საფრანგეთის ჩემპიონატის მე-9 ტური ყველაზე ხვავრიელი გამოდგა ქართველი ლეგიონერების მონაგარში. პირველი ლელო მიითვალა ელიტაში გაგი ბაზაძემ (ლა როშელი), "მიდი ოლიმპიკმა" ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა საქართველოს ნაკრებისა და "ტულონის" ლიდერი მამუკა გორგოძე.
მე-9 ტურის სიმბოლური ნაკრების საკუთარი ვერსია დაასახელა ფრანგულმა სარაგბო ვებსაიტმა www.rugbyrama.fr-მა, რომელშიც ერთბაშად სამი ქართველი მოხვდა.
მამუკა გორგოძესთან ერთად საუკეთესოთა შორის
სიმბოლური ნაკრები
15. გაეტან ჯერმაინი, 14. ჟულიენ კამინატი (კასტრი), 13. სოფიან გაუტიონი (ბორდო), 12. ანრი შავანსი (მეტრო რასინგი), 11. დრიუ მიჩელი (ტულონი), 10. ჟული პლისიონი (სტად ფრანსე), 9. იან ლესჟორგე (ბორდო). 1. მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), 2. დიმიტრი სჟარჟევსკი (მეტრო რასინგი), 3. ლევან ჩილაჩავა (ტულონი), 4. სამუ მანოა (ტულონი), 5. პეტ მარიასი (ბრივი), 6. მამუკა გორგოძე (ტულონი), 7. ლუი-ბენუა მადოლი (ბორდო), 8. პეტრუს ჰაუმანი (ბრივი).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"