14:20 09-01-2016
რაგბი. ლეგიონი: ვიტო კოლელიშვილმა სტუმრად "ბორდოს" მოუგო [VIDEO]
AutoSharing Option
8 იანვარს, ჩემპიონთა თასზე ვიტო კოლელიშვილისა და დავით ზირაქაშვილის "კლერმონი" გასვლაზე "ბორდოს" შეხვდა და 28:10 გაიმარჯვა. კოლელიშვილმა მთელი მატჩის განმავლობაში შეუცვლელად ითამაშა.
ამ მოგებით "კლერმონს" 14 ქულა გაუხდა და მე-2 პულის სათავეში მოექცა. შემდეგ, მე-5 ტურში კლუბი კვლავ გასვლაზე უელსურ "ოსპრეისს" ეთამაშება, რომელიც ამ დროისთვის 12 ქულით მე-2 ადგილზეა.
დღეს, 9 იანვარს კიდევ სამი "ქართული" კლუბი თამაშობს, მაგრამ "ბორჯღალოსნები" სამატჩო რაზმებში არ არიან - დავით ხინჩაგაშვილის "რასინგი" პარიზში შალვა მამუკაშვილის "გლაზგოს" მიიღებს. ეს შეხვედრა 14 ნომებერს უნდა შემდგარიყო, მაგრამ 13 ნოემბერს პარიზში დატრიალებული ტრაგედიის გამო მატჩი გადაიდო.
დღესვე ზურაბ ჟვანიასა და გიორგი მელიქიძის "სტად ფრანსე" "მანსთერს" ეთამაშება.
ხვალ, 10 იანვარს (19:15) ლევან ჩილაჩავას, კოტე მიქაუტაძისა და მამუკა გორგოძის "ტულონი" შინ ინგლისურ "ბასს" ეთამაშება. გაფართოებულ რაზმში სამივე "ბორჯღალოსანი" იყო, მაგრამ სამატჩო რაზმში მხოლოდ ლევან ჩილაჩავა და კოტე მიქაუტაძე მოხვდნენ.
"ტულონი" და "ბასი" 8-8 ქულით მე-2 და მე-3 ადგილს იყოფენ.
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული