"ვის არ სურს ფიზიკურად ძლიერი მეორეხაზელი მამუკა გორგოძე თავის გუნდში? შესაძლოა, ის "ტულონიდან" "ბორდოში" გადავიდეს. ჟირონდელთა პრეზიდენტი ლორან მარტი არ ჩქარობს და გადაწყვეტილებას მსოფლიოს თასის დასრულებისთანავე მიიღებს, თუმცა ამბობენ, რომ გორგოძის კონტრაქტი მზადაა.
30 წლის ექსმონპელიელ მორკინალს ნაკლებად ათამაშებენ "ტულონში" და ის შესაძლოა, მშვიდობიანად დაშორდეს კლუბს. გორგოძეს "ტულონთან" კიდევ 2-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს, მაგრამ გუნდში ვერმულენისა და შარლ ოლივიონის მისვლით, გორგოძემ შეიძლება კიდევ უფრო ცოტა დრო გაატაროს მოედანზე.
შთამბეჭდავი ფიზიკური მონაცემების პატრონი "გორგოძილა" ერთ-ერთი