დავით ქუბრიაშვილისა და ზურაბ ჟვანიას "სტად ფრანსემ" კიდევ ერთი ქართველის, დავით ხინჩაგიშვილის "მეტრო რასინგს", ყველასთვის მოულოდნელად, საკმაოდ იოლად სძლია - 38:15. პარიზულ დერბიში ორი უძველესი ფრანგული კლუბის დაპირისპირებაში მოვლენების ასე განვითარებას, ალბათ, ვერავინ იწინასწარმეტყველებდა.
"სტად ფრანსე" 39-ე წუთამდე 17:0-ს იგებდა და "მეტრო რასინგის" მორაგბეებმა ანგარიშში სხვაობის შემცირება მხოლოდ ტაიმის მიწურულსღა შეძლეს.
შესვენების შემდეგ სტადფრანსელებს
აღსანიშნავია, რომ "სტად ფრანსეს" გამარჯვებაში ლომის წილი სამხრეთაფრიკელმა მგეზავმა მორნი სტეინმა დაიდო, რომელმაც მეტოქეს რვა საჯარიმო და ორი გარდასახვა გაუტანა (28 ქულა).
ხინჩაგიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 47-ე წუთზე შეცვალეს, ქუბრიაშვილი მოედანზე 67-ე წუთიდან გამოჩნდა, ჟვანიას არ უთამაშია.
ასევე მოულოდნელი სცენარით წარიმართა ბრძოლა ვასილ კაკოვინის "ტულუზსა" და "ოიონაქსს" შორის. ამ უკანასკნელმა შესანიშნავი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა და ფრანგული რაგბის გრანდს 74-ე წუთამდე უგებდა - 19:15. ტულუზელებმა სწორედ ამ დროს, თითქოს მეორე სუნთქვა გაეხსნათო, ტემპს მოუმატეს და ხანგრძლივი, მრავალფაზიანი შეტევის შემდეგ გამარჯვების ლელო გაიტანეს - 20:19. კაკოვინი განაცხადში არ იყო.
"ტულუზის" მეტოქე ნახევარფინალში დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონი" იქნება.
I დივიზიონი
პლეი ოფი
სტად ფრანსე-მეტრო რასინგი 38:15
ტულუზი-ოიონაქსი 20:19
ნახევარფინალი
ტულონი-სტად ფრანსე
კლერმონი-ტულუზი
ფედერალ 1 დივიზიონში ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩები გაიმართა. ნიკა პატარაიასა და გიორგი ზაქაშვილის "ექსმა" შინ დაამარცხა საბა ქართველიშვილის "შამბერი" - 27:12.
ექსელებს პირველი მატჩი სტუმრად 14 ქულით ჰქონდათ წაგებული და მეტოქეს ზუსტად იმდენქულიანი სხვაობით სძლიეს, რამდენიც სჭირდებოდათ. შედეგად, ჩვენებურთა ამ გუნდმა ფინალის საგზურთან ერთად ელიტურ, მეორე დივიზიონში თამაშის უფლებაც მოიპოვა.
მერე გუნდი, რომელიც მეორე დივიზიონის საგზური მოიპოვა, გიორგი ჩხაიძისა და გიო სორდიას "ლილია", რომელმაც "ნევერს" მოუგო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"