მამუკა გორგოძე ტოპ-14-ის ტურის საუკეთესო მორაგბედ დაასახელეს

AutoSharing Option
ფრანგულმა საიტმა rugby-transferts.com-მა საფრანგეთის სარაგბო პირველობის, ტოპ-14-ის მე-9 ტურის საუკეთესო მორაგბის გამოკითხვა მოაწყო.

ტრადიციულ გამოკითხვაში მონაწილეობა 4 ათასზე მეტმა ფანმა მიიღო. ხმების 29%-ით "ტულონის" ქართველმა მორკინალმა მამუკა გორგოძემ იმარჯვა და მე-9 ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

მეორე ადგილზე გაეტან ჟერმანი გავიდა - 22%-ით, მე-3 ადგილზე იან ლესგურგი გავიდა - 19%.

"კლერმონთან" თამაშში მამუკა გორგოძე იყო ყველგან მოედანზე. მისი ენერგია და ძალა გუნდს ძალიან დაეხმარა", - წერს საიტი.

ცნობისთვის, ტოპ-14-ში უკვე მე-10 ტურის თამაშები გაიმართა (მამუკა გორგოძე სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა), თუმცა საიტზე
ჯერ მე-9 ტურის საუკეთესო მორაგბის გამოსავლენი გამოკითხვა დასრულდა. ახალ გამოკითხვაში ქართველი კანდიდატებს შორის არ არის.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული