ლეგიონი: ქუბრიაშვილი და ჟვანია საფრანგეთის ჩემპიონები გახდნენ

AutoSharing Option
საფრანგეთის ჩემპიონის ტიტული ქართველი მორაგბეების დავით ქუბრიაშვილისა და ზურაბ ჟვანიას "სტად ფრანსემ" მოიპოვა.

პარიზელებმა, რომლებსაც წლეულს ფინალში არავინ ელოდა, გათამაშების დასკვნით ეტაპზე შესანიშნავად იასპარეზეს. ფინალში, ფრანგული და ევროპული რაგბის გრანდს, დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონს" სძლიეს - 12:6.

დავით ქუბრიაშვილი საფრანგეთის ჩემპიონი პირველად გახდა. მას აქამდე "ტულონის" შემადგენლობაში "ჰაინეკენის თასი" ჰქონდა მოგებული. ჟვანიასთვის, რომელიც თანაგუნდელზე გაცილებით ახალგაზრდაა, საფრანგეთის ჩემპიონობა ასევე პირველი დიდი ტიტულია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული