ზირაქაშვილი ძირითადში ბრუნდება

AutoSharing Option
საფრანგეთის ჩემპიონ, დავით ზირაქაშვილის "კლერმონს" ტრავმები მიეძალა. დაშავებულ არგენტინელ პირველხაზელებს, მარიო ლედესმას და მარტინ სკელსოს, კიდევ რამდენიმე მორაგბე დაემატა, რომლებმაც ინგლისურ "სარასენზთან" "ჰაინეკენის თასის" გათამაშების ჯგუფური ტურნირის ბოლო შეხვედრა გამოტოვეს.

"ვულკანების" ქომაგთა საბედნიეროდ რამდენიმე მათგანმა ტრავმის მოშუშება შეძლო და შაბათს, საფრანგეთის ჩემპიონატის მატჩში, "მეტრო რასინგის" წინააღმდეგ ითამაშებს. მათ შორისაა საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯი დავით ზირაქაშვილიც, რომელსაც მხარი აწუხებდა. მის გარდა პარიზელებთან თამაშს შეძლებენ ასევე, ბრუკ ჯეიმზი, სიონე ლაუკი და ენტონი ფლოში.






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული