ტური ლიდერების, "კლერმონისა" და პარიზული "მეტრო რასინგის" დაპირისპირებით გაიხსნა. "ვულკანებს" ტრავმის მოშუშების შემდეგ რამდენიმე წამყვანი მოთამაშე დაუბრუნდა. ჩემპიონებმა, როგორც ჩანს, საკუთარ თამაშს მიაგნეს და ტიტულის დათმობას არ აპირებენ.
კლერმონელთა უპირატესობა საგრძნობი იყო, რაც სამ ლელოში აისახა. პარიზელებს მოგების იმედი მხოლოდ მეორე ტაიმის
ზირაქაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 68-ე წუთზე შეცვალეს. "კლერმონი" ახლა 49 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა.
საგრძნობლად დათმო პოზიციები მამუკა გორგოძის, გიორგი ჩხაიძის, გიორგი ჟღენტის და გოდერძი შველიძის "მონპელიემ". ჩვენებურთა გუნდმა მე-17 ტურში სტუმრად წააგო გათამაშების ლიდერ "ტულუზთან" - 9:29. მონპელიელები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში პირველ-მეორე ადგილებზე იმყოფებოდნენ, ამჟამად მეხუთე საფეხურზე დაქვეითდნენ.
"ტულზთან" მატჩში მხოლოდ ჟღენტმა ითამაშა. ის ძირითად შემადგენლობაში იყო და 63-ე წუთზე შეცვალეს. გორგოძემ ვარჯიშისას წელი იტკინა და არ უთამაშია, შველიძე და ჩხაიძე განაცხადში არ იყვნენ.
დავით ქუბრიაშვილის "ტულონს" ინგლისელი მგეზავის, ჯონი ვილკინსონის არყოფნაში ძალიან გაუჭირდა ერთ-ერთი აუტსაიდერის "ლა როშელის" დამარცხება - 12:9. ტულონელები 67-ე წუთამდე 5:9 აგებდნენ და გამარჯვებას სამოელი შუამარბის, ფოტო აუელას ლელოს წყალობით მიაღწიეს.
ქუბრიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და ახალზელანდიელმა კარლ ჰეიმენმა 63-ე წუთზე შეცვალა. "ტულონს" 45 ქულა დაუგროვდა მე-7 ადგილზეა.
ერთი ქულით მეტი აქვს და მე-6 ადგილზეა ანტონ ფეიქრიშვილისა და აქვსენტი გიორგაძის "კასტრი". ჩვენებურთა გუნდმა შინ დაამარცხა პარიზული "სტად ფრანსე" - 34:12. მასპინძელთა რიგებში გამორჩეული იყო ფულბეკი რომენ ტულე, რომელმაც გუნდს 24 ქულა მოუტანა (ერთი ლელო, ორი გარდასახვა და ხუთი საჯარიმო).
ფეიქრიშვილი სათადარიგოთა შორის იყო და თამაშში 53-ე წუთიდან ჩაერთო, გიორგაძეს არ უთამაშია.
ბექა შეყლაშვილის "აჟენმა", რომელიც დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის, შინ დაამარცხა აუტსაიდერი "ბურგუენი" - 26:9. ამ გამარჯვების შემდეგ აჟენელებმა 28 ქულა დააგროვეს და სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზე არიან. შეყლაშვილმა სრულად ითამაშა.
სამწუხაროდ, შინ 18:26 დამარცხდა ბასკურ "ბაიონთან" დავით ხინჩაგიშვილისა და ვასილ კაკოვინის "ბრივი", რომელიც "აჟენის" მსგავსად ელიტურ, პირველ დივიზიონში დარჩენისთვის იბრძვის.
მატჩის პირველი ტაიმი საკამოდ დაძაბული გამოდგა და ფრედ 6:6 დამთავრდა. შესვენების შემდეგ სტუმრებმა თამაშის ტემპს უმატეს და ანგარიშში საგრძნობლად დაწინაურდნენ. 57-ე წუთზე ხინჩაგიშვილმა "ბაიონს" ლელო გაუტანა და სხვაობა ოდნავ შეამცირა, თუმცა ეს მატჩის გადასარჩენად საკმარისი არ გამოდგა. მის ნაცვლად ორი წუთის შემდეგ თამაშში კაკოვინი ჩაერთო.
"ბრივს" ახლა 26 ქულა აქვს და ბოლსოწინა, მე-13 ადგილზეა.
I დივიზიონი
XVII ტური
კლერმონი-მეტრო რასინგი 31:15, ბიარიცი-პერპინიანი 23:21, ბრივი-ბაიონი 18:26, ტულონი-ლა როშელი 12:9, კასტრი-სტად ფრანსე 34:12, ტულუზი-მონპელიე 29:9, აჟენი-ბურგუენი 26:9.
სატურნირო მდგომარეობა
1. ტულუზი - 56 ქულა, 2. კლერმონი - 49, 3. მეტრო რასინგი - 49, 4. ბიარიცი - 48, 5. მონპელიე - 47, 6. კასტრი - 46, 7. ტულონი - 45, 8. ბაიონი - 44, 9. სტად ფრანსე - 40, 10. პერპინიანი - 36, 11. აჟენი - 28, 12. ლა როშელი - 27, 13. ბრივი - 26, 14. ბურგუენი - 5.
XVIII ტური
ლა როშელი-ტულუზი, ტულონი-ბრივი, პერპინიანი-აჟენი, მეტრო რასინგი-კასტრი, ბაიონი-ბურგუენი, მონპელიე-კლერმონი, სტად ფრანსე-ბიარიცი.
ესპუართა გათამაშების A ჯგუფში, სატურნირო ცხრილის პირველი ორი საფეხური ქართველ მორაგებთა გუნდებს, "ტულონსა" და "კლერმონს" უკავიათ. მე-11 ტურში ერთმანეთს სწორედ ეს გუნდები დაუპირისპირდნენ. ვიქტორ კოლელიშვილისა და გიორგი ჯიმშელაძის "კლერმონმა" შინ ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონს" მოუგო 34:10. ერთი ლელო მეტოქეს კოლელიშვილამ გაუტანა, რომელმაც ვარცხნილობა შეიცვალა და მეტოქეს თავზარს უფრო მეტად სცემს.
"კლერმონმა" 32 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზეა, "ტულონი" მას ექვსი ქულით უსწრებს.
გიორგი მენაბდიშვილის "გრენობლი", რომელიც 23 ქულით მე-7 ადგილზეა, სტუმრად დამარცხდა "ბაიონთან" 22:38.
ესპუარები
XI ტური
პო-აჟენი 31:6, ბაიონი-გრენობლი 38:22, კლერმონი-ტულონი 34:10, პერპინიანი-ბურგუენი 22:7, მონპელიე-ტულუზი 12:29.
სატურნირო მდგომარეობა
1. ტულონი -38 ქულა, 2. კლერმონი - 32, 3. პერპინიანი - 26, 4. აჟენი - 24, 5. პო - 24, 6. ტულუზი - 23, 7. გრენობლი - 23, 8. ბაიონი - 23, 9. ბურგუენი - 21, 10. მონპელიე - 20.
XII ტური
მონ დე მარსანი-კასტრი, ლიონი-ნარბონი, ლა როშელი-ბორდო, ტარბი-ბიარიცი, ბრივი-სტად ფრანსე.
.