16:42 18-12-2015
ვასილ ლობჟანიძე კარიერას საფრანგეთის TOP14-ის "ბრივში" გააგრძელებს [VIDEO]
AutoSharing Option
ამრიგად, კარლენ ასეიშვილთან, გიორგი ჟღენტთან და გოდერძი შველიძესთან ერთად "ბრივში" კიდევ ერთი ქართველი ითამაშებს.
რაც შეეხება "ბრივს", გუნდი 10 ტურის შემდეგ ტოპ 14-ში 28 ქულით მე-5 პოზიციას იკავებს და ლიდერ "კლერმონს" 5 ქულით ჩამორჩება.
შეგახსენებთ, რომ ლობჟანიძე ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა, ვისაც კი მსოფლიოს თასზე უთამაშია. ის "ბორჯღალოსნების" ღირსებას ინგლისში გამართულ 2015 წლის მსოფლიოს თასზე იცავდა.
ვასილ ლობჟანიძემ რაგბის თამაში 11 წლის ასაკში "არმაზში" დაიწყო და მას შემდეგ ამ გუნდის ღირსებას იცავს. ლობჟანიძემ საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში ითამაშა და 2015 წელს "უმცროს ბორჯღალოსანთა" რიგებში მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ალაფის გათამაშებაში გაიმარჯვა. "ბორჯღალოსანთა" კვართი მან 2015 წლის რაგბი ვეროპის ჩემპიონატზე გერმანიის წინააღმდეგ მოირგო და მას შემდეგ 10 სანაკრებო კეპი მოიხვეჭა. 2015 წლის მსოფლიო თასზე ითამაშა "ბორჯღალოსნების" ოთხივე მატჩში.
მკითხველის კომენტარები / 5 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ძალიან მაგარია! უმაგრესი!!! და თუ ძირითად გუნდში საშუალოდ 20 წუთი მაინც დაუთმეს დრო ჩათვალეთ რომ მომდევნო მსოფლიოზე ტოპ-კლასის 9 ნომერი გვეყოლება (ფუ ეშმაკს და იმედია ტრავმას არ მიიღებს), რასაც სულმოუთქმელად ველოდებით დამოუკიდებელი რაგბის ისტორიაში (აბუსთან ბოდიში)
0
0
საინტერესოა ჟურნალისტებისგან ვიცოდეთ ვინ იყო ყველაზედ ახალგაზრდა ქართველი ვინც ტოპ-14-ში გამოდიოდა.
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული