ვასილ ლობჟანიძე: "ბრივი" მსოფლიოს თასის დასრულებისთანავე დამიკავშირდა

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ახალგაზრდა წევრი ვასილ ლობჟანიძე "ბრივთან" კონტრაქტის გაფორმების შესახებ Sportall.ge-ს ესაუბრა.

19 წლის ქართველი მორაგბე კარიერას ტოპ 14-ის გუნდ "ბრივში" გააგრძელებს.

"მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებისთანავე დამიკავშირდნენ საფრანგეთიდან და კონტრაქტი შემომთავაზეს.

თანახმა ვიყავი, ამიტომ ჩავედი, სამედიცინო შემოწმება გავიარე და წინასწარი 3-წლიანი კონტრაქტიც გავაფორმე. თავად გუნდს კი 2016 წლის ივლისში შევუერთდები.

ამ გუნდში მეხუთე ქართველი ვიქნები. რამდენიმე თვის წინ "ბრივთან" კონტრაქტი გააფორმა ახალგაზრდული ნაკრების წევრმა გიორგი ცუცქირიძემაც. საფრანგეთში ჩამოსვლისას ქართველ მორაგბეებს შევხვდი და ვისაუბრეთ", - გვითხრა ლობჟანიძემ.

ამრიგად, კარლენ ასეიშვილთან, გიორგი ჟღენტთან, გოდერძი შველიძესთან და გიორგი ცუცქირიძესთან ერთად
"ბრივში" კიდევ ერთი ქართველი ითამაშებს.

10 ტურის შემდეგ "ბრივი" ტოპ 14-ში 28 ქულით მე-5 პოზიციას იკავებს და ლიდერ "კლერმონს" 5 ქულით ჩამორჩება.


ასევე იხილეთ:
ვასილ ლობჟანიძე კარიერას "ბრივში" გააგრძელებს

მკითხველის კომენტარები / 1 /
ვგულშემატკივრობ " ბრივს "
Tariel
23:33 18-12-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული