გულივერა მონპელიეში სამი წლით დარჩა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მესამეხაზელმა მამუკა გორგოძემ ფრანგულ კლუბ "მონპელიესთან" კონტრაქტი სამი წლით გააგრძელა. როგორც ყოველდღიური ფრანგული სარაგბო გაზეთი "მიდი ოლიმპიკი" იუწყება, გორგოძესთან მოლაპარაკება გუშინ მთელი დღე მიმდინარეობდა და გვიან ღამით დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ გორგოძეს წინასწარი შეთანხმება ჰქონდა დავით ქუბრიაშვილის "ტულონთან". ჯერჯერობით უცნობია, რა რეაქცია ექნებათ ტულონელთა ხელმძღვანელებს.

"მონპელიეში" დარჩებიან 2014 წლის ივნისამდე გუნდის სხვა ლიდერებიც, მესამეხაზელი ფულენსე უედრაოგო და ცხრა ნომერი ჟულიენ ტომასი. არაოფიციალური ინფორმაციით, სავარაუდოდ, გუნდში დარჩება შერკინების ქართველი ბურჯი გიორგი ჟღენტიც. კიდევ ერთ ქართველ პირველხაზელს, გოდერძი შველიძეს კი კონტრაქტი
2012 წლის ივნისში უმთავრდება.

ჯერჯერობით გაურკვეველია, სად ითამაშებს ახალი სეზონიდან საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი გიორგი ჩხაიძე.

შეგახსენებთ, რომ გორგოძეზე დიდი ხანია საფრანგეთის უძლიერესი კლუბები, "ტულონი" და "მეტრო რასინგი" ნადირობდნენ, თუმცა "გულივერამ" ისევ "მონპელიეში" თამაში ამჯობინა, მით უფრო, რომ კლუბის ხელმძღვანელები, სამომავლოდ, მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას ისახავენ მიზნად და გუნდის გაძლიერებას აპირებენ.





.







მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული