12:54 09-11-2015
რაგბი. ლეგიონი: თამაზ მჭედლიძის წყვილი ლელო ფრანგულ ელიტაში [VIDEO]
AutoSharing Option
თამაზ მჭედლიძისა და გიორგი თეთრაშვილის "აჟენმა" სტუმრად ითამაშა გიორგი ნაცარაშვილის "პოსთან" და 31:33 დამარცხდა. ამ მატჩში გამორჩეული იყო საქართველოს ნაკრების გარემარბი თამაზ მჭედლიძე, რომელმაც მეტოქეს 28-ე და 66-ე წუთებზე ორი ლელო გაუტანა. სამწუხაროდ, მისი ძალისხმევა გამარჯვების მოსაპოვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.
"აჟენს" აქამდე მხოლოდ ორი მატჩი ჰქონდა მოგებული და ახლა სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა. მჭედლიძემ სრულად ითამაშა, თეთრაშვილი და ნაცარაშვილი განაცხადში არ იყვნენ.
მერვე ტურში ორმა "ქართულმა გუნდმა" მოიგო დიდი ანგარიშით. მამუკა გორგოძის, კონსტანტინე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას "ტულონმა" შინ დაამარცხა მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიე" - 52:8. ამ მატჩში ტულონელთა რიგებში ავსტრალიელი ქუეიდ კუპერისა და ფიჯელი ჯოსაია ტუისოვას დებიუტი შედგა. ამ უკანასკნელმა ეს ამბავი ჰეთ თრიკით აღნიშნა.
ჩილაჩავა თამაშში 48-ე წუთიდან ჩაერთო, გორგოძე მოედანზე 11 წუთის მერე გამოჩნდა, მიქაუტაძემ კი ბოლო 19 წუთი ითამაშა, ნარიაშვილი მონპელიელთა განაცხადში არ იყო.
ვასილ კაკოვინის "ტულუზმა" ასევე დიდი სხვაობით დაამარცხა "გრენობლი" - 52:12. ამ შეხვედრაში ჰეთ თრიკი შუამარბმა გაელ ფიკოუმ შეასრულა. კაკოვინი ძირითად შემადგენლობაში იყო და 47-ე წუთზე შეცვალეს.
კარლენ ასეიშვილის, გოდერძი შველიძისა და გიორგი ჟღენტის "ბრივმა" შინ დაამარცხა "ბორდო" - 16:3 და საპლიოფო ექვსეულში დაიკავა ადგილი. ასეიშვილი თამაშში 45-ე წუთიდან ჩაერთო. სხვა ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ.
დავით ხინჩაგიშვილის "მეტრო რასინგი" სტუმრად დამარცხდა "კასტრთან" - 8:34, თუმცა ლიდერთა შორის ადგილს მაინც ინარჩუნებს. ხინჩაგიშვილი თამაშში 58-ე წუთიდან ჩაერთო.
დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონი" სტუმრად დამარცხდა ზურაბ ჟვანიას, დავით ქუბრიაშვილისა და გიორგი მელიქიძის "სტად ფრანსესთან" - 9:14. კოლელიშვილი თამაშში 50-ე წუთიდან ჩაერთო.
ზირაქაშვილი და ქუბრიაშვილი ტრავმირებულნი არიან, ჟვანია და მელიქიძე განაცხადში არ იყვნენ.
I დივიზიონი. VIII ტური
ტულონი-მონპელიე 52:8, ლა როშელი-ოიონაქსი 38:3, პო-აჟენი 33:31, ბრივი-ბორდო 16:3, ტულუზი-გრენობლი 52:12, კასტრი-მეტრო რასინგი 34:8, სტად ფრანსე-კლერმონი 14:9
სატურნირო მდგომარეობა
1. კლერმონი - 29 ქულა, 2. ტულუზი - 27, 3. მეტრო რასინგი - 24, 4. ტულონი - 22, 5. ბრივი - 22, 6. მონპელიე - 22, 7. ბორდო - 19, 8. გრენობლი - 18, 9. ლა როშელი - 16, 10. კასტრი - 15, 11. პო - 13, 12. სტად ფრანსე - 13, 13. ოიონაქსი - 10, 14. აჟენი - 9.
IX ტური
მონპელიე-ლა როშელი, მეტრო რასინგი-ტულუზი, ოიონაქსი-ბრივი, ბორდო-პო, აჟენი-კასტრი, კლერმონი-ტულონი, გრენობლი-სტად ფრანსე
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული