11:50 01-12-2015
მისი თამაშის ხილვა ერთი სიამოვნებაა - მამუკა გორგოძე "მიდი ოლიმპიკის" სიმბოლურში
AutoSharing Option
შეხვედრა ფრანგული რაგბის ორ გრანდს შორის კლერმონში გაიმართა და ტულონელთა გამარჯვებით დამთავრდა - 35:9. სტუმრებმა მეტოქე, რომელიც საკუთარ მოედანზე ძალზე იშვიათად აგებს, თითქმის ყველა კომპონენტში დაჩაგრეს.
მამუკა გორგოძე კი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
აი, რას წერს მასზე ყოველდღიური სარაგბო გაზეთი "მიდი ოლიმპიკი": "ლობე, ვერმულენი, გორგოძე - ეს "ტულონის" მეფური მესამე ხაზია. გორგოძემ კი ამ შეხვედრაში იდეალურად ითამაშა. თუ წინა სეზონი მამუკასთვის სათანადოდ კარგი არ გამოვიდა, ამჟამად ბრწყინვალე ფორმაშია და კონტაქტურ თამაშში შეუდარებელია".
აღსანიშნავია, რომ "მიდი ოლიმპიკმა" სამივე მესამეხაზელი ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.
"ტულონის" რიგებში სამივე ქართველმა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა. კონსტანტინე მიქაუტაძე 48-ე წუთზე შეცვალეს, ლევან ჩილაჩავამ მოედანი რვა წუთის შემდეგ დატოვა, გორგოძემ მასზე 13 წუთით მეტი ითამაშა. ძირითად შემადგენლობაში იყო "კლერმონის" შერკინების ქართველი ბურჯი დავით ზირაქაშვილი, რომელიც 62-ე წუთზე შეცვალეს; ვიქტორ კოლელიშვილი ტრავმირებულია.
წაგების მიუხედავად, გათამაშებას 29 ქულით ისევ "კლერმონი" ლიდერობს. "ტულონი" მას ორი ქულით ჩამორჩება და მესამე ადგილზეა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
გაიხარე მამუ!
0
0
გორგოძესთან ერთად ჩილაჩავაც საუკეთესო იყო. მე ვნახე ეს თამაში და შეგიძლიათ მენდოთ. წარმატებები ჩვენს ბიჭებს
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული