მამუკა გორგოძემ შესაძლოა "ტულონი" დატოვოს

AutoSharing Option
ფრანგული "ტულონის" ქართველმა ლეგიონერმა მამუკა გორგოძემ, შესაძლოა, ზაფხულში გუნდი გამოიცვალოს.

"მონპელიეში" გატარებული 9, ხოლო "ტულონში" გატარებული 2 სეზონის შემდეგ, საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტნის შეძენა მესამე ფრანგულ გუნდს, პარიზულ "მეტრო რასინგს" სურს. ინფორმაციას ამის შესახებ ერთბაშად რამდენიმე ფრანგული წყარო ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ გორგოძეს "ტულონიდან" წასვლა ჯერ კიდევ წინა სეზონის დასრულების შემდგომ სურდა, მაგრამ, საბოლოოდ, პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ დარჩენა გადაწყვიტა.

ქართველ ლეგიონერს კლუბთან მიმდინარე კონტრაქტი 2017 წლამდე აკავშირებს. მიუხედავად ამისა, როგორც ფრანგული წყაროები იტყობინებიან, "რასინგში" გადასვლის გამო, გორგოძეს კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტა ივნისში
სურს.

რაც შეეხება "მეტრო რასინგს", დავით ხინჩაგიშვილის გუნდი ამჟამად Top 14-ის მიმდინარე გათამაშებას ლიდერობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული