, ბექა ურჯუკაშვილისა და ნიკოლოზ კაზალიკაშვილის "ლიმოჟმა" შინ წააგო თორნიკე ლომიძის "ოშთან" - 21:31. ლომიძე და გუჯარაიძე ძირითად შემადგენლობაში იყვნენ და ერთდროულად, 50-ე წუთზე შეცვალეს; კაზალიკაშვილი თამაშში მე-60 წუთიდან ჩაერთო, ურჯუკაშვილი განაცხადში არ იყო.
"ოში" ტურნირის დასაწყისიდანვე D ჯგუფში ლიდერობდა და გათამაშების ერთ-ერთი უმთავრესი კანდიდატია.
საბა ქართველიშვილის "შამბერი" სტუმრად დამარცხდა "ტიროსთან" - 16:19. მიუხედავად ამისა, შამბერელებს განმეორებითი მატჩის წინ კარგი შანსი აქვთ, სამქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრან.
ქართველიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 70-ე წუთზე შეცვალეს.
რეზო გიგაურის, მერაბ კვირიკაშვილისა და ლევან მოდებაძის "მონლუსონმა" შინ წააგო ნიკა პატარაიასა და გიორგი ზაქაშვილის "ექსთან" - 17:19.
კვირიკაშვილმა სრულად ითამაშა და ოთხი საჯარიმო გაიტანა (12 ქულა), გიგაური ძირითად შემადგენლობაში იყო და 49-ე წუთზე შეცვალეს, თავიდან ბოლომდე ითამაშა "ექსის" შემადგენლობაში ზაქაშვილმა, თუმცა ის 66-ე წუთზე მატჩის არბიტრმა სინბინში გაუშვა, პატარაიამ მოედანი 79-ე წუთზე დატოვა, მოდებაძე განაცხადში არ იყო.
ფედერალ 1
1/8-ფინალი
ბაგნერე-ნევერი 16:26, რომანი-ანგულემი 6:12, ოლორონი-ლილი 16:21, ბურგ ან ბრესი-ვანი 24:47, ლიმოჟი-ოში 21:31, ტიროსი-შამბერი 19:16, მონლუსონი-ექსი 17:19, ლანჟონი-ობენა 18:16.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"