მიხეილ ნარიაშვილი საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო პირველ ნომრად დაასახელეს

AutoSharing Option
rugby-transferts.com-მა საფრანგეთის სარაგბო სეზონის შეჯამება დაიწყო. საიტი გულშემატკივართა გამოკითხვას პოზიციების მიხედვით იწყებს - 16 ივნისს საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო პირველი ნომერის გამოსავლენი გამოკითხვა გაიმართა.

სასიხარულოა, რომ გამოკითხვა ქართველმა მორაგბემ, "მონპელიეს" ბურჯმა მიხეილ ნარიაშვილმა მოიგო. მან 2,9 ათასი გამოკითხულიდან 30%-ის ხმები მიიღო.

"ნარიაშვილი ჯერ მხოლოდ 25 წლისაა, თუმცა უკვე ბოსია "მონპელიეში". ამ სეზონში 22 მატჩი ითამაშა და 21-ში სასტარტოში იყო. ქართველი გვაოცებს ახლო ბრძოლაში ბრწყინვალე ასპარეზობით და დინამიკური თამაშით.

მისმა თანამემამულე დავით ზირაქაშვილმა "კლერმონიდან" ამას წინათ განაცხადა, რომ ნარიაშვილი თავის პოზიციაზე ახლა
საუკეთესოა", - წერს გამოცემა.

მეორე ადგილზე ხმების 26%-ით ანტუან ტიში გავიდა "ოიონაქსიდან", მესამეზე კი სამხრეთაფრიკელი - ჰეინკე ფან დერ მერვე (სტად ფრანსე).
მკითხველის კომენტარები / 7 /
რაგბის გულშემატკივართა ეგიდით გამართულ ი გამოკითხვის შედეგად მოპოვებულ პირველ ადგილს მიხეილმა ყოველდღიური სარაგბო გამოცემა ,,მიდი ოლიმპიკის,,გამოკითხვით პირველ ნომრებში მეორე ადგილი მიუმატა,ვუსურვებ ჩვენ საამაყო სპორცმენს მორიგ აღიარებებს,იგი საამაყო მამულიშვილია
ლუკა
00:06 20-06-2015
0
ვულოცავ მიხეილ ნარიაშვილს ამ აღიარებას,ვუსურვებ ახალახალ წარმატებებს,ჯამრთელობას და ოჯახურ იდილიას,საქართველოს უმრავლოს ასეთი ვაჟკაცები
პაატა
19:02 17-06-2015
0

სიახლეები პოპულარული