რაგბი. ლეგიონი: ლევან ჩილაჩავა ტურის სიმბოლურ ნაკრებში [VIDEO]

AutoSharing Option
საფრანგეთის ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში მე-11 ტურის ცენტრალური მატჩი ტულუზში გაიმართა. ქართველი შერკინების ბურჯის, ვასილ კაკოვინის გუნდმა მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონს" უმასპინძლა.

ორი ფრანგული "ტიტანის" დაპირისპირებამ, ცხადია, დიდი ინტერესი გამოიწვია. ოთხივე ქართველი მორაგბე ძირითად შემადგენლობაში იყო და თავიანთ გუნდებში გამორჩეულადაც გაისარჯნენ. ლევან ჩილაჩავა კი, რომელიც 52-ე წუთზე შეცვალეს, ყოველდღიურმა ფრანგულმა სარაგბო გაზეთმა "მიდი ოლიმპიკმა" ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.

მასპინძლებმა მეტოქეს, რომელიც მოქმედი ევროპის ჩემპიონია, ბრწყინვალე, კარგად დალაგებული დაცვა დაუპირისპირეს და მხოლოდ რვა ქულის აღების საშუალება მისცეს.
შეხვედრა, რომელშიც სრულად მხოლოდ გორგოძემ ითამაშა, "ტულუზმა" 31:8 მოიგო და გალიდერდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სატურნირო ცხრილის პირველი საფეხური ტულუზელებს დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონმა" დაუთმო, რომელმაც შინ წააგო დავით ხინჩაგიშვილის "მეტრო რასინგთან". პარიზელთა ქართველი შერკინების ბურჯი სათადარიგოთა შორის ლეგენდარულახალზელანდიელ მგეზავ დენ კარტერთან ერთად იმყოფებოდა.

"მეტრო რასინგმა" მასპინძლების გატეხვა, რომლებიც შინ ძალიან იშვიათად აგებენ, მეორე ნახევარში შეძლო და უმძიმეს ბრძოლაში 20:16 გაიმარჯვა.

ძალიან ცუდ მდგომარეობაშია საფრანგეთის ჩემპიონი, ზურაბ ჟვანიასა და გიორგი მელიქიძის "სტად ფრანსე". პარიზელებმა სტუმრად წააგეს ერთ-ერთ აუტსაიდერ "ოიონაქსთან", მე-12 ადგილზე არიან და ბოლო ადგილზე მყოფ "აჟენს" რვა ქულით უსწრებენ.

წლეულს პირველად ითამაშა საფრანგეთის ჩემპიონატში დავით ქუბრიაშვილმა, რომელიც ახლახან "სტად ფრანსედან" მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიეში" გადაბარგდა. ჩვენებურთა ამ გუნდმა დიდი ანგარიშით სწორედ თამაზ მჭედლიძისა და გიორგი თეთრაშვილის "აჟენს" სძლია - 45:20.

შეგახსენებთ, რომ ქუბრიაშვილი საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ინგლისსა და უელსში გამართულ მსოფლიოს თასის გათამაშებაზე იმყოფებოდა. ის ერთ-ერთი ვარჯიშისას დაშავდა და იძულებული გახდა, "ბორჯღალოსნების" ბანაკი დაეტოვებინა. ქუბრიაშვილი ახლა ჯანმრთელადაა და ნელ-ნელა ფორმას იბრუნებს.

TOP14. XI ტური
პო-ლა როშელი 15:11
მონპელიე-აჟენი 45:20
ოიონაქსი-სტად ფრანსე 25:12
კასტრი-ბრივი 23:8
ბორდო-გრენობლი 25:19
კლერმონი-რასინგი 16:20
ტულუზი-ტულონი 31:8

დავით ხინჩაგიშვილი (რასინგი) შეცვლაზე (49 წთ)
გიორგი ნაცარაშვილი (პო) შეცვლაზე (74)
მამუკა გორგოძე (ტულონი) ძირითადში სბ (19 წთ)
ლევან ჩილაჩავა (ტულონი) ძირითადში (52 წთ)
კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი) ძირითადში (63 წთ)
თამაზ მჭედლიძე (აჟენი) ძირითადში
გიორგი თეთრაშვილი (აჟენი) განაცხადში არ იყო
მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე) ძირითადში (58 წთ)
გაგი ბაზაძე (ლა როშელი) შეცვლაზე (60 წთ)
ლექსო ყაულაშვილი (ლა როშელი) განაცხადში არ იყო
ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე) განაცხადში არ იყო
გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე) განაცხადში არ იყო
დავით ქუბრიაშვილი (მონპელიე) შეცვლაზე (58)
ვასილ კაკოვინი (ტულუზი) ძირითადში (53 წთ)
კარლენ ასეიშვილი (ბრივი) შეცვლაზე (51 წთ)
გიორგი ჟღენტი (ბრივი) შეცვლაზე (52 წთ) სბ (56 წთ)
გოდერძი შველიძე (ბრივი) განაცხადში არ იყო
დავით ზირაქაშვილი (კლერმონი) ტრავმირებულია
ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი) განაცხადში არ იყო


სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ(ბ)
1. ტულუზი 11 8 0 3 292-155 37(5)
2. კლერმონი 11 6 1 4 292-199 34(8)
3. რასინგი 11 8 1 2 221-204 34(0)
4. ტულონი 11 6 0 5 360-224 32(8)
5. ბორდო 11 7 1 3 248-211 32(2)
6. მონპელიე 11 7 0 4 295-284 31(3)
7. ბრივი 11 6 0 5 205-187 28(4)
8. კასტრი 11 6 0 5 254-239 28(4)
9. ლა როშელი 11 4 0 7 233-252 22(6)
10. გრენობლი 11 4 0 7 248-299 19(3)
11. პო 11 4 1 6 187-295 19(1)
12 სტად ფრანსე 11 4 0 7 211-245 18(2)
13. ოიონაქსი 11 3 0 8 200-342 14(2)
14. აჟენი 11 2 0 9 216-325 10(2)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული