რაგბი. ლეგიონი: ზურაბ ჟვანიას ლელო და "ტულონის" ქართველების სასწაული [VIDEO]

AutoSharing Option
ფოტოზე: ლევან ჩილაჩავას (ბურთით) კონსტანტინე მიქაუტაძე წამოეშველა
ევროთასების გათამაშებაში ჯგუფური ტურნირის მეორე წრე დაიწყო. ყველაზე პრესტიჟულ, ჩემპიონთა თასის გათამაშებაში პლეი ოფში გასვლის შანსს ქართველ მორაგბეთა ყველა, ექვსივე გუნდი ინარჩუნებს. ჩელენჯ კაპზე კი შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი მხოლოდ სამს აქვს.

ჩემპიონთა თასის ამჟამინდელმა მფლობელმა, მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონმა", სტუმრად ირლანდიურ "ლენსტერთან" სასწაული ჩაიდინა. ტულონელებმა თითქმის წაგებული მატჩი შემოაბრუნეს. აღსანიშნავია, რომ გარდატეხა ფრანგულმა გუნდმა მატჩში მას შემდეგ შეიტანა, რაც მოედანზე თადარიგში მყოფი სამივე ქართველი გამოჩნდა.

განსაკუთრებით ხაზგასმით აღნიშვნის
ღირსია საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯის, ლევან ჩილაჩავას თამაში. შერკინებაში დინამიკასა და სტატიკაში "ტულონმა" უპირატესობას სწორედ მისი გარჯის წყალობით მიაღწია. მას მხარი გორგოძემ და არგენტინელმა ხუან ფერნანდეს ლობემაც აუბეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ტულონმა" მეტოქეს 20:16 აჯობა და ახლა მეორე ადგილზეა. მას მომდევნო ეტაპზე გასასვლელად უმწვავესი ბრძოლა მოელის ინგლისურ კლუბებთან, "ბასთან" და "ვოსფსთან". ამ უკანასკნელს ჩვენებურთა გუნდი მომდევნო ტურში შინ ეთამაშება.

საგრძნობლად გამოისწორა მდგომარეობა D ჯგუფში მოასპარეზე ზურაბ ჟვანიასა და გიორგი მელიძის "სტად ფრანსემ", რომელმაც შინ დაამარცხა იტალიური "ბენეტონი" - 40:14. საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯი თამაშში მე-40 წუთიდან ჩაერთო და 22 წუთში შთამბეჭდავი ლელო მიითვალა. მან ბურთი მეტოქის 22-მეტრიანი ზონის მისადგომებთან მიიღო. მოკლე ფრთიდან შეუტია, გზად სამი მოწინააღმდეგე ჩამოიცილა და ლელოში შეაღწია.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სასიამოვნო ამბავი მოხდა ჩელენჯ კაპის გათამაშებაში. მართალია, თამაზ მჭედლიძისა და გიორგი თეთრაშვილის "აჟენმა" სტუმრად წააგო "გრენობლთან" - 45:48, მაგრამ ამ შეხვედრაში შედგა ახალგაზრდა ქართველი მორკინალის, გიორგი მარგველანის დებიუტი. ის თადარიგში იყო და თამაშში 61-ე წუთიდან ჩაერთო.

საინტერესო იყო გოდერძი შველიძის, კარლენ ასეიშვილისა და გიორგი ჟღენტის "ბრივის" დაპირისპირება დავით კაჭარავას "ენისეისთან". რუსულმა კლუბმა მე-3 ტურში შინ სენსაციურად სძლია ბრიველებს. ამჯერად ფრანგულმა კლუბმა რევანში აიღო და მეტოქეს 33:3 მოუგო. ქართველთაგან მხოლოდ შველიძემ და კაჭარავამ ითამაშეს.

ჩემპიონთა თასი
A ჯგუფი
ტულუზი-ალსტერი 23:25
სარასენზი-ოიონაქსი 55:13

თ მ ფ წ ბ ქ(პ)
1. სარასენზი 4 4 0 0 159-39 19(3)
2. ალსტერი 3 2 0 1 72-50 9(1)
3. ტულუზი 4 1 0 3 54:113 5(1)
4. ოიონაქსი 3 0 0 3 41-122 0(0)

B ჯგუფი
კლერმონი-ექსეტერი 42:10
ბორდო-ოსფრიზი 33:27

თ მ ფ წ ბ ქ(პ)
1. ოსფრიზი 4 2 0 2 100-96 12(4)
2. ექსეტერი 4 2 0 2 88-100 10(2)
3. კლერმონი 3 2 0 1 90-70 10(2)
4. ბორდო 3 1 0 2 35-53 6(2)

C ჯგუფი
ჰლანეჰლი-გლაზგო 6:9
ნორსჰემპთონი-რასინგი 9:9

თ მ ფ წ ბ ქ(პ)
1. რასინგი 3 2 1 0 71-24 12(2)
2. ნორსჰემპთონი 4 2 1 1 53-68 10(0)
3. გლაზგო 3 3 0 1 67-38 9(1)
4. ჰლანეჰლი 4 0 0 4 35-96 2(2)

D ჯგუფი
სტად ფრანსე-ბენეტონი 40:14
ლესტერი-მანსტერი 17:6

თ მ ფ წ ბ ქ(პ)
1. ლესტერი 4 4 0 0 117-48 18(2)
2. სტად ფრანსე 3 2 0 1 110-64 10(2)
3. მანსტერი 3 1 0 2 57-55 5(1)
4. ბენეტონი 4 0 0 4 41-158 0(0)

E ჯგუფი
ლენსტერი-ტულონი 16:20
ბასი-ვოსფსი 10:36

თ მ ფ წ ბ ქ(პ)
1. ვოსფსი 4 3 0 1 124-47 14(2)
2. ტულონი 3 2 0 1 50-57 8(0)
3. ბასი 3 2 0 1 54-74 8(0)
4. ლენსტერი 4 0 0 4 47-96 2(2)

ჩელენჯ კაპი
A ჯგუფი
ნიუკასლი-ქონოთი 29:5
ბრივი-ენისეი 33:3

თ მ ფ წ ბ ქ(პ)
1. ქონოთი 4 3 0 1 82-70 13(1)
2. ნიუკასლი 4 2 0 2 103-50 11(3)
3. ბრივი 4 2 0 2 70-43 11(3)
4. ენისეი 4 1 0 3 34-126 4(0)

B ჯგუფი
პო-ნიუპორტი 17:34
სეილ შარქსი-კასტრი 31:10

თ მ ფ წ ბ ქ(პ)
1. ნიუპორტი 4 3 0 1 115-61 15(3)
2. სეილ შარქსი 4 3 0 1 89-70 13(1)
3. კასტრი 3 1 0 2 52-77 6(2)
4. პო 3 0 0 3 37-85 0(0)

C ჯგუფი
მონპელიე-კარდიფი 23:22
ჰარლიქვინზი-კალვიზანო 59:7

თ მ ფ წ ბ ქ(პ)
1. ჰარლიქვინზი 4 4 0 0 182-55 20(4)
2. კარდიფი 4 2 0 2 129-91 11(3)
3. მონპელიე 4 2 0 2 132-10 10(2)
4. კალვიზანო 4 0 0 4 26-233 0(0)

D ჯგუფი
გლოსტერი-ვორსტერი 27:13
ზებრე-ლა როშელი 25:5

თ მ ფ წ ბ ქ(პ)
1. გლოსტერი 4 4 0 0 117-65 17(1)
2. ზებრე 4 2 0 2 81-63 8(0)
3. ლა როშელი 4 1 0 3 55-96 5(1)
4. ვორსტერი 4 1 0 3 62-91 4(0)

E ჯგუფი
გრენობლი-აჟენი 48:45
ედინბურგი-აირიში 18:5

თ მ ფ წ ბ ქ(პ)
1. გრენობლი 4 3 0 1 125-113 14(2)
2. აირიში 4 2 0 2 121-611 2(4)
3. ედინბურგი 4 3 0 1 79-69 12(0)
4. აჟენი 4 0 0 4 81-163 2(2)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ენისეი მონაწილეობს და ქართული გუნდი ვერაო????ისევ უფულობაა?მიზეზი,მუდმივად რომ წუწუნებენ ფედერაციის "ყოჩები".Mაჩხანელი ფრეზიდენტად,შემდგომში კი ან გორგოძე,ან ზირაქაშვილი ან...ვინც აქტიურ კარიერას დაამთავრებ იმ დროისათვის! ნამდვილმა რაგბისტებმა უხელმძღვანელონ ქართულ რაგბის,"შერკინებები "რომ გამოსცადეს თავ თავიანთ "ტყავზე",საკუთარი ოფლისა და სისხლის ფასად,ფიზიკურად,და არა სადღეგრძელოებით თამაშის შემდგომ ფურშეტებზე-სხვათა ხრჯზე და მხოლოდ სიტყვებით.ქართველთ დავდადებული საქმის ეჯერათ ოდითგანვე და არა სიტვების ჩინოვნიკური"კორიანტელისა"
France
12:41 21-12-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული