რაგბი. ლეგიონი: მამუკა გორგოძე და ვასილ კაკოვინი TOP 14-ის სიმბოლურში

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტური, TOP 14-ის მეათე ტურის სიმბოლურ ნაკრებში ერთბაშად ორი ქართველი მორაგბე: მამუკა გორგოძე (ტულონი) და ვასილ კაკოვინი (ტულუზი) მოხვდა.

მე-10 ტურის წინ ქართველი მორაგბეების შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდებოდა. ისინი, ძირითადად, "ტულონის" მორკინალებს: მამუკა გორგოძეს და კონსტანტინე მიქაუტაძეს ეხებოდა.

* * *
"ტულონმა", რომლის შემადგენლობაშიც, მათ გარდა, შერკინების ქართველი ბურჯი ლევან ჩილაჩავაც თამაშობს, თამაზ მჭედლიძისა და გიორგი თეთრაშვილის "აჟენს" უმასპინძლა. მურად ბურჯელალის ვარსკვლავური გუნდის გამარჯვებაში, რომელსაც ახლახან რაგბის ახალზელანდიელი ლეგენდა მაა ნონუც შეემატა, ეჭვი არავის შეჰპარვია და ტულონელებმაც ქომაგებს
იმედი არ გაუცრუეს. მატჩი მათ სასარგებლოდ, 53:23 დასრულდა.

თამაშის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარიზული "მეტრო რასინგი", რომელიც მომავალი სეზონიდან ახალ, საკუთარ სტადიონზე ითამაშებს, საქართველოს ნაკრების კაპიტნის, მამუკა გორგოძის მიწვევას აპირებს. ფრანგული საინფორმაციო საშუალება ირწმუნებოდა, რომ შეთანხმება მამუკასთან მიღწეულია, მაგრამ "ტულონის" ოფიციალურმა ვებგვერდმა ეს უარყო. გორგოძეს გუნდთან კონტრაქტი 2017 წლის სეზონის ბოლომდე აქვს და "ტულონი" მის გაწყვეტას არ აპირებს, მსოფლიოს თასიდან მობრუნებული გორგოძე შესანიშნავად ირჯება და გუნდისთვის დიდი სარგებლობა მოაქვსო.

მამუკამ მართლაც შესანიშნავად ითამაშა და ფრანგულმა ყოველდღიურმა სარაგბო გაზეთმა "მიდი ოლიმპიკმა" ზედიზედ მეორედ შეიყვანა ტურის სიმბოლურ ნაკრებში.

"ტულონს" მომავალი სეზონის წინ დატოვებს საქართველოს ნაკრების მეორეხაზელი კონსტანტინე მიქაუტაძე. ის კარიერას "მონპელიეში" განაგრძობს. კონტრაქტით ჩვენებური სეზონში 300 000 ევროს მიიღებს.

TOP 14-ში სატურნირო ცხრილს ქართველ მორაგბეთა ხუთი გუნდი უდგას სათავეში. საგრძნობლად გამოაკეთა თამაში ვასილ კაკოვინის "ტულუზმა", რომელმაც ყველა კონკურენტებზე მეტი გამარჯვება მოიპოვა, თუმცა მათ ნაკლები პრემიალური ქულების გამო ჩამორჩება. მიუხედავად იმისა, რომ "ოიონაქსთან" მატჩში მან მხოლოდ 55 წუთი ითამაშა, კაკოვინი "მიდი ოლიმპიკის" რჩეულთა შორის მოხვდა.
Sportall.Ge

მძიმე მდგომარეობაშია თამაზ მჭედლიძისა და გიორგი თეთრაშვილის "აჟენი". ამ გუნდის მარცხის შესახებ "ტულონთან" უკვე ვთქვით. სასიხარულო კი ისაა, რომ მჭედლიძემ, რომელიც "ბორჯღალოსნების" გარემარბია, გუნდის ძირითად შემადგენლობაში ფეხი მოიკიდა. მრისხანე მეტოქესთან მატჩში ცუდად სულაც არ გამოიყურებოდა და ერთი სალელოვე გადაცემაც მიითვალა.

სიმბოლური ნაკრები
15. უგო ბონევალი (სტად ფრანსე), 14. ჟულიენ კამინატი (კასტრი), 13. ორელიან რუჟრი (კლერმონი), 12. ლევანი ბოტია (ლა როშელი), 11. დრიუ მიტჩელი (ტულონი), 10. მეთ გიტო (ტულონი), 9. რიკი იანუარი (ლა როშელი). 1. ვასილ კაკოვინი (ტულუზი), 2. ოლე ავეი (ბორდო) 3. უინი ატონიო (ლა როშელი) 4. რიჩი გრეი (კასტრი), 5. რომაინ ტაოფიფენუა (ტულონი) 6. ტალალალელეი გრეი (ტულუზი), 7. მამუკა გორგოძე (ტულონი), 8. ალექს ტულუ (კასტრი).

მეორე ელიტურ დივიზიონ PRO D2-ში დიდი უპირატესობით ლიდერობს ზაზა ნავროზაშვილის "ლიონი", რომელიც უახლოეს მდევარს, ანტონ ფეიქრიშვილს "ბაიონს" 11 ქულით უსწრებს. სავარაუდოდ, ლიონელები ამ ჰანდიკაპს არაფრით გაანიავებენ. ცუდი ისაა, რომ საკმაოდ პერსპექტიულ ქართველ შერკინების ბურჯს ჯერ თამაშის საშუალება არ ეძლევა.

"ლიონის" დაწევის პერსპექტივა, "ბაიონის" გარდა, მერაბ შარიქაძის, ლევან დათუნაშვილის, ნიკოლოზ ხატიაშვილისა და გიორგი შარაშიძის "ორიაკს" აქვს. ორიაკელები ბასკებს ერთი ქულით ჩამორჩებიან. თუმცა ბოლო ხანს არასტაბილური თამაში დასჩემდათ და ნაკლებად სავარაუდოა, დაწინაურებულ "ლიონს" პრობლემა შეუქმნან.

TOP 14
X ტური
პო-მეტრო რასინგი 15:15
ტულონი-აჟენი 53:23
კასტრი-მონპელიე 34:19
ლა როშელი-გრენობლი 33:16
სტად ფრანსე-ბორდო 21:24
ტულუზი-ოიონაქსი 27:3
ბრივი-კლერმონი 21:26

ა გ თ მ ფ წ ბ ქ(პ)
1. კლერმონი 10 6 1 3 276-179 33(7)
2. ტულონი 10 6 0 4 352-193 32(8)
3. ტულუზი 10 7 0 3 261-147 32(4)
4. რასინგი 10 7 1 2 201-188 30(0)
5. ბრივი 10 6 0 4 197-164 28(4)
6. ბორდო 10 6 1 3 223-192 28(2)
7. მონპელიე 10 6 0 4 250-264 26(2)
8. კასტრი 10 5 0 5 231-231 24(4)
9. ლა როშელი 10 4 0 6 222-237 21(5)
10. გრენობლი 10 4 0 6 229-274 19(3)
11. სტად ფრანსე 10 4 0 6 199-220 18(2)
12 პო 10 3 1 6 172-284 15(1)
13. აჟენი 10 2 0 8 196-280 10(2)
14. ოიონაქსი 10 2 0 8 175-331 10(2)

PRO D2
XI ტური
ლიონი-ბაიონი 29:27
ბიარიცი-მონ დე მარსანი 44:8
ექსი-კოლომიე 15:22
ბეზიე-ბურგუენი 46:0
კარკასონი-ორიაკი 24:3
ტარბი-ალბი 12:16
მონტობანი-დაქსი 20:26
ნარბონი-პერპინიანი 41:8

ა გ თ მ ფ წ ბ ქ(პ)
1. ლიონი 11 10 0 1 374-184 45(5)
2. ბაიონი 11 7 1 3 315-260 34(4)
3. ორიაკი 11 7 0 4 315-242 33(5)
4. ბეზიე 11 7 0 4 316-230 31(3)
5. კოლომიე 11 5 2 4 236-236 26(2)
6. ალბი 11 6 0 5 206-217 26(2)
7. ნარბონი 11 6 0 5 248-221 25(5)
8. პერპინიანი 11 5 1 5 230-222 25(3)
9. მონტობანი 11 5 0 6 214-245 23(3)
10. ტარბი 11 5 0 6 198-248 22(2)
11. მონ დე მარს. 11 4 0 7 218-235 21(5)
12. კარკასონი 11 5 0 6 195-294 21(1)
13. ბურგუენი 11 4 0 7 194-244 20(4)
14. ბიარიცი 11 4 0 7 218-233 19(3)
15. დაქსი 11 4 0 7 211-268 18(2)
16. ექსი 11 3 0 8 191-310 13(1)

TOP 14
დავით ხინჩაგიშვილი (რასინგი) ძირითადში (46 წთ)
გიორგი ნაცარაშვილი (პო) განაცხადში არ იყო
მამუკა გორგოძე (ტულონი) ძირითადში
ლევან ჩილაჩავა (ტულონი) ძირითადში (52 წთ)
კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი) შეცვლაზე (57 წთ)
თამაზ მჭედლიძე (აჟენი) ძირითადში
გიორგი თეთრაშვილი (აჟენი) განაცხადში არ იყო
მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე) ძირითადში (62 წთ)
გაგი ბაზაძე (ლა როშელი) შეცვლაზე (70 წთ)
ლექსო ყაულაშვილი (ლა როშელი) განაცხადში არ იყო
ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე) განაცხადში არ იყო
გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე) განაცხადში არ იყო
დავით ქუბრიაშვილი (სტად ფრანსე) განაცხადში არ იყო
ვასილ კაკოვინი (ტულუზი) ძირითადში (55 წთ)
კარლენ ასეიშვილი (ბრივი) ძირითადში (40 წთ)
გიორგი ჟღენტი (ბრივი) ძირითადში (40 წთ)
გოდერძი შველიძე (ბრივი) განაცხადში არ იყო
დავით ზირაქაშვილი (კლერმონი) შეცვლაზე (62 წთ)
ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი) განაცხადში არ იყო

PRO D2
ანტონ ფეიქრიშვილი (ბაიონი) შეცვლაზე (61 წთ) სბ (61 წთ)
ზაზა ნავროზაშვილი (ლიონი) განაცხადში არ იყო
გიორგი ზაქაშვილი (ექსი) შეცვლაზე (70 წთ)
ლაშა ლომიძე (ბეზიე) შეცვლაზე (62)
ლევან დათუნაშვილი (ორიაკი) ძირითადში (52 წთ)
მერაბ შარიქაძე (ორიაკი) ძირითადში
გიორგი შარაშიძე (ორიაკი) განაცხადში არ იყო
ნიკოლოზ ხატიაშვილი (ორიაკი) განაცხადში არ იყო
გიორგი ნემსაძე (ტარბი) ძირითადში (69 წთ)
ირაკლი მირცხულავა (ტარბი) განაცხადში არ იყო
კახა კობერიძე (ტარბი) განაცხადში არ იყო
ბექა შეყლაშვილი (ალბი) ძირითადში (50 წთ)
ვახტანგ მაისურაძე (ალბი) ძირითადში (50 წთ)
ელიზბარ ყუფარაძე (დაქსი) შეცვლაზე (59 წთ)
გიორგი მჭედლიშვილი (პერპინიანი) განაცხადში არ იყო
დიმიტრი ბასილაია (პერპინიანი) განაცხადში არ იყო

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული