ლევან ჩილაჩავა და დავით ზირაქაშვილი Midi Olympique-ის ჩემპიონატის საუკეთესო მე-3 ნომრებში

AutoSharing Option
ყოველდღიური სარაგბო გამოცემა Midi Olympique აჯამებს საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატს და ყოველ პოზიციაზე საუკეთესო მორაგბეების ხუთეულებს ასახელებს.

მე-3 ნომერთა შორის გამოცემამ ეს ხუთეული გამოარჩია: რაბაჰ სლიმანი (სტად ფრანსე), კარლ ჰეიმანი (ტულონი), ნიკოლა მასი (მონპელიე), მარკ კლერი (ოიონაქსი) და ჟან-ბაპტისტ პუ (ბორდო).

გამოცემა გულშემატკივრებს თავიანთი ვერსიით საუკეთესოს დასახელების საშუალებას აძლევს. გამოკითხვაში ზემოთ ნახსენებ ხუთეულთან ერთად, ლევან ჩილაჩავა (ტულონი) და დავით ზირაქაშვილი (კლერმონი) არიან. გამოკითხვაში მონაწილეობის მიღება ამ მისამართზეა შესაძლებელი.

გამოცემამ საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო პირველ ნომრებში მეორე ადგილზე მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე) დაასახელა, ხოლო გამოკითხვაში
მასთან ერთად იყო კარლენ ასიეშვილიც (ბრივი).
მკითხველის კომენტარები / 1 /
გისურვებთ წარმატებებს,ახალახალი მწვერვალების დაპყრობას,რაც მთავარია გულშემატკივართა თანადგომას და მხარდაჭერას ცხოვრების ყველა ეტაპზე,ერის საამაყო შვილები ხართ
პაატა
23:25 19-06-2015
0

სიახლეები პოპულარული